ქუთაისის "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელის თქმით, გუნდის დაკომპლექტება თითქმის დასრულებულია
დღეიდან ქუთაისის "ტორპედო" ახალი სეზონისთვის გადამწყვეტ მოსამზადებელ ეტაპს მშობლიურ ქალაქში იწყებს. როგორ ჩაიარა განვლილმა პერიოდმა გუნდისთვის და როგორია ტორპედოელთა უახლოესი გეგმები, ამასთან დაკავშირებით "ტორპედოს" მთავარი მწვრთნელი გიორგი დარასელია კლუბის ოფიციალურ საიტს ესაუბრა.

ინტერვიუს მცირე შემოკლებით გთავაზობთ:

- მოდით, მზადების დაწყებიდან დღემდე განვლილი პერიოდი შეაფასეთ...

- მოგეხსენებათ, ჩვენ 15 ივნისს შევიკრიბეთ. ამ 5 კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა გუნდის დალაგება და დაკომპლექტება. ვაკვირდებოდით სინჯებზე მყოფ ფეხბურთელებს, მათ შორის იყვნენ დუბლშემადგენლობის მოთამაშეებიც. გუნდის ძირითადი ბირთვი უკვე ჩამოვაყალიბეთ.

განვლილ პერიოდში ბიჭები სერიოზულად უდგებოდნენ საქმეს. ორჯერად ვარჯიშებთან ერთად, გვქონდა საკონტროლო თამაშებიც. ამ მატჩების შედეგებს არ ვაქცევდით დიდ ყურადღებას, რადგან უფრო მნიშვნელოვანი იყო სხვა ნიუანსების დანახვა. ამიტომ ხშირად ვცვლიდით შემადგენლობას. ამით გამოჩნდა ჩვენი პლუსები და მინუსებიც. სპარინგები სწორედ ხარვეზების გამოსწორებას ემსახურება და გვაჩვენებს, თუ რა სიტუაციაში როგორ უნდა მოვიქცეთ.

ასევე, ვნახეთ, რომ ჩვენ გვყავს ისეთი კოლექტივი, რომელსაც ქართულ ფეხბურთში შეუძლია თავისი სიტყვა თქვას.

- ახლა კი, უახლოეს გეგმებზეც გვითხარით...

- "ტორპედოს" საწვრთნელ ბაზაზე ვიწყებთ შეკრებას. ჩვენ ქუთაისში მოსამზადებელი ეტაპის გავლა იმიტომ ჩავთვალეთ საჭიროდ, რომ აქ არის კარგი ბუნებრივსაფარიანი მოედანი, ასევე, საშუალება იმისა, რომ ფეხბურთელები კარგ გარემოში იკვებონ და დაისვენონ. შეკრება გაგრძელდება 10-12 დღე.

- ჩემპიონატის დაწყებამდე ამხანაგური თამაშები კიდევ თუ გაქვთ დაგეგმილი?

- დიახ, 24 ივლისს სტუმრად ბათუმის "დინამოს" ვეთამაშებით, 29-ში ლანჩხუთის "გურიას" ვუმასპინძლებთ, 5 აგვისტოს კი თბილისის "ლოკომოტივთანაც" გავმართავთ სპარინგს. ოღონდ ჯერჯერობით უცნობია, სად ჩატარდება ეს მატჩი, თბილისში თუ ქუთაისში. პლუს, გვინდა დუბლშემადგენლობასთანაც ვითამაშოთ, შერეული შემადგენლობით, რათა ამ ბავშვებმაც იგრძნონ თავიანთი თავი "ტორპედოს" ფეხბურთელებად.

- დასრულებულია თუ არა ახალი სეზონისთვის გუნდის დაკომპლექტება?

- შემიძლია ვთქვა, რომ დაკომპლექტება თითქმის დასრულებულია. უახლოეს დღეებში ველოდებით 32 წლის ნახევარმცველ გიორგი ნერგაძეს, რომელიც ბოლო რამდენიმე წელი სამხრეთ აფრიკაში თამაშობდა და მას "ტორპედოს" გულშემატკივრები კარგად იცნობენ. იგი მალე ჩამოფრინდება საქართველოში და ვფიქრობ, საბოლოო მოლაპარაკების შემდეგ გუნდსაც შემოუერთდება.

გარდა ამისა, შესაძლებელია, კიდევ ერთი ახალი ფეხბურთელიც დაგვემატოს.

- "ტორპედოს" ახალწვეულები როგორ შეეჩვივნენ გუნდს?

- ყველა ახალწვეულმა ადაპტაცია შესანიშნავად გაიარა. მათ დაემატება ნერგაძე და ტაბატაძე. ამ ფეხბურთელების უმეტესობას სხვადასხვა კლუბში ქვეყნის ჩემპიონობა აქვს მოპოვებული. მიხარია, რომ ჩვენს გუნდში ძალიან დიდი კონკურენციაა.

- ამჟამად როგორი სიტუაციაა გუნდში?

- გუნდში ძალიან კარგი სიტუაციაა. კლუბის ადმინისტრაციიდან დაწყებული, სპორტული მხარით დამთავრებული, ყველანი მაქსიმალურად ჩართულნი არიან, რომ "ტორპედოს" არანაირი პრობლემა არ ჰქონდეს. ქალაქის ხელმძღვანელობაც ყველანაირად ცდილობს, რაც შეიძლება კარგი პირობები შეგვიქმნას.

იმავეს ვგრძნობთ გულშემატკივრებისგანაც, რომლებთანაც 22 ივლისს, "ტორპედოს" ბაზაზე, ამხანაგური თამაში გვექნება. ერთი რამ ცხადია, რომ ჩვენი, კლუბის, ქალაქისა და გულშემატკივრების მიზანი ერთია - "ტორპედომ" წარმატებას მიაღწიოს.

- როგორც იცით, აღმასკომის გადაწყვეტილებით, ახალი სეზონიდან გუნდები ვალდებულნი იქნებიან, ყოველი მატჩის სასტარტო შემადგენლობაში შეიყვანონ ორი 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელი. როგორია თქვენი პოზიცია ამ ახალ კანონთან დაკავშირებით?

- რა თქმა უნდა, მე მოხარული ვიქნები, თუ ამ ასაკის ფეხბურთელები წარმატებით გაართმევენ თავს უმაღლეს ლიგაში თამაშს. რა ასაკისაც უნდა იყოს ფეხბურთელი, მთავარია, იგი გამოადგეს კლუბს, ეროვნულ ნაკრებს და გააკეთოს ყველაფერი ქართული ფეხბურთის წინსვლისთვის.

მომავალი გვიჩვენებს, რამდენად გაამართლებს ეს კანონი. "ტორპედოში" ჩვენ გვყავს 21 წლამდე ფეხბურთელები და წინა სეზონში ისედაც ვათამაშებდით მათ, თუ სასტარტოში არა, შეცვლაზე მაინც შეგვყავდა. მაგალითად, გოგუაძე დუბლებიდან გადმოვიყვანეთ და 2-3 თამაშის შემდეგ უკვე ძირითადშიც მოხვდა. ასევე, მამასახლისიც, რომელმაც რამდენიმე თამაში შეუცვლელად ჩაატარა.

- "ტორპედოს" ახალი ლოგო როგორ მოგწონთ?

- ქუთაისის "ტორპედოს" ლოგო, 90-იანი წლებიდან მოყოლებული, რამდენჯერმე შეიცვალა, რაც არასწორად მიმაჩნია. ნებისმიერ კლუბს უნდა ჰქონდეს ისეთი ლოგო, რომელიც არასდროს არ შეიცვლება. რაც შეეხება ახალ ლოგოს, სხვებთან შედარებით ნამდვილად ძალიან ლამაზია და ვფიქრობ, ქუთაისის "ტორპედოს" შეეფერება.

- და მაინც, მომავალ სეზონში რა იქნება "ტორპედოს" მიზანი?

- რა თქმა უნდა, უმიზნოდ ყოფნა კარგს არაფერს მოგვიტანს. ჩვენთვის ყველა თამაში გადამწყვეტი იქნება. მაღალი მიზნებისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ და რა გამოვა, ამას თავის დროზე ყველანი ერთად ვნახავთ.

მომზადებულია fctorpedo.ge-ს მიხედვით

ქუთეისი
ჩხიკვაძე და დარასელია ერთი ლეშია,გუნდიდან მალე ორივეს მოუწევს წასვლა
gio
ვინც მოსაშორებელია უნდა მოიშოროს,
xRx
ვინაა მერაბიჩი ? :D
კლიმენტი
ძუკუ ხარ თუ მოშე, მერაბიჩი დააბრუნე გუნდში და თვითონ იქ წადი საიდანაც მოდი, თუ არ გინდა ჯოჯოხეთი რომ მოგენატროს. ამ საქმეს გუნდის სპონსორი უნდა აკეთებდეს, მაგრამ რისი გამკეთებელი მერია. ჯერ ის ფეხბურთელები გამოაქვეყნეთ ვის ტოვებს ძუკუ გუნდში და მერე გამოჩნდება ყველაფერი. ზოგი იმიტომ თუ უნდა დარჩეს, მამაოს შვილი რომაა, ზოგი იმიტომ, რომ მამამისმა კაი სუფრის გაკეთება იცის და კიდევ ბევრი სხვა, მაშინ აგწყობიათ ქუთაისში საქმე. რამაზ ჩხიკვაძე, სადაა შენი პრინციპულობა? თუ ძუკუს მოყვანას რომ გაბრალებენ, მართალია? დამიჯერე, შანსი რომ მიეცემა, შენც მოგიშორებს :)
კარგი ამბავი - ბათუმის "დინამოს" ახალი მფლობელი ჰყავს
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
სასაჩუქრე ნაკრებები მამაკაცისთვის - PSP-ში საახალწლო ფასდაკლება გელოდებათ
"ლიგის ფინალიდან რამდენიმე თვის შემდეგაც ამ მატჩზე ფიქრობდა" - ვისენსმა გავრდიოლასთან მუშაობის პერიოდი გაიხსენა
"ფლორენტინო პერესმა საფეხბურთო სამყარო შეცვალა" - რონალდომ "რეალის" პრეზიდენტის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამოხატა
ერთ ნაბიჯში "სიტისთან" - დღეს სემენიო "ბორნმუთში" სავარაუდოდ, ბოლო მატჩს ჩაატარებს
სპერციანი სერია A-ში - "ინტერში" სომხური დუეტი იქნება?
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
"შახტარს" აზაროვი და კიდევ შვიდი ფეხბურთელი დატოვებს
სუპერლიგის პირველი წრე დრამატული მატჩით დასრულდა – ორბმა რუსთავი ოვერტაიმში დაამარცხა
ხორდი კრუიფი "აიაქსის" სპორტულ დირექტორად დაინიშნა
"გერმანია და ბრაზილია ტოპ 5-ში არ არიან" - კროოსმა მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტები დაასახელა
ედინსონ კავანიმ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
ხვიჩა კვარაცხელია „არქის“ მასშტაბური პროექტის, „გრანდ ავენიუს“ ინვესტორი და პარტნიორი გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილის 22 წუთი და ბარნსის საოცარი მატჩი - "ტორონტომ" "გოლდენ სტეიტი" ოვერტაიმში დაამარცხა
ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" ადვილად გაიმარჯვა
"ინშალა". გოლი ყოველ 5 წუთში "რეალის" კარში - ლაპორტამ თქვა, რა არის სამოთხე
Globe Soccer Awards. საუკეთესო ფეხბურთელი დემბელე გახდა - კვარაცხელია თავდამსხმელებში ნომინანტებს შორის იყო
ჰოილუნის ლიდერობით - "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" მოუგო
"გაზაევი ულვაშა ჰომოსექსუალია" - კიევის "დინამოს ყოფილი" ფეხბურთელი
"ნაპოლი" აღარ ხუმრობს - მზადაა "რეალის" 18 წლის შემტევი 50 მილიონად შეიძინოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"შევარდენის" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია დაინიშნა
უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
ეროვნული ლიგა. XXV ტური: გაბედავას დუბლი და დარასელიას "სამტრედია" ისევ აგებს
გიორგი ნერგაძე და ქუთაისის "ტორპედო" - მოლაპარაკება მთავრდება...
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"სიონის" მწვრთნელად სოსიაშვილი დანიშნეს
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ᓞᓘრᓕᓔᓚᓘ ᓥᓐᓠᓗᓕᓔᓚᓘ ᓚᓔᓒᓘᓝᓜᓔᓠᓘ ᓢᓣᓜᓘᓡᓨᓘ - ᓜᓣᓒᓖᓐᓠ ᓙᓕᓘᓠᓢᓘᓐ "ᓖᓐᓠᓖᓘᓡᓨᓘ" ᓘᓗᓐᓛᓐᓨᓔᓑᓡ
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ტორპედო-საპოვნელა 4:1 - "ფეარ პლეიმაც" გაიმარჯვა [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
გიორგი დარასელია "სამტრედიის" მთავარი მწვრთნელი გახდა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"ლუიშ ნანი ქუთაისი "ტორპედოში" გადმოსვლაზე თანახმა იყო, თუმცა..." - კლუბის პრეზიდენტმა დეტალებზე ისაუბრა
გიორგი დარასელია გორის "დილას" აღარ გაწვრთნის
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
მინდა, ისევ გამოვადგე ქუთაისს - გიორგი ნერგაძე "ტორპედოში" დაბრუნდა
[წარდგენა] "გასწი, მერანო" - შეძლებენ თბილისელები უმაღლესში თავის წარმოჩენას?
თითქმის უმაღლესი - როგორი იქნება პრო ლიგა 2
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია