ფრუმს დოპინგს აბრალებენ
ტურ დე ფრანსის მე-12 ეტაპზე ველომრბოლებს ურთულესი გამოცდა ელოდათ. გარდა იმისა, რომ მათ ფინიშზე უმაღლესი კატეგორიის მთა - პლატო დე ბეი უნდა დაეძლიათ, გუშინდელ რბოლას თან ახლდა სიცხე, შემდეგ წვიმა და ბოლოს სეტყვა.

პლატო დე ბეის მწვერვალი ძალიან იშვიათად ხვდება ფრანგული ველომარათონის კალენდარში. ასეთი ხუთი შემთხვევა ყოფილა და მხოლოდ ერთხელ ვერ შეძლო ეტაპის გამარჯვებულმა გენერალურ კლასიფიკაციაში მოგება. მარკო პანტანი, ლენს არმსტრონგი (ორჯერ) და ალბერტო კონტადორი იყვნენ ამ მთაზე გამარჯვებულები, ბოლო ტრიუმფატორი კი 2011 წელს ბელგიელი იელე ვანენდერტი გახდა.

თუ ისტორიას გადავხედავთ, წესით ადრეულ კილომეტრებზე გაქცეულებს მოგების შანსი არ ჰქონდათ - არასოდეს ყოფილა ისეთი შემთხვევა, რომ პელოტონიდან გაქცეულს მოეგოს პლატო დე ბეის ეტაპი. ვარაუდობდნენ, რომ ძირითადი ჯგუფი დაწინაურებულებს ზედიზედ მეორე ეტაპზე მოგების საშუალებას არ მისცემდა, მაგრამ Sky-მ, რომელიც კარნახობდა პელოტონს ტემპს, გაქცეულებს ბოლო აღმართის დასაწყისში 11-წუთიანი უპირატესობის მოპოვების საშუალება მისცა. ეს მარაგი სავსებით საკმარისი აღმოჩნდა მოგებისთვის.

თავდაპირველად, გაქცეულებს შორის იყო 22 ველომრბოლი - "კატიუშას" კაპიტანი როდრიგესი, "ასტანას" ახალი ლიდერი ფულსანგი, შავანელი, ბარდე, კვიატკოვსკი, ისაგირე... საკმაოდ ძლიერი ჯგუფი შეიკრიბა. ტურის ლიდერისთვის კრისტოფერ ფრუმისთვის ყველაზე საშიში მეტოქე ფულსანგი იყო (19-წუთიანი დაშორება გენერალურ კლასიფიკაციაში).

ლიდერთა ჯგუფში მთავარი მოქმედი პირი იყო კვიატკოვსკი. მსოფლიოს 25 წლის ჩემპიონი ბელგიელ ზეპ ვანმარკთან წყვილში პლატო დე ბეისთან როდრიგესისა და ფულსანგის ჯგუფზე თითქმის ორწუთიანი უპირატესობით მივიდა. ძალიან მალე, პოლონელმა ბელგიელი ჩამოიცილა, ხოლო მეორე ჯგუფში როდრიგესის შეტევას მხოლოდ ფულსანგი და ბარდე აყვნენ.

ფინიშამდე რვა კილომეტრით ადრე, როდრიგესმა მოიშორა დანიელი და ფრანგი და ძალიან მალე დაეწია კვიატკოვსკის. პოლონელმა ვერაფერი მოუხერხა ესპანელს - "კატიუშას" ლიდერი დამაჯერებლად მიდიოდა კარიერაში მესამე ეტაპის მოგებისკენ.

კრიფ ფრუმის ჯგუფში მორიგეობით ამოწმებდნენ კონკურენტების მზადყოფნას კონტადორი, ნიბალი, ვალვერდე, კინტანა. ერთხელ ფრუმმაც შეუტია, მაგრამ იერიშები სიმძლავრით არ გამოირჩეოდა.

ისევე, როგორც ერთი დღით ადრე, ახლაც მოახერხა გაქცევა ვალვერდემ და რამდენიმე წამი მოიგო. წინა დღეებისგან განსხვავებით, ღირსეულად გამოიყურებოდა ნიბალი, ყველა შეტევას პასუხობდა კონტადორი - ბრძოლა პოდიუმისთვის გრძელდება, თუმცა ფრუმის პოზიციებზე იერიშის მიტანა დღეს არავის შეუძლია.

XII ეტაპი

ლანემეზანი-პლატო დე ბეი. 195 კმ

1. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - 5.40,14; 2. იაკობ ფულსანგი (დან, "ასტანა") - +1,12; 3. რომენ ბარდე (საფ, AG2R) - +1,49; 4. გორკა ისაგირე (ესპ, Movistar) - +4,34; 5. ლუის მეინტიესი (ს. აფრ, MTN Qhubeka) - +4,38; 6. იან ბარტა (ჩეხ, Bora - Argon 18) - +5,47... 96,46; 10. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - +6,47; 11. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - იგივე დრო... 13. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ, BMC) - იგივე დრო; 14. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - იგივე დრო... 16. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - იგივე დრო; 17. ჯერეინტ ტომასი (ბრიტ, Sky) - იგივე დრო; 18. რობერტ გესინკი (ჰოლ, Lotto NL-Jumbo) - +7,44; 19. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტ, Sky) - 46.50,32; 2. ტიჯეი ვან გარდერენი (აშშ, BMC) - +2,52; 3. ნაირო კინტანა (კოლ, Movistar) - +3,09; 4. ალეხანდრო ვალვერდე (ესპ, Movistar) - +3,58; 5. ჯერეინტ ტომასი (ბრიტ, Sky) - +4,03; 6. ალბერტო კონტადორი (ესპ, Tinkoff-Saxo) - +4,04; 7. რობერტ გესინკი (ჰოლ, Lotto NL-Jumbo) - +5,32; 8. ტონი გალოპენი (საფ, Lotto-Soudal) - +7,32; 9. ვინჩენცო ნიბალი (იტა, "ასტანა") - +7,47; 10. ბაუკე მოლემა (ჰოლ, Trek) - +8,02; 19. ხოაკიმ როდრიგესი (ესპ, "კატიუშა") - +13,45...

ფრუმს დოპინგს აბრალებენ

წლევანდელ ტურ დე ფრანსზე კრისტოფერ ფრუმის დომინირებამ ბევრს გაუჩინა ეჭვი იმის შესახებ, რომ ბრიტანული ველოსაჯინიბო Sky-ის ლიდერი წარმატებას დოპინგის გამოყენებით აღწევს.

ორი დღის წინ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა 2013 წელს, ტურ დე ფრანსის გენერალური კლასიფიკაციის ლიდერის გამოსვლის დეტალები უმაღლესი კატეგორიის მთაზე - მონ-ვენტუზე. კერძოდ, განხილული იყო სატერფულების ტრიალის სიმძლავრე და პულსი. ექსპერტთა უმრავლესობის აზრით, ბრიტანელი მრბოლელის მაჩვენებლები აღემატება ადამიანურ შესაძლებლობებს და შესაბამისად, არსებობს მინიშნება ფრუმის მხრიდან აკრძალული პრეპარატების გამოყენების შესახებ.

ბრიტანელის ველომრბოლის მიმართ კრიტიკის ეს ახალი ტალღა წლევანდელი ტურ დე ფრანსის მეათე ეტაპზე ეპიკური გამარჯვების შემდეგ აგორდა, როცა ფრუმმა სასტიკად დაამარცხა თავისი კონკურენტები.

Cyclingnews-ის ინფორმაციით, მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ აიძულა ბრიტანელი ასეთი გადაწყვეტილება მიეღო: ტურ დე ფრანსის დასრულების შემდეგ გაიაროს დამოუკიდებელი ფიზიოლოგიური ტესტირება, რომლის შედეგებსაც მრბოლელი თავად გამოაქვეყნებს. და ამით ყველას დაუმტკიცებს, რომ მას შეუძლია დაუჯერებელი შედეგების მიღწევა ნორმალურ პირობებში.

კრისტოფერ ფრუმის მისამართით აგორებულ კამპანიას გამოეხმაურა სამუდამოდ დისკვალიფიცირებული ამერიკელი ლენს არმსტრონგი.

"ვიცი, რასაც გრძნობს კრისი. დიდწილად ჩემი ბრალიცაა ის, რომ ფრუმს ტურ დე ფრანსის შუაში ასეთ თემებთან უწევს შეხება. იმედგაცრუებული ვარ იმის გამო, რომ 2015 წლის ტურ დე ფრანსის ლიდერს აიძულებენ იფიქროს იმაზე, თუ როგორ იგებდნენ რბოლებს 10-15 წლის წინ", - ამბობს სკანდალური ამერიკელი Sky Sports-თან ინტერვიუში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა