ქუთაისის "ტორპედოს" ახალ ლოგოსა და სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსი დასრულდა
ქუთაისის "ტორპედოს" ახალ ლოგოსა და სათამაშო ფორმასთან დაკავშირებით გამოცხადებული კონკურსი დასრულდა.

გუშინ, 16 ივლისს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე საგანგებოდ შექმნილი კომისიის სხდომა ჩატარდა და კონკურსის თითოეულ ნომინაციაში საუკეთესო ვარიანტები გამოვლინდა.

ამ საკითხმა იმხელა ვნებათაღელვა გამოიწვია, საგანგებო კომისიაც კი ჩამოყალიბდა, რომლის წევრები იყვნენ კლუბის წარმომადგენლები - ზურაბ ჩაკვეტაძე, რამაზ ჩხიკვაძე, შალვა ასათიანი, მურად ქუთათელაძე, გიორგი დარასელია, დავით ჭეიშვილი და ნინო ქუთათელაძე.

ქუთაისის მერიის მხრიდან იყვნენ მერის პირველი მოადგილე ნოდარ მიქიაშვილი და მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვაჟა ჯუღელი. კომისიაში მიწვეულები იყვნენ იმერეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ვალერი მანაგაძე, პროფესორი რობერტ გოლეთიანი და "ტორპედოს" გულშემატკივრები - ლევან დანელია და ირაკლი ჭურაძე.

სხდომას "ტორპედოს" აღმასრულებელი დირექტორი ზურაბ ჩაკვეტაძე თავმჯდომარეობდა და კომისიის წევრებს გააცნო კონკურსის პირობები, რომლის მიხედვითაც, ესკიზები უნდა შექმნილიყო ქუთაისის დროშის ფერების შესაბამისად - ლურჯ, მწვანე და ოქროს ფერებში.

კომისიის სამსჯავროზე გამოიტანეს ლოგოს 16 და ფორმის 6 ვარიანტი. საუკეთესო ფარული კენჭისყრით გამოვლინდა.

კომისიის წევრებმა, ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით, გამარჯვებულად სოსო ბაბუნაშვილის მიერ წარმოდგენილი ლოგოს და მაისურის ვარიანტები გამოაცხადეს. მასვე გამარჯვებულისთვის გათვალისწინებული საპრიზო თანხა - 300 ლარი (ლოგოსა და მაისურზე ცალ-ცალკე 150 ლარი იყო პრემია) გადაეცა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ემზარი
მეც ვეთენხმები სიტყვა ტორპედოს გადათარგმნას რა თქმა უნდა მიუღებელია ტორპედოს უცხოური ფორმა ყველა ღირსეული ერი ასე მოიქცეოდა დინამოს სახელთან არის დაკავშირებული ჩვენი დიდი გამარჯვება მაგრამ მაშინ სხვა დროში და სხვა ქვეყანაში ვცხოვრობდით ამიტომ დინამოს სახელის შეცვლასაც ან თუ შეიძლება გადათარგმნას ვემხრობი უნდა განვითარდეთ ეროვნულობა კი არ უნდა დავკარგოთ
Tamazi
vaxvax იქნება დაწეროთ როგორ ითარგმნება "ტორპედო' ქართულად
vaxvax
ტორპედო გადათარგმნეთ ქართულად და ისე დააწერეთ.ნუ იგნორირებთ ქართულს.ფორმა კარგია,ლოგო ანტიქართული
miriani
მომრგვალებული ზოლი არ მომეწონა ფორმაზე
KOZA
დიდი T რა უბედურებაა ან ეს ტორპედო სახელი რო შეეცვალათ ჯობდა :D:D:D
irakli apkhaidze
:)))) კირილიცა მერე ლათინურია აბა რა არი? სახელი ჰქვია კირილიცა და დამატებული აქვს ,,მიაჰკი და ტვიორდი ზნაკები" და ეგაა. და ეგეც ბულგარეთშია მოგონილი. 111-ს 14 დამწერლობაა მხოლოდ მსოფლიოში ცნობისათვის.
svani_7
რუსებს არ აქვთ თავისი დამწერლობა, მათი დამწერლობა არის ლათინური ასოები როგორც ინგლისური ))) საიდან მოიტანეთ თავისი დამწერლობა რომ აქვთ :D :D
111
რუსებს ნამდვილად აქვთ დამწერლობა და თუ არ ვცდები კირილიცა ჰქვია, რომელიც ლათინურისგან განსხვავებულია.
zviadi
სახელი არსად დაგეკარგოთ... ვერძი, ჯვარი და ტორპედო... რა სიმბოლიზმია...
ქუთაისელი
კარგია! ყველას მოსაწონი ვერ იქნება, მაგრამ რაც აირჩა ყველამ პატივი უნდა ვცეთ.
irakli apkhaidze
ლათინურია ლათინური, რა შუაშია რუსული გავლენა? რუსებს არ აქვთ საკუთარი დამწერლობა და ლათინურით სარგებლობენ :))
anti
რუსული ტ ჩემი აზრით არ იყო აუცილებელი. ქართულადაც შეიძლებოდა და რატომ რუსული როცა ქართული ენა გვაქვს? რუსეტის გავლენა მაინც გვაქვს შემორჩენილი
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"
"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?
[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა
გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის
მიქაუტაძის "ვილიარეალმა" კანადის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ქუთაისის "ტორპედო" საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს იმატებს
"ტორპედომ" კიევის "დინამოს" აღზრდილი ფეხბურთელი დაიმატა