კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ დაკარგული პოზიციების დაბრუნებისთვის ბრძოლა დაიწყო
ევროპულ კალათბურთში ბოლო დღეების მთავარი ამბავი იყო ის, რომ კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (FIBA) კონტრაქტი გაწყვიტა ევროლიგასთან. ეს ის ხელშეკრულებაა, რომელიც ხანგრძლივი კონფლიქტის შემდეგ 2008 წელს გაფორმდა. ახლა, FIBA-მ ახალი ომი გააჩაღა და ცდილობს გადააკეთოს ევროპაში საკლუბო ტურნირების სისტემა.

საქმე შემდეგში მდგომარეობს. FIBA-ევროპას სურს აღადგინოს საკუთარი საკლუბო ტურნირი. ორგანიზაციაში იპოვნეს სპონსორი და კონკურენტების მოშორების სურვილი გაუჩნდათ. ევროლიგას ძალიან კარგი სატელევიზიო კონტრაქტები აქვს - როგორც საზოგადოებრივი, ასევე რეგიონალური. FIBA-ს ასევე მოუნდა ფულის შოვნა, მაგრამ კონტრაქტების გაფორმება ასე იოლად არ ხდება - ამისთვის დიდი შრომაა საჭირო. ევროლიგამ მრავალი წელი მონდომებით იმუშავა, რათა კარგი კონტრაქტები მიეღო. გარდა ამისა, ევროლიგა - კომერციული ორგანიზაციაა, FIBA-ევროპა - არაკომერციული.

ორი თვის წინ, FIBA-მ გამოაცხადა, რომ მან მძლავრი სპონსორი იპოვნა, ახალ ევროტურნირზე სოლიდური საპრიზო ფონდი იქნება და მოუწოდა კლუბებს მათთან გადასვლისკენ. თუმცა ევროპულ გრანდებს ამასთან დაკავშირებით დიდი ენთუზიაზმი არ გამოუჩენიათ. საინტერესოა, კიდევ რა მეთოდებით შეუძლია FIBA-ს კლუბებზე ზეწოლა? როგორც ვარაუდობენ, საერთაშორისო ფედერაციას ზეწოლა ექნება ეროვნულ ფედერაციებზე, რომ მათ აუკრძალონ საკუთარ კლუბებს ევროლიგაზე გამოსვლა.

აქ ჩნდება კიდევ ერთი კითხვა - როგორ შეძლებენ ფედერაციები კლუბებისთვის ევროლიგაზე გამოსვლის აკრძალვას? კლუბები ხომ კერძო მეწარმეები არიან? ერთ-ერთი ბერკეტია - აუკრძალონ გუნდებს ეროვნულ ჩემპიონატებზე გამოსვლა. თავის დროზე, ევროლიგამ გრანდებს "A" ლიცენზიები სწორედ ამ მიზეზით დაურიგა - კლუბებს უნდა სცოდნოდათ, რომ მათ ნებისმიერ შემთხვევაში ექნებოდათ ევროპის მთავარ ტურნირზე გამოსვლის საშუალება, თუნდაც ქვეყნის ჩემპიონატის მსხვერპლად შეწირვა გამხდარიყო საჭირო. ახლა, FIBA-ევროპას აქვს შესაძლებლობა, კლუბები და ფედერაციები წააჩხუბოს ერთმანეთს.

მოკლედ, ახალი დაპირისპირება დაიწყო. ამ მომენტისთვის მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ევროლიგის 2015-16 წლების სეზონი უკვე დაიგეგმა: ცნობილია 24-ივე მონაწილე, ჩატარდა პირველი ჯგუფური ეტაპის წილისყრა, დამტკიცებულია კალენდარი. ამასთან, დღეს ვერავინ იტყვის, რომ არც ერთი კლუბი არ შეუშინდება FIBA-ის მხრიდან ზეწოლას და უარს არ იტყვის ევროლიგაზე.

დაპირისპირების ისტორიას შეგახსენებთ: 2000 წლის ზაფხულამდე, მთავარი ევროპული საკლუბო ტურნირი FIBA-ის ეგიდით იმართებოდა და ჩემპიონთა თასი ერქვა. ფინანსური კონფლიქტის შედეგად, 2000-01 წლების სეზონში ULEB-ში გაერთიანებულმა ევროპის წამყვანმა კლუბებმა საკუთარი ტურნირის ჩატარება გადაწყვიტეს. შედეგად, სტარტი აიღო ორმა დამოუკიდებელმა ტურნირმა - FIBA-ის სუპერლიგამ და ULEB-ის ევროლიგამ. 2008-09 წლებს სეზონის წინ, FIBA და ULEB მივიდნენ შეთანხმებამდე. ძირითად ტურნირს ეწოდა ევროლიგა (ტარდება ULEB-ის ეგიდით), რანგით მეორე ტურნირი გახდა - ევროთასი (ტარდება ULEB-ის ეგიდით), მესამე - ევროჩელენჯი (ტარდება FIBA-ის ეგიდით).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გერმანიამ თურქეთი დრამატულ მატჩში დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ევრობასკეტიც მოიგო
თურქეთმა საბერძნეთი შეარცხვინა - სუპერ ფინალის მოლოდინში!
გერმანიამ ფინეთი მარტივად დაამარცხა და ევრობასკეტის ფინალში გავიდა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია