ესპანელ ფეხბურთელს ახარებს ის, რომ ჩემპიონთა ლიგას ტელევიზორში აღარ უყურებს
ხუან მატა ამბობს, რომ მას "მანჩესტერ იუნაიტედის" სატრანსფერო აქტივობა არ აკვირვებს და წინასწარ იცოდა, რომ "წითელი ეშმაკები" მნიშვნელოვნად გაძლიერდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ თავად ესპანელი "ოლდ ტრაფორდზე" "ჩელსიდან" 2014 წლის იანვარში გადავიდა. ის სეზონი კლუბმა მე-7 ადგილზე დაასრულა, რაც "იუნაიტედის" ყველაზე ცუდი შედეგია პრემიერლიგის ისტორიაში. როგორც გახსოვთ, წინა სეზონი მანჩესტერელებმა უკვე მე-4 პოზიციაზე დაასრულეს და ჩემპიონთა ლიგას უბრუნდებიან. მათ ტიტულებისთვის ბრძოლაც აქვთ ჩაფიქრებული, ამ კლუბისთვის ორი წელი უტიტულოდ ყოფნა უკვე ბევრია.

"მათ მითხრეს, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ვიყავი და ჩემით გამორჩეული მოთამაშეების მოყვანა იწყებოდა", - აღნიშნა მატამ.

ექსვალენსიელში "მანჩესტერმა" 37,1 მილიონი გირვანქა გადაიხადა და იგი მაშინ გუნდის სარეკორდო შენაძენი გახდა. მას მერე "ოლდ ტრაფორდზე" 10 ახალი მოთამაშე მივიდა, ანხელ დი მარიას თამადობით, რომელშიც კლუბმა 59,7 მილიონი გაიღო და ახლა ისაა გუნდის უძვირფასესი შენაძენი. თუმცა არგენტინელი შესაძლოა, წავიდეს.

მომსვლელი კიდევ ბევრი იქნება, ლუი ვან გაალს ნებისმიერ შემთხვევაში ძლიერი შემადგენლობა ეყოლება. მატას კი ჯერ დევიდ მოიესთან მოუხდა მუშაობა, შემდეგ ჰოლანდიელთან საერთო ენის გამონახვა და წესით, მომავალ სეზონში პოტენციალი სრულად უნდა გამოავლინოს.

"ვიცოდი, რომ გუნდი ხმაურიან ტრანსფერებს გააკეთებდა. თუმცა გვესმის ისიც, რომ სამუშაო კიდევ ძალიან ბევრია. ყველაფერი მხოლოდ კარგი ფეხბურთელების მოყვანით არ გვარდება, მთავარი კარგად თამაში და ტიტულების მოგებაა", - თქვა მატამ.

იმ ათ ფეხბურთელში, რომლებიც მანჩესტერელთა ბანაკში მატას მერე გამოჩნდნენ, გუნდმა 222,1 მილიონი გირვანქა დახარჯა, პლუს 6 მილიონი რადამელ ფალკაოს იჯარაში.

გასული სეზონის დასრულების მერე "წითელ ეშმაკებს" მემფის დეპაი, მატეო დარმიანი, მორგან შნედერლენი და ბასტიან შვაინშტაიგერი დაემატნენ. რაც მთავარია, ახალწვეულებს კიდევ ელიან, მათ შორის, თავდამსხმელს.

გთავაზობთ მცირე ინტერვიუს ხუან მატასთან:

- მორგან შნედერლენისა და ბასტიან შვაინშტაიგერის მოსვლა ხომ არ გაშინებთ? ნახევარდაცვაში კონკურენცია კიდევ უფრო გაიზრდება...

- როდესაც ტოპ-გუნდში თამაშობ, წინასწარ იცი, რომ დიდი კონკურენცია იქნება და ბოლომდე მზად უნდა იყო. ძირითადი შემადგენლობისთვის სერიოზული ბრძოლა იქნება, მაგრამ საკუთარი თავის მჯერა. ვარჯიშებზეც ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯები. ჩვენ ყველანი უნდა დავეხმაროთ კლუბს და როდესაც "მანჩესტერ იუნაიტედისნაირ" გუნდში ხარ, ისედაც ნათელია, რომ კონკურენცია საგრძნობი იქნება.

- გუნდს კიდევ სჭირდება გაძლიერება?

- არ ვიცი, ვერაფერს გეტყვით, ეს ვიცე-თავმჯდომარის, ედ ვუდვორდისა და მწვრთნელის, ლუი ვან გაალის გადასაწყვეტია. მე ძალიან კმაყოფილი ვარ იმ შემადგენლობით, რომელიც გვყავს. გუნდი უკვე ძალიან კარგი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, მაგრამ ალბათ, რამდენიმე მოთამაშე კიდევ მოვა, ვნახოთ.

- გარდა ახალი მოთამაშეებისა, რის ხარჯზე ელოდებით ახალ სეზონში სიტუაციის გაუმჯობესებას?

- წინა სეზონი ჩვენ ახალი მწვრთნელითა და ახალი ფილოსოფიით დავიწყეთ. ამას დრო სჭირდება. ახლა უკვე ვიცით, როგორი სტილით უყვარს მწვრთნელს თამაში და რას ითხოვს ჩვენგან. ასე რომ, ყველაფერი უკეთ უნდა გამოგვივიდეს.

- როგორ დაახასიათებდით მწვრთნელს? მედიასთან ურთიერთობაში მას შეუძლია ძალიან მკაცრი და უხეში იყოს, ასევე, ძალიან სასაცილო...

- როგორც თქვენთან ურთიერთობისას, ისევეა ჩვენთან - არ იცი, რას უნდა ელოდო. ეს იმაზეც არის დამოკიდებული, როგორ ვითამაშებთ ან ვივარჯიშებთ. ის ძალიან პირდაპირი და გულწრფელია, ეს კარგია. შეიძლება იყო კარგი ან ცუდი მწვრთნელი, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ ადამიანთან გაქვს საქმე. ზოგჯერ იგი უხეშია, როგორც ხედავთ, მაგრამ ვფიქრობ, ეს კარგი განზრახვით ხდება.

- რა არის მისი ფილოსოფია?

- მოიგო კარგი ფეხბურთით. კარგი ფეხბურთი გულისხმობს იმას, რომ ბურთთან ერთად მეტი დრო გაატარო და მოედანი მაქსიმალურად გამოიყენო, შექმნაზე ითამაშო, იაქტიურო, მეტოქეს არ დაელოდო. მას უნდა, რომ "ბოსი" და ტემპის მიმცემი მინდორზე მისი გუნდი იყოს, ჩვენ უნდა ვაკონტროლებდეთ მატჩის მსვლელობას. რა თქმა უნდა, ზოგჯერ სიტუაციასთან ადაპტაციაც გიწევს და თავდაცვაც. ბურთის გარეშე თამაშიც უნდა იცოდე.

- ალბათ, ჩემპიონთა ლიგაზე მოთამაშე ფეხბურთელების გშურდათ და ამ ტურნირზე ბურთის გაგორება გენატრებოდათ, არა?

- დიახ. ყოველ სამშაბათსა და ოთხშაბათს სახლში ვუყურებდი თამაშებს, როგორც წესი, ანდერ ერერასთან და დავიდ დე ხეასთან ერთად. ჩვენ გვჭირდებოდა ამ ტურნირზე დაბრუნება. "მანჩესტერის" ადგილი ჩემპიონთა ლიგაზეა, კლუბი იქაც გამარჯვებისთვის უნდა იბრძოდეს.

- ტიტულის მოგება აუცილებელი მოთხოვნაა, რომელსაც კლუბს უყენებენ...

- ეს ზეწოლაა, რომელსაც ასეთი კლუბი ყოველთვის გრძნობს. ჩვენ ტიტულებისთვის უნდა ვიბრძოლოთ. წინა სეზონში ჩვენ არც ერთი ტურნირი არ მოგვიგია, ამ სეზონში კი რომელიმე მნიშვნელოვანი ტიტული უნდა მოვიპოვოთ.

"მანჩესტერის" 10 შენაძენი ხუან მატას მისვლის მერე

ლუკ შოუ საუთჰემპტონიდან 27 მლნ გირვ.

ანდერ ერერა ბილბაოდან 29

დეილი ბლინდი აიაქსიდან 13,8

მარკოს როხო სპორტინგიდან 16

ანხელ დი მარია რეალიდან 59,7

ვიქტორ ვალდესი უგუნდო უფასოდ

მემფის დეპაი პსვ 31

მატეო დარმიანი ტორინო 12,7

მორგან შნედერლენი საუთჰემპტონი 25

ბასტიან შვაინშტაიგერი ბაიერნი 14,4

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
"ყველაზე საშინელი მწვრთნელია ვინც კი მყოლია და ამის გამეორებით არ დავიღლები" - ანხელ დი მარია
ვან გაალი: მესი შეიძლება ჩვენთან ყველაზე სუსტი რგოლი გახდეს - ბრაზილია მხოლოდ კონტრშეტევის გუნდია
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
"ეკვადორის ნაკრები ნიდერლანდებთან გამარჯვებას იმსახურებდა" - ლუი ვან გაალი
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ხუან მატა: ახლაც, ყოველი მატჩის წინ დედას ვურეკავ
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
"მე და დეპაი ერთმანეთს ტუჩებში ვკოცნით" - ვან გაალმა დი მარიას უპასუხა
ჯერ კიდევ მოქმედი ფეხბურთელი ხუან მატა ერთ-ერთი გუნდის თანამფლობელი გახდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
მოურინიო "რომაში" ძირეულ ცვლილებებს გეგმავს
ხუან მატა: ის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო
შეთანხმება მიღწეულია - პოჩეტინო დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩაიბარებს
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვან გაალი: არგენტინის მსოფლიო ჩემპიონობა დაგეგმილი იყო
The Daily Mail: სოლსკიაერი "მანჩესტერ იუნაიტედიდან" 6 ფეხბურთელს გაუშვებს
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
გერმანიის ნაკრები შესაძლოა ვან გაალმა გაწვრთნას
მატა: პრემიერ ლიგა არასდროს მომიგია - თუ მოვიგე?