"ჯენოას" მიმართ ჩვენი ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამ გუნდის მაისური ქართველმა მცველმა, კახა კალაძემ მოირგო

"ჯენოას" მიმართ ჩვენი ინტერესი მას შემდეგ გაიზარდა, რაც ამ გუნდის მაისური ქართველმა მცველმა, კახა კალაძემ მოირგო. ტრადიციულად, გენუური კლუბის მესვეურები აქტიურნი არიან სატრანსფერო ბაზარზე და ასეა ამ ზამთარსაც. თუმცა, თუ გასულ ზაფხულს "ჯენოამ" ძირითადად შენაძენები გააკეთა, ამჯერად ყველაფერი პირიქით მოხდა და გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა. მაგალითისთვის ანდრეა რანოკიას "ინტერში" და ლუკა ტონის "იუვენტუსში" გადასვლა შეგვიძლია მოვიყვანოთ. პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია, რომ "ჯენოას' კიდევ ერთი თავდამსხმელი, ჯუზეპე სკული დატოვებს და "ლაციოს" შეუერთდება. საუბარია იმაზეც, რომ დომენიკო კრიშიტო "მილანში" გააგრძელებს ასპარეზობას. ამის შესახებ თვით ადრიანო გალიანიმ გააკეთა განცხადება და დასძინა, შეთანხმებამდე ძალიან ცოტა გვიკლიაო. არადა, "ჯენოა" ისედაც ვერ აჩვენებს მაღალი ხარისხის ფეხბურთს და წამყვან ფეხბურთელებთან განშორების შემდეგ, ვითარება წესით კიდევ უფრო უნდა დამძიმდეს. სწორედ ამას უფრთხიან გუნდის გულშემატკივრები და პროტესტს ღიად გამოთქვამენ. "უდინეზესთან" საკუთარ მოედანზე წაგებული მატჩის შემდეგ, ტიფოზთა რადიკალურად განწყობილი ჯგუფი კლუბის პრეზიდენტის, ენრიკო პრეციოზის შვილს მიეჭრა და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. იყო მუქარაც, რომ თუ ვითარება უახლოეს მომავალში არ გამოსწორდება, მას და მამამისს ფიზიკურად გაუსწორდებიან. ამ ყველაფერმა ენრიკო პრეციოზი წყობიდან გამოიყვანა და პრესასთან შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ეს უკვე ყველანაირ ზღვარს სცილდება და ნამდვილად ვერ მოვითმენ. არავის აქვს იმის უფლება, რომ ჩემს შვილს შეურაცხყოფა მიაყენოს და დაემუქროს. კარგად ვიცი, რომ გუნდის საქმეები ცუდად მიდის და ჩავარდნა გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს დავერიოთ. დიდი სურვილი მაქვს, რომ ვითარება მალე გამოვასწოროთ და საამისოდ ძალისხმევას არ ვიშურებთ. თუმცა, თუ გულშემატკივრებმა ასე გააგრძელეს, იძულებული გავხდები კლუბი გავყიდო. არა მგონია, რომ ჩემს გარეშე "ჯენოას" უკეთესი დროება დაუდგეს და არ მესმის, რატომ იქცევიან ასე ტიფოზები. იმედია, საქმე იქამდე არ მივა, რომ კლუბის გაყიდვის შესახებ ოფიციალური განცხადება გავაკეთო".

გუშინ გვიან საღამოს, "ჯენოასთან" დაკავშირებით ერთი მეტად საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ამ გუნდის ღირსებას როგორც მინიმუმ სეზონის ბოლომდე ანტონიო ფლორო ფლორესი დაიცავს. დიახ, ფეხბურთელი, რომელიც ორიოდე დღის წინ ჟურნალისტებმა "იუვენტუსში" გადაიყვანეს, "ჯენოაში" აღმოჩნდა. თურმე, ფლორო ფლორესი მართლაც ძალიან ახლოს იყო ტურინში გადაბარგერბასთან, მაგრამ ბოლო მომენტში ტრანსფერი ლუიჯი დელ ნერიმ ჩაშალა. "ბიანკონერის" მთავარი მწვრთნელი არ კარგავს იმედს, რომ ლუიშ ფაბიანოსთან მუშაობის საშუალება მიეცემა, ფლორო ფლორესი კი მის გეგმებში უბრალოდ არ შედის. შედეგად, ანტონიო "ჯენოაში" აღმოჩნდა და იჯარის წესით, სეზონის ბოლომდე სწორედ ამ გუნდში იასპარეზებს. საარენდო ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომლის მიხედვითაც სეზონის ბოლოს გენუელებს ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება ექნებათ - სატრანსფერო ფასი აქედანვე განსაზღვრულია და 8.5 მილიონ ევროს შეადგენს.

"იუვენტუსს" ახალი მეკარე სჭირდება - გრაბარამ სერიოზული ტრავმა მიიღო
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
უკრაინელებს საქართველოსთან მატჩში შესაძლოა, მუდრიკთან ერთად დოვბიკიც ვერ დაეხმაროს
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
ესპანეთმა ისევ გაიმარჯვა, ინგლისმა ხორვატია არ დაინდო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"