იტალიურ სპორტულ პრესაში გავრცელებული ცნობით, ამიერიდან "კატანიას" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე იქნება

საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა გუშინ იტალიურ სპორტულ პრესაში, რომლის მიხედვითაც ამიერიდან "კატანიას" მთავარი მწვრთნელი დიეგო სიმეონე იქნება. დიახ, სიცილიური კლუბის მესვეურებმა მარკო ჯამპაოლო თანამდებობიდან გაათავისუფლეს და მის ნაცვლად გუნდის მთავარ მწვრთნელად არგენტინელი სპეციალისტი დანიშნეს. შეგახსენებთ, რომ სიმეონე წლების განმავლობაში ასპარეზობდა სერია A-ში და აპენინის ნახევარკუნძულზე დიდი ავტორიტეტითაც სარგებლობს. ერთი ხანობა მოკრძალებულ "პიზაში" თამაშობდა, შემდეგ კი "ლაციოსა" და "ინტერში" გაითქვა სახელი.

კარიერის დასრულების შემდეგ, სამწვრთნელო საქმიანობას მიჰყო ხელი და პირველი გამოცდილება სამშობლოში მიიღო. აქამდე ოთხ გუნდს ედგა სათავეში: "რასინგს", "ესტუდიანტესს", "რივერ პლეიტს" და "სან ლორენსოს". არგენტინაში საკმაოდ ნაყოფიერად იმუშავა და ნათელი იყო, რომ ადრე თუ გვიან ევროპაში გააგრძელებდა სამწვრთნელო საქმიანობას. მარკო ჯამპაოლოს თავკაცობით "კატანიამ" ბოლო შვიდი თამაშიდან ვერც ერთი ვერ მოიგო და რადგან, სიცილიელებს სიმეონესთან შეთანხმება ჰქონდათ მიღწეული - საკითხი ძალიან მალე, ერთ დღეში გადაწყდა. ჯერჯერობით არ ხმაურდება ხელშეკრულების დეტალები, თუმცა გამოჟონილი ინფორმაციის თანახმად, საუბარია წელიწადნახევრიან თანამშრომლობაზე. ანუ, კონტრაქტს მომდევნო სეზონის ბოლომდე ექნება ვადა და თუ ამ პერიოდით მხარეები კმაყოფილნი დარჩნენ, ხელშეკრულება გაგრძელდება.

აქვე ვთქვათ იმის შესახებ, რომ "კატანია" ყველაზე არგენტინული გუნდია იტალიაში. ძირითად შემადგენლობაში ხშირად 7-8 არგენტინელ ფეხბურთელს უწევს ასპარეზობა, რასაც მთავარი მწვრთნელიც დაემატება. სიმეონემ სწორედ ამაზე გაამახვილა ყურადღება: "სიმართლე გითხრათ, ევროპაში ჩამოსვლას არ ვჩქარობდი, მაგრამ "კატანიაში" იმდენი არგენტინელი ფეხბურთელი ირიცხება, რომ თავს ისე ვიგრძნობ, როგორც სამშობლოში. ამასთან, იტალიაში წლების განმავლობაში ვთამაშობდი და ეს გარემო ჩემთვის ისედაც არ არის უცხო. კლუბის მესვეურებმა ნდობა გამომიცხადეს და შევეცდები, რომ მათი იმედები ბოლომდე გავამართლო. ვიცი, რომ კატანიაში ძალიან უყვართ ფეხბურთი და გუნდს მთელი ქალაქი გულშემატკივრობს. ამას ჩემთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან ფეხბურთელმა პირველ რიგში ქომაგისთვის უნდა ითამაშოს. ჩემი საფეხბურთო ფილოსოფია? - მოდით ასეთ თემებზე მოგვიანებით ვისაუბროთ, საამისო დრო ნამდვილად გვექნება"

46 წლის ასაკში ლეგენდარული რონალდინიო მოედანს უბრუნდება და ხვალ ძირითად შემადგენლობაში იქნება
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა