რა მიზანს ემსახურებოდა საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის ვიზიტი ისლანდიაში
საქართველოს ეროვნული ნაკრები უახლოეს ოფიციალურ შეხვედრას 4 სექტემბერს, თბილისში, შოტლანდიასთან გამართავს.

სამწუხაროდ, მანამდე ამხანაგური მატჩის ჩატარება ვერანაირად ვერ ხერხდება - აგვისტო ფიფას კალენდრით არ არის გათვალისწინებული და სპარინგ-პარტნიორის მოძიებაც, ფაქტობრივად, გამორიცხულია.

არადა, დიდი შანსი იყო, რომ საქართველოს ნაკრებს (უფრო ზუსტად, საქართველოს ჩემპიონატში მოასპარეზე ფეხბურთელებით დაკომპლექტებულ ნაკრებს) აგვისტოში ამხანაგური შეხვედრა ჩაეტარებინა აზერბაიჯანის ნაკრებთან, თუმცა ჩვენი მეზობლებისგან ამ სპარინგის თაობაზე უარი მივიღეთ.

ამის მიუხედავად, ჩვენი უპირველესი გუნდის თავკაცი კახა ცხადაძე აგვისტოში მაინც აპირებს ნაკრების იმ პოტენციურ კანდიდატთა შეკრებას, რომლებიც საქართველოს ჩემპიონატში ასპარეზობენ და საერთოდაც, ასეთი შეკრებები სამომავლოდაც გაგრძელდება.

ასევე გაგრძელდება ჩვენი ნაკრების მთავარი მწვრთნელის ვოიაჟები ახლო თუ შორეულ უცხოეთში მოასპარეზე ქართველ ლეგიონერთა საქმეში სანახავად. თანაც, ამ შემთხვევაში ლაპარაკია იმ ფეხბურთელებზე, ნაკრებში გარკვეული პერიოდი რომ არ გამოჩენილან, ან კიდევ, საერთოდ რომ არ უთამაშიათ.

სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა ცხადაძის ამასწინანდელი ვიზიტი... ისლანდიაში! საქმე ისაა, რომ 16 ივლისს, ევროპალიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ისლანდიური "ჰაფნარფიორდური" მასპინძლობდა აზერბაიჯანულ "ინტერს", რომლის შემადგენლობაშიც ოთხი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრების დღევანდელი თავკაცი ამა წლის მაისის ბოლომდე ზედიზედ 6 სეზონის განმავლობაში "ინტერის" მთავარი მწვრთნელი გახლდათ და წარმატებითაც მუშაობდა. ზაფხულიდან კი ამ გუნდს სათავეში ჩაუდგა ზაურ სვანაძე, რომელიც მანამდე ცხადაძის ასისტენტი იყო.

ადრეც ვწერდით, რომ ამ სატრანსფერო პერიოდში "ინტერში" სერიოზული საკადრო ცვლილებები მოხდა - გუნდიდან 18(!) ფეხბურთელი წავიდა. ანუ სვანაძე, ფაქტობრივად, ახალი გუნდით წარდგა ევროტურნირებზე და პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ალბანური "ლაჩის" ბარიერის გადალახვის შემდეგ, "ჰაფნარფიორდურს" გადაეყარა.

ჩვენდა სასიხარულოდ, "ინტერმა" სტუმრად შეძლო ისლანდიის ბოლო წლების ერთ-ერთი უძლიერესი გუნდის დამარცხება და ამაში ლომის წილი ქართველმა ახალწვეულებმაც შეიტანეს. 25 წლის ცენტრალური მცველი ლაშა კასრაძე "ინტერში" ამ ზაფხულს გადავიდა ბაქოს "აზალიდან", ხოლო 23 წლის უნივერსალმა ნიკა კვეკვესკირმა (წინა სეზონში "დილასთან" ერთად საქართველოს ჩემპიონი გახდა) ახალი გუნდის შემადგენლობაში ევროტურნირებზე მესამე მატჩი ჩაატარა და უკვე 2 გოლი გაიტანა!

თუმცა, "ჰაფნარფიორდური"-"ინტერის" მატჩის გამორჩეული ფეხბურთელი ბაქოელთა გუნდის ყველაზე ცნობადი ახალწვეული, 33 წლის ზურაბ ხიზანიშვილი გახლდათ.

შეგახსენებთ, რომ თბილისის "დინამოს", "ლოკომოტივის", "დანდის", "რეინჯერსის", "ნიუკასლის", "რედინგის", "ქაისერისა" და "სამტრედიის" გამოცდილ მცველს საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 2013 წლის 14 აგვისტოს მერე აღარ უასპარეზია. სულ კი ხიზანიშვილს ჩვენს უპირველეს გუნდში 91 მატჩი აქვს ჩატარებული და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ ორწლიანი პაუზის მერე კვლავ დაუბრუნდეს საქართველოს ნაკრებს.

აქვე, იმასაც დავძენთ, რომ ცხადაძე უახლოეს მომავალშიც გააგრძელებს საქართველოს ნაკრების პოტენციურ კანდიდატთა დასაკვირებლად სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კახი, ცოტა აზრზე მოდი და გაიხედ-გამოიხედე. წარმატებული უნდა იყო და არა უაზრო ექპერიმენტატორი.
bacho
არ გვინდა რა ეს ხიზანები და ხალიანები,რაღა დროს ხიზანაა?!...
bacho
ლელო,გამოდი ინიციატივით და რეზო არველაძის პრეზიდენტის კანდიდატობა გააპროტესტე
mamulo
მეოცნებეების მორიგი იმედგაცრუება-ცხადაძე.რაღა დროს ხიზანისჰვილია?თურმე მართალი ყოფილა ქეცბაია-"ვის ვათამაშო შემტევი ფეხბურთი,არ მყავს ფეხბურთელებიო".ასევე მოგელით კობიაშვილით იმედგაცრუებაც.მოვა დრო და ამასჰიც დარწმუნდებიტ.სანამ ქართულ ეკონომიკას საშველი არ დაადგება და ქვეყანა წელსჰი არ გაიმართება ფეხბურთს არაფერი ეშველება.ასეა ეს.
odala
იმედია ჭორია.
gio
არველაძეები ნაკრებში ////////
sg8
ვერც ცხადაძემ ხო ვერ გააკეთა ვერაფერი (ჯერჯერობით) მარა ერთადერთი ეგ მიხაროდა რო ეს და გრიგალავა მოშორდნენ ნაკრებს და აჰა დააბრუნეს ხო ხედავთ რო ვერ ქაჩავენ შეცვალეთ რა სასტავი
me
ჩივაძე არ დაავიწყდეს გაახსენეთ ვინმემ.
სირცხვილია!
რა ხიზანიშვილი საერთოდ ტვინი გააქვთ თქვეენ????????
football fan
ხოჭოლავა ნაკრებში!!!!!!!
emre
აუ მოაშორეთ რა თუ ხალხი ხართ, რაღა დროს ხიზანიშვილია მოყარა ამანაც ძმაკაცები და შვილები
ისევ ნაკრებში იქნება - კაშია ვილი სანიოლის ერთ-ერთ ასისტენტად იმუშავებს
"ჩემთვისაც არასასიამოვნო მოსასმენი იყო" - მუჯირი სანიოლის "კვარაზე" გაკეთებულ კომენტარს გამოეხმაურა
გამოირიცხა - მუდრიკი საქართველოს ნაკრებთან ვერ ითამაშებს
"ტოტენჰემთან" მატჩში გიორგი მამარდაშვილი სასტარტოშია
15-ქალა რაგბი ევროპის ალაფაზე აღზევდა
იკარდი შესაძლოა, სერია A-ს დაუბრუნდეს
"მეგონა, კარიერას "სიტიში" დავასრულებდი" - როდრი მანჩესტერული გუნდის დატოვების მიზეზზე
ოფიციალურად: კოუტინიო "სანტოსის" ფეხბურთელია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
ქართველმა მსაჯებმა უეფას წინასასეზონო შეკრებაში მიიღეს მონაწილეობა
საკალათბურთო სეზონი დუდუ დადიანის მემორიალით, რუსთავში გაიხსნება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-2 სამგურალი. "სტანდარტების" დღე უხვგოლიან იმერულ დერბიში
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
"მამარდაშვილი ძალიან კარგი მეკარეა" - ირაოლამ გაამხილა ვინ ითამაშებს "ტოტენჰემთან"
თაჩ რაგბის ტურნირი ტაბახმელაში
ეკვადორის ნაკრებს გალიარდო ჩაუდგა სათავეში
ლუის ენრიკემ ჰაკიმის ტრავმის შესახებ გააკეთა კომენტარი
"ამ სეზონში ყველაზე ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მოვიგეთ" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ბრესტთან" მატჩის შემდეგ?
"ეს ჩემთვის სიურპრიზია" - მატვეი საფონოვი
"ლივერპული" რეკორდული ტრანსფერისთვის ემზადება
"წელს "ოქროს ბურთის" მოგებას მე ვიმსახურებ" - ლამინ იამალი
"ძალიან დიდი პოტენციალი აქვს" - მოურინიო დიომანდეს თამაშით კმაყოფილია
კვეკვესკირი შესაძლოა, თავის ძველ კლუბს დაუბრუნდეს
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელად ზურაბ ხიზანიშვილი დანიშნეს
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ლუის ენრიკემ კვარაცხელია პირველად მაშინ შეამჩნია, როცა..." - ხიზანიშვილმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
GEO TEAM: ხიზანიშვილმა სანიოლის თანაშემწის პოსტი დატოვა
კანკავამ და კვეკვესკირმა ყაზახეთის ჩემპიონატი გამარჯვებით დაიწყეს
ელგუჯა ლობჯანიძე და ლაშა კასრაძე ყაზახეთის ჩემპიონატის ტურის სიმბოლურში მოხვდნენ
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ითამაშებს მუდრიკი უნგრეთთან და საქართველოსთან? - უკრაინის ნაკრების მწვრთნელმა სიტუაცია განმარტა
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
რისი გჯეროდათ? - როდის იყო, დონ კიხოტი შედეგებზე სწავლობდა?
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
ხიზანიშვილი: სანიოლი გასაძევებელი არ იყო - არ მგონია ხუთმცველიან დაცვაზე დავბრუნდეთ
ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთელის კარიერა დაასრულა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბს შეუერთდება
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ზაურ სვანაძე "გაბალასთან" მატჩზე: არ ვფიქრობ, რომ მოედანზე რაიმე არასაფეხბურთო მოხდება
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კვეკვესკირმა გოლი გაიტანა, კანკავამ კი საგოლე გადაცემა გააკეთა
გუჯა ლობჯანიძე კარიერას ყაზახეთის "ტარაზში" გააგრძელებს
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
ლაშა კასრაძე ყაზახური "ტარაზის" მოთამაშე გახდა
Geo Team: კვეკვესკირი კარიერას უნგრულ გუნდში გააგრძელებს
კარგი ამბავი - ჩაკვეტაძე ბრუნდება
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელის პოსტი ფელის ვისენტეს უკავია
თბილისის "დინამოს" ესპანელი თავკაცი: ეროვნული ლიგა ბრძოლისუნარიანი პირველობაა
თბილისის "დინამოს" მწვრთნელად ზაურ სვანაძე დანიშნეს
კვეკვესკირი: მცირეოდენ ფეხის დაცდენაზე რეაქცია უნდა გვქონდეს
"თუ საქართველოსთან არ წააგებენ, ძალიან კარგი იქნება" - უკრაინელი მწვრთნელი თანამემამულე ფეხბურთელების მდგომარეობით შეშფოთებულია
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ხიზანიშვილი: მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ კალაძე ამ დონეზე ითამაშებდა...
ელგუჯა ლობჯანიძემ "ტარაზს" გამარჯვება 90+2-ე წუთზე მოუპოვა
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
ზაურ სვანაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
ოფიციალურად - ნიკა კვეკვესკირი "ნირედჰაზაში" გადავიდა