<p>მათიას ზამერი "ჰამბურგის" სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნება. საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ...</p><p><br> მათიას ზამერი "ჰამბურგის" სპორტული დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნება. საიდუმლოს აღარავისთვის წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჩრდილოგერმანული კლუბის ხელმძღვანელებს ამჟამად გერმანიის საფეხბურთო კავშირის სპორტული დირექტორის თანამდებობაზე მომუშავე ზამერის გადაბირება სურთ. `კიკერი~ იუწყება, რომ `ჰამბურგის~ ხელმძღვანელები ზამერს ყველაფერზე შეუთანხმდნენ და ახლა მთავარი ისაა, რომ მათიასმა საფეხბურთო კავშირისგან გათავისუფლების ფურცელი მიიღოს. ჩრდილოელები 90-იანი წლების ლეგენდარულ ფეხბურთელს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზეც განიხილავდნენ, მაგრამ როგორც გაირკვა, მწვრთნელის თანამდებობაზე მუშაობა თვითონ მათიასმა იუარა.</p><p>ერთი სიტყვით, ზამერი `ჰამბურგთან~ ყველაფერზე შეთანხმებულია და უახლოეს დღეებში გერმანიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ თეო ცვანციგერს უნდა დაელაპარაკოს და ჩრდილოგერმანულ კლუბში გადასვლის უფლება მიიღოს. ცვანციგერმა ამას წინათ თქვა, მათიასის დათმობა არ გვინდა, მაგრამ თუ წასვლას გადაწყვეტს, ხელს ნამდვილად ვერ შევუშლით და იმედი მაქვს, `ჰამბურგი~ ისეთ პირობებს შესთავაზებს, რომ მათიასს იქ გადასვლა უღირდესო. გაირკვა ისიც, რომ ჰამბურგელები ამჟამინდელი სპორტული დირექტორის, ბასტიან რაინჰარდტის გაშვებას არ აპირებენ. HSV-ს ყოფილი ფეხბურთელი სხვა, შედარებით დაბალი რანგის თანამდებობას დაიკავებს. თუ რა პოსტზე იმუშავებს რაინჰარდტი, ამას უკვე ახალი სპორტული დირექტორი გადაწყვეტს, რომელიც უკვე ცხადია, რომ მათიას ზამერი იქნება.</p>
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!
სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა