აი, ვინ დაბრუნდა ფეხბურთში: "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა ერიკ კანტონა. განა ვინმე წარმოიდგენდა, რომ ფრანგი ვარსკვლავი ნიუ იუორკის "კოსმოსის" საფეხბურთო დირექტორი გახდებოდა. კანტონამ თქვა...

აი, ვინ დაბრუნდა ფეხბურთში: "მანჩესტერ იუნაიტედის" ლეგენდა ერიკ კანტონა. განა ვინმე წარმოიდგენდა, რომ ფრანგი ვარსკვლავი ნიუ იუორკის "კოსმოსის" საფეხბურთო დირექტორი გახდებოდა. კანტონამ თქვა:

`ნიუ იორკის ლეგენდარულ გუნდში მუშაობა ჩემთვის დიდი პატივია. ეს ძალიან დიდი და შესანიშნავი პროეტია. `კოსმოსი~ საუცხოო წარმონაქმნია, რომელსაც დიდი წარსული ჰქონდა. ის ფეხბურთისა და ხელოვნების საინტერესო ნაზავს წარმოადგენს~.

კანტონა აპირებს ამერიკის ხუთგზის ჩემპიონს ძველი დიდების დღეები დაუბრუნოს და იგი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს კლუბად აქციოს. მან განაგრძო:

`მე ყველა ღონეს ვიზამ, რათა კლუბი რაც შეიძლება გაძლიერდეს. უპირველეს ყოვლისა შევეცდები ის ამერიკის ჩემპიონი გავხადო, შემდეგ კი მსოფლიოში უძლიერეს კლუბად გახდომაზეც დავიწყებთ ზრუნვას~.

კანტონა საზოგადოებას საზეიმოდ წარუდგინა `კოსმოსის~ თავმჯდომარემ პოლ კიმსლიმ რომელიც თავის დროზე `ტოტენჰემ ჰოთსპურის~ ვიცე თავმჯდომარე იყო. `კოსმოსი~ დიდ ფეხბურთში დაბრუნებას 2013 წელს ვარაუდობს. კიმსლიმ თქვა:

`სამი წლის წინ, როდესაც ნიუ იორკის `კოსმოსის~ აღდგენისა და აღორძინების იდეა გამიჩნდა ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ სამუშაოდ ისეთ ლეგენდარულ ადამიანს მოვიწვევდი როგორიც ერიკ კანტონაა. ის ჩემი კერპი იყო და მასთან თანამშრომლობა აღმაფრთოვანებს. გარდა ამისა, არის პრაქტიკული სარგებელიც: კანტონას სახელი მთელს მსოფლიოში მიიპყრობს ხალხის ყურადღებას და ყველას აჩვენებს, რომ `კოსმოსი~ მძლავრი კლუბია~.

კანტონას ამოცანაა კიმსლის დაეხმაროს იმ გუნდის შეკრებაში, რომელიც ორი წლის შემდეგ მოედანზე გავა.

`კოსმოსი~ 1985 წელს დაიხურა, როდესაც ჩრდილო ამერიკის ფეხბურთის ლიგამ დაასრულა თავისი არსებობა. პოლ კიმსლიმ სახელი და უფლებები 2 მილიონ დოლარად იყიდა და ვარსკვლავების შემოკრებას მიჰყო ხელი: პრეზიდენტად ამალმა მეპატრონემ პელე მიიყვანა. ტერი ბირნი, დევიდ ბექჰემის ძველი მწვრთნელი ვიცე თავმჯდომარეა, ხოლო `ლივერპულის~ ყოფილი აღმასრულებელი თავმჯდომარე რიკი პერი დირექტორი გახლავთ. ამერიკელმა ვარსკვლავმა კობი ჯონსმა `ლოს ანჯელეს გელექსიში~ მუშაობას დაანება თავი, რათა კანტონას მსგავსად სპორტული დირექტორის თანამდებობა დაეკავებინა. ამბობენ, რომ მალე დევიდ ბექჰემიც ნიუ იორკის გზას გაუდგება.

35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEO] გულიაშვილის დუბლს პიკეს გუნდმა ექვსი გოლით უპასუხა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა