დარენ ბენტი "ასტონ ვილაში" გადავიდა, რამაც "სანდერლენდის" მწვრთნელი სტივ ბრუსი გააბრაზა და თავის ყოფილ ფეხბურთელს სულ მატყუარა და მოღალატე უწოდა...

დარენ ბენტი "ასტონ ვილაში" გადავიდა, რამაც "სანდერლენდის" მწვრთნელი სტივ ბრუსი გააბრაზა და თავის ყოფილ ფეხბურთელს სულ მატყუარა და მოღალატე უწოდა. ბრუსმა თქვა, რომ ასეთი მუხანათური გაქცევით ბენტმა უღალატა `სანდერლენდის~ ფანებს, თანაგუნდელებსა და, რასაკვირველია, მწვრთნელსაც.

გუშინაც მოგახსენებდით, რომ ბენტის ტრანსფერი `სანდერლენდისთვის~ სარეკორდოა. ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისის ამ გუნდს 24 მილიონ ფუნტად ფეხბურთელი არასდროს გაუყიდია, თუმცა სინამდვილეში არც მთლად ისეა საქმე მკითხველს რომ შეიძლება ეგონოს. 24 მილიონიდან 6 `ტოტეჰემისაა~. რატომ? კონტრაქტით გახლდათ გათვალისწინებული, რომ გაყიდვის შემთხვევაში `სანდერლენდი~ დარენ ბენტის ყოფილ გუნდს, `ტოტენჰემს~ (რომლისგანაც იყიდა ფეხბურთელი) 3 მილიონს გადაუხდიდა და 3 მილიონიც ჩვეულებრივი ვალი იყო - სანდერლენდელებს ტრანსფერის ღირებულება მთლიანად არ ჰქონდათ გადახდილი.

თუმცა, ჯობს განრისხებულ ბრუსს დავუბრუნდეთ, რომელმაც თქვა: `ჩვენს გუნდში დარენს ყველა მხარს უჭერდა, ყველა ამხნევებდა და ყველა ცდილობდა მასთან ემეგობრა, მაგრამ იმასაც ვატყობდით, რომ ბოლო კვირების განმავლობაში ის ძველებურად აღარ ინდომებდა. მისი ვარჯიშები უგულო გახდა. ჩვენ ვცდილობდით მივხვედრილიყავით რატომ ხდებოდა ასე, მაგრამ ვერ ვხვდებოდით.

ძალიან სამწუხაროა, რომ დარენმა თავისი მომავალი თანაგუნდელების და მეგობრების მოტყუებაზე ააგო. ჩვენთან, `სანდერლენდში~, ყველას აქვს სრული უფლება თავი ნაღალატებად მიიჩნიოს. მერედა, ბენტმა გაპარვისთვის ძალიან მუხთალი დრო შეარჩია - საქმეები სწორედ ახლა მიგვდიოდა კარგად, გუნდი ძლიერდება~.

ბრუსის უკმაყოფილება იმანაც გააძლიერა, რომ ბენტში მიღებული ფული მას ახალი, ძლიერი თავდამსხმელის ყიდვისათვის არ ყოფნის ანუ დანაკრს, სავარაუდოდ, ვერ აინაზღაურებს. გარდა ამისა, არის ფსიქოლოგიური ფაქტორიც: დარენ ბენტი გახლდათ გუნდის ვარსკვლავი, რომელიც ურიცხვ ინტერვიუებში არა მხოლოდ სანდერლენდს და სანდერლენდელებს, არამედ მთელს ჩრდილო-აღმოსავლეთ ინგლისს უხსნიდა სიყვარულს და ერთგულებასაც ეფიცებოდა. გუშინაც მოგახსენებდით, რომ `ასტონ ვილასთან~ ბენტმა ოთხწელიწადნახევრიანი კონტრაქტი გააფორმა, რომლის თანახმადაც კვირაში 80 ათას ფუნტს მიიღებს - `სანდერლენდში~ მისი ჯამაგირი 35 ათასი ფუნტი გახლდათ. როგორც ჩანს `სანდერლენდის~ ხელმძღვანელთათვის მოულოდნელი გახლდათ ის, რომ ბენტმა განთავისუფლების შესახებ განცხადება კლუბის ოფისში კვირა საღამოს, უეარ-ტაინის ემოციური დერბის დასრულებიდან ორიოდ საათში მიიტანა - `სანდერლენდისა~ და `ნიუკასლის~ შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიში ბოლოწამს გაათანაბრეს.

26 წლის ფეხბურთელმა სანდერლენდიდან წამოსული ბრალდებები უარჰყო. მან თქვა: `არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ ცუდად მოვიქეცი. არაფერი იქიდან, რასაც ხალხი ჩემზე ამბობს, გულს არ ეკარება. დიდი ბოდიში ყველაფერი ასე რომ დასრულდა, მაგრამ მსგავსი შანსი კიდევ როდის მომეცემოდა არავინ იცის~.

საინტერესოა, რომ `სანდერლენდის~ თავმჯდომარე ნილ ქუინმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომელშიც დარენ ბენტს გუნდისთვის გაწეული დახმარებისთვის მადლობა ერთი სიტყვითაც არ გადაუხდია. განცხადებაში წერია:

`ახლა მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ადგილზე არ გავჩერდეთ და წინ წავიდეთ. ბოლო 36 საათის განმავლობაში ვცდილობდით დარენის სანაცვლოდ ადექვატური თანხა მიგვეღო~.

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას მოუგო და გოლგაუშვებლად მიიწევს წინ
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო