"ბაიერნის" ხელმძღვანელები და მწვრთნელები გუშინ მიროსლავ კლოზესა და მარკ ვან ბომელის თაობაზე კონკრეტულ დასკვნამდე მივიდნენ...

"მიუნხენერ თაგესცაითუნგის" ცნობით, "ბაიერნის" ხელმძღვანელებმა და მწვრთნელებმა გუშინ ბევრი იმსჯელეს თუ ცოტა, მიროსლავ კლოზესა და მარკ ვან ბომელის თაობაზე კონკრეტულ დასკვნამდე მივიდნენ. ზემოთ ხსენებული გამოცემის ოფიციალური ვებ-გვერდი გუშინ საღამოს იუწყებოდა, რომ `ბაიერნის~ შეფებისა და მთავარი მწვრთნელის, ლუის ვან გაალის გადაწყვეტილებით, კლოზეს რეკორდმაისტერიდან წასვლის უფლება არ აქვს, რადგან ის ვან გაალს მეორე წრეშიც ძალიან სჭირდება. ამაში გასაკვირი არაფერია, რადგან მიუნხენური კლუბის განაცხადში ახლა მხოლოდ სამი ფორვადია დარჩენილი: მარიო გომესი, კლოზე და თომას მიულერი, რომელიც არცაა ტიპური ცენტრალური თავდამსხმელი. როგორც იცით, ივიცა ოლიჩი ტრავმირებულია.

რაც შეეხება ვან ბომელს: ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, მიუნხენელთა ჰოლანდიელ კაპიტანს შეუძლია, `ბაიერნიდან~ წავიდეს. თუკი გამოჩნდება ისეთი გუნდი, რომელიც ჰოლანდიელ საყრდენში მისაღებ თანხას გადაიხდის, ბავარიელები თავის კაპიტანს უპრობლემოდ შეელევიან. თანაც, `ბაიერნი~ ვან ბომელში ბევრ ფულს არ ითხოვს.

ცნობილია, რომ რამდენიმე გერმანულ კლუბთან ერთად (ვოლფსბურგი, ჰამბურგი, შტუტგარტი), ვან ბომელის გადაბირება ინგლისურ `ლივერპულსაც~ უნდა. გერმანელ მიმომხილველებს უკვე ეჭვი აღარ ეპარებათ იმაში, რომ ვან ბომელი მერსისაიდელთა წინადადებას დათანხმდება და `ენფილდზე~ გადავა.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს