იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპის თამაშები საინტერესოდ მიმდინარეობს და გამონაკლისი არც "სან პაოლოზე" გამართული შეხვედრა გამოდგა...

იტალიის თასის მერვედფინალური ეტაპის თამაშები საინტერესოდ მიმდინარეობს და გამონაკლისი არც "სან პაოლოზე" გამართული შეხვედრა გამოდგა. "ნაპოლიმ" საკუთარ მოედანზე "ბოლონია მიიღო და მინიმალური ანგარიშით მოპოვებული გამარჯვებით შემდგომ ეტაპზე გააღწია. გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ორივე გუნდი გადახალისებული შემადგენლობით გავიდა მოედანზე. ნეაპოლელთა შორის ძირიდში ვერ ვიხილოთ გუნდის მთავარი დამრტყმელი ძალა ედისონ კავანი - თუმცა, სასტარტოში იყვნენ ეზეკილ ლავეცი და მარეკ ჰამიშიკი. ამ უკანაკნელმა სერია A-ს ბოლო ტურის პაექრობა გამოტოვა, დასვენებული იყო და მწვრთნელმაც აღარ დაზოგა. "ბოლონიელთა" რიგებში მარკო დი ვაიო არ გამოჩენილა, რომელიც გუნდის უდავო ლიდერია.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და შედეგიც ლოგიკური მივიღეთ. ნეაპოლელებმა პირველივე ტაიმში გაიტანეს ორი გოლი და სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს. ორივე გოლი მეტად ეფექტური გამოვიდა - პირველ შემთხვევაში იებდა გამორჩა, ვისი თავური დარტყმის შემდეგაც ბურთი მეტოქის კარის ცხრიანში გაეხვა. რაც შეეხება ლავეცის მიერ ტაიმის შუაწელს გატანილ გოლს, მრავალსვლიან კომბინაციას მოჰყვა, რომელიც არგენტინელმა შემტევმა უზადო დარტყმით დააგვირგვინა. პირველ ტაიმში მასპინძლებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ მეტოქის კარის აღება, მაგრამ დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ. მეორე ნახევარში ნეაპოლელებს თავი აღარ მოუკლავთ, სტუმრებმა კი მხოლოდ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხეს - თერთმეტმეტრიანი დარტყმით თავი მეჯორინიმ გამოიჩინა. ნამატჩევს, ნეაპოლელთა თავკაცი ვალტერ მაძარი გულშემატკივრებს ემადლიერებოდა:

"პირველ რიგში, მინდა ქომაგებს ვუთხრა მადლობა, რომლებიც ყველა შეხვედრაში მხურვალედ გვგულშემატკივრობენ. სეზონი გრძელი და რთულია, ამიტომ, რამდენიმე ფეხბურთელს დასვენების საშუალება მივეცი. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის იტალიის თასი ნაკლებად პრესტიჟული ტურნირია. ყველა გათამაშებაში მაქსიმალური მიზნისთვის ვიბრძვით და თავს არ ვზოგავთ. სტადიონი თითქმის პირთამდე გაივსო და არც გვქონდა იმის უფლება, რომ ამ მატჩის შედეგი არაფრად ჩაგვეგდო".

"ნაპოლი" ყველა ფრონტზე წარმატებით ასპარეზობს: ევროპის ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დაძლია, იტალიის თასზე მეოთხედფინალში გავიდა, სერია A-ს სატურნირო ცხრილში კი მეორე ადგილი უკავია. აქვე ვთქვათ, რომ თასის მეოთხედფინალში "ნაპოლი" "ინტერს" დაუპირისპირდება.

ნაპოლი-ბოლონია 2:1

ნაპოლი (3-4-2-1): იეცო - სანტაკროჩე, კრიბარი, არონიკა - ცუნიგა, ბლაზი, იებდა, ვიტალე (75. მაჯო) - ჰამშიკი, სოსა (66. კავანი) - ლავეცი (86. ლუკარელი).

ბოლონია (4-3-1-2): ლუპატელი - ესპოზიტო, პორტანოვა, ჩერუბინი, ხუან კრუსი - კრხინი, რადოვანოვიჩი (83. მუტარელი), ბუშე - კაზარინი - ხიმენესი (77. გავილანი), მეჯორინი (71. პიზანო).

გოლები: 1:0 იებდა (9), 2:0 ლავეცი (23), 2:1 მეჯორინი (56-პენ.).

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა
"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს