ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სკუდეტო? - რატომაც არა

სკუდეტო? - რატომაც არა

სამუელ ეტოო ბოლო დღეებში განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს. ბრწყინვალე ფორმაშია და "ინტერის" წარმატებებში ლომის წილი მიუძღვის...

სამუელ ეტოო არასდროს ყოფილა ჩრდილში, მაგრამ ბოლო დღეებში განსაკუთრებული ყურადღებით სარგებლობს. კამერუნელი ბრწყინვალე ფორმაშია და "ინტერის" წარმატებებში ლომის წილი მიუძღვის. ბოლო ორ პაექრობაში სულაც დუბლის ავტორად მოგვევლინა და თანაც, ერთმანეთზე უკეთესი გოლები გაიტანა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ სეზონის პირველი ეტაპისგან განსხვავებით, დიეგო მილიტომაც აუწყო ფეხი - შეგვიძლია თამამად ვთქვათ, "ნერაძურის" გულშემატკივრებს საზეიმოდ აქვთ საქმე. ეტოო მართლაც გამორჩეულია და რა გასაკვირია, რომ ბომბარდირთა დავაშიც ჩაბმული გახლავთ. კამერუნელს იტალიელი ჟურნალისტი გაესაუბრა და არაერთ საინტერესო საკითხზე ჩამოუგდო სიტყვა:

"სკუდეტო? - რატომაც არა, "მილანთან" ჩამორჩენა არც ისე დიდია, რომ ჩემპიონობაზე აღარ ვიფიქროთ. თუ გადადებული ორივე თამაში მოვიგეთ, ლიდერს ერთი ფეხის ნაბიჯზე მივუახლოვდებით, შემდეგ კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს. საერთოდ, ბუნებით ოპტიმისტი ვარ და გაცილებით რთულ ვითარებაშიც კი იმედის დაკარგვა არ მჩვევია. მთავარია, რომ ისევე გავაგრძელოთ ასპარეზობა, როგორც ბოლო მატჩებში და ყველაფერი კარგად იქნება. როგორც ხედავთ, "მილანი" დაუმარცხებელი გუნდის შთაბეჭდილებას არ ტოვებს, რაც ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს. თუმცა, არ ვარ იმის მომხრე, რომ სხვა გუნდების თამაში გავარჩიოთ და მათი წაფორხილების მოლოდინში ვიყოთ - ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ და თითოეულ პაექრობაში მაქსიმალური მიზნისთვის ვიბრძოლოთ".

ძალიან ბევრი იწერება იმის შესახებ, რომ "ინტერის" ასეთი აღმასვლა ლეონარდოს დამსახურებაა. ამაზე ეტოოს შემდეგი პოზიცია აქვს: "რაფაელ ბენიტესს არაერთი პრობლემა შეექმნა და ესეც უნდა გავითვალისწინოთ. ფეხბურთელთა უმეტესობა ტრავმირებული იყო, ჯანმრთელები კი იდეალური ფორმისგან შორს გახლდნენ. ამიტომ, სეზონის პირველი ნახევრის არც თუ წარმატებულად ჩატარებაში მხოლოდ ესპანელი მწვრთნელის დადანაშაულება არა მგონია, რომ სწორი იყოს. ჩვენც უნდა გავიზიაროთ პასუხისმგებლობა და შევეცადოთ, დაკარგული მომდევნო პაექრობებში ავინაზღაუროთ. თუმცა, ლეონარდოს მიმართ გამოთქმულ საქებარ სიტყვებს, რომელიც ბოლო დროს უხვად ისმის, მეც დიდი სიამოვნებით ვუერთდები. ბრაზილიელმა თითოეულ ფეხბურთელთან გამონახა საერთო ენა და პირველ რიგში, საბრძოლო სულისკვეთება აამაღლა. აქედან დაიწყო პროგრესი, რომელიც დღემდე გრძელდება".

ჟურნალისტმა ეტოოს ერთი მეტად საინტერესო კითხვა დაუსვა - სურს თუ არა კარიერის "ინტერში" დასრულება და რას გააკეთებს ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდების შემდეგ... აქვე პასუხი: "ამ საკითხზე არაერთხელ მიფიქრია და სიმართლე გითხრათ, კარიერის "ინტერში" დასრულება არ მსურს. მილანურ გრანდში მწვრთნელის რანგში დავბრუნდები, ეს ჩემი მიზანია და იმედია, ოდესმე ავისრულებ. რაც შეეხება კარიერის ბოლო გუნდს - მინდა, რომ უკანასკნელი სეზონი "მალიორკაში" გავატარო. ამ გუნდმა მომცა ყველაფერი ის, რაც დღეს მაქვს და რომ არა "მალიორკა", ერთი საშუალო დონის ფეხბურთელი ვიქნებოდი. ამიტომ, ესპანეთში დაბრუნებით მინდა ამ გუნდს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა. თუმცა, იქამდე ჯერ კიდევ დროა და ამ ეტაპზე, "ინტერიდან" წასვლას ნამდვილად არ ვაპირებ".

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მხოლოდ მესამე მწვრთნელი ისტორიაში - ამორიმი "მილანთან" ერთად წაუგებელია

ლაუტარო მარტინესი "ინტერს" ერთ თვეზე მეტხანს ვერ დაეხმარება

17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო

ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა

Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა

გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა

აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო

VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები

ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში

უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"

"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"

დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს

მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის

პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში

[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო

როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას

Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ

ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა

ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...