"ბარსელონას" პირველ თამაშს ახალ სეზონში, კალიფორნიის ქალაქ პასადენაში 94 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო

"ბარსელონას" ჩასვლა მხოლოდ თბილისში არ იწვევს უდიდეს აჟიოტაჟს - კალიფორნიის ქალაქ პასადენაში "როუზ ბოული" პირთამდე აივსო, 94 ათასამდე გულშემატკივარი დაესწრო "ბარსელონას" პირველ თამაშს ახალ სეზონში - ლუის ენრიკეს გუნდი საერთაშორისო ჩემპიონთა თასზე "ლოს ანჯელეს გელექსის" შეხვდა და 2:1 დაამარცხა.

პასადენაში ემოციური შეხვედრა ჰქონდათ "ლივერპულის" ექსვარსკვლავებს: სტივენ ჯერარდს (გელექსი) და ლუის სუარესს (ბარსელონა), რომელთაც ბოლოს მაისურები გაცვალეს.

"ბარსელონამ" ასეთი შემადგენლობით დაიწყო: მასიპი, დუგლას პერეირა, ბარტრა, მატიო, ადრიანო, ს. რობერტო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, პედრო, ლ. სუარესი, რაფინია. შესვენებაზე ან მეორე ტაიმის მსვლელობაში შეიცვალა ყველა ფეხბურთელი, დუგლასის გარდა. გამოვიდნენ: ჟ. სუარესი, ალბა, მუნირი, გუმბაუ, ჰალილოვიჩი, ინიესტა, პიკე, რამირესი, სამპერი და ვერმალენი.

სკამზე კი მხოლოდ მეკარე ტერ შტეგენი დარჩა.

ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფიდან 46 დღის გასვლის მერე "ბარსელონამ" "გელექსი" კომფორტულად დაამარცხა. ევროპის საუკეთესო კლუბი აკონტროლებდა თამაშს და ლუის სუარესმა და სერხი რობერტომ ეს უპირატესობა გოლებში ასახეს, ტომი მაიერის თავურს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა თუ ჰქონდა.

MLS-ის გუნდის მონაწილეობით, ამდენი მაყურებელი ჯერ არც ერთ შეხვედრას არ დასწრებია და ეს იმის მიუხედავად, რომ "ბარსამ" თან არ იახლა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც ნეიმარი, ხავიერ მასკერანო და ლიონელ მესი არიან.

ლუის ენრიკე: "ფეხბურთელებმა საკმაოდ კარგ რიტმში ჩაატარეს ეს შეხვედრა. ეს ცოტა გასაკვირიცაა, რადგან მართალია, ბევრიც ვივარჯიშეთ, მაგრამ ძალიან დიდი დრო გავატარეთ გზაში, გადაფრენებში, მატარებელში, ავტობუსში. ასევე - აუცილებელ ღონისძიებებში.

ჩვენ კიდევ შემოგვრჩა ყველაფერი დადებითი, რაც წინა სეზონში გვახასიათებდა, თუმცა კიდევ უნდა გავაძლიეროთ თამაში. მომავალ სეზონში თითქმის ყველა თავმოყვარე გუნდის მიზანი ჩვენი დამარცხება იქნება. ამიტომ ჩვენც მაგრად უნდა დავდგეთ, ჩაფლავება არ შეიძლება.

უნდა გავაუმჯობესოთ შეტევების ინტენსივობა, სამუშაოა თამაშის კონკრეტულ დეტალებსა და სიტუაციებზეც. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, მე ჩემი გუნდის თამაში მაინც მომეწონა".

ლუის სუარესი (ბარსელონა): "ბარსელონას" ფეხბურთელებისთვის მოედანზე ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო ჩავი. ახლა, როცა ის გუნდში აღარ არის, ვეთანხმები ინიესტას, ძალიან გვაკლია. ჩავიმ დიდი კვალი დატოვა გუნდში, მისი შეცვლა შეუძლებელია. საბედნიეროდ, "ბარსაში" კარგი ფეხბურთელების ნაკლებობა არ არის და დასახულ ამოცანებსაც აუცილებლად გავართმევთ თავს".

სტივენ ჯერარდი (გელექსი): "სუარესი ჩემი კარგი მეგობარია, რომელთან ერთადაც დიდხანს ვითამაშე. ის პატარა მებრძოლია, რომელიც ძალიან გამოადგა "ბარსელონას". შესაძლოა, სუარესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვისთან ერთადაც თამაში მომიწია".

თამაშის პერიპეტიებიდან "ბარსელონაში" მიმდინარე სიახლეებზე გადავიდეთ - ყველაზე ხშირად "ბარსადან" წასვლას პედრო როდრიგესს უწინასწარმეტყველებენ, რომლითაც ინგლისური გრანდები დაინტერესდნენ.

"პედროს უკვე დაველაპარაკე ამ საკითხზე. როცა თავად ფეხბურთელი გააკეთებს განცხადებას ამ თემაზე, ჩემს აზრსაც მაშინ მოგახსენებთ. გადამწყვეტ როლს თავის მომავალში ისევ პედრო მიიღებს", - განაცხადა ლუის ენრიკემ.

ამ კომენტარიდანაც კარგად ჩანს, რომ პედროს "ბარსადან" წასვლის ხმები ჰაერიდან არ მოსულა, რაღაც მართლა ხდება. ამბობენ, "მანჩესტერ იუნაიტედი" მალე მიმართავს "ბარსელონას" წინადადებით. ფორვარდის სანაცვლოდ ვან გაალი და კომპანია 18-20 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდის.

დუგლას პერეირა ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც "ლოს ანჯელესთან" 90 წუთი ითამაშა, მაგრამ დიდი შანსია, სწორედ დუგლასი წავიდეს პირველი გუნდიდან:

"თავს მშვიდად და კარგად ვგრძნობ. კარგად ვიცი, რა სურს ჩემგან მწვრთნელს. ვიცი, რომ უნდა მოვუმატო თამაშს. მწვრთნელმა მითხრა, რომ ის ფეხბურთელი ვიყო, რაც ბრაზილიაში. შარშან ეს არ გამოვიდა, დაერთო ფსიქოლოგიური პრობლემებიც და პირველ რიგში, ტრავმები. თავი ვერ გამოვავლინე სათანადოდ. გუნდის დატოვება არ მინდა, მაგრამ პროგრესი მსურს".

ბრაზილიელი მცველი 2014/15 წლების სეზონის წინ გადავიდა "ბარსელონაში" "სან პაულუდან" და მას თითქმის არ ჰქონდა სათამაშო პრაქტიკა.

"ელ მუნდო დეპორტივოს" თუ დავუჯერებთ, "ბარსელონა" მალე სერხი სამპერს დაკარგავს. არსენ ვენგერი მის ნაცვლად მზადაა, 12 მილიონი ევრო გადაიხადოს.

"მეთოფეები" "ბარსას" ხელმძღვანელობისგან პასუხს მალევე ითხოვენ.

სამპერი ძალიან მოსწონს "არსენალის" ფრანგ თავკაცს. ადრე მისით ძალიან იყო დაინტერესებული ხულიენ ლოპეტეგი, "პორტუს" თავკაცმა პირადადაც დაურეკა სამპერს. 20 წლის ნახევარმცველი ესპანური ფეხბურთის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება.

"ბარსას" კიდევ ერთი ბრაზილიელი, ადრიანო კორეია კი, ფაქტობრივად, აღარც არის კლუბში, თუმცა "რომაში" მის ტრანსფერს თავი ვერ დაედგა. "მარკას" ცნობით, 31 წლის მცველის სანაცვლოდ "რომა" 8 მილიონ ევროზე მეტის გადახდას არ აპირებს.

ფეხბურთელის აგენტის თქმით, "ბარსელონაში" ადრიანოს სათამაშო პრაქტიკა აკლია, ამიტომაც მას კლუბის შეცვლა სურს. "რომა" მას 2-წლიან კონტრაქტს უმზადებს.

"ბარსელონას" მეორე გუნდი სეგუნდა დივიზიონიდან გავარდა. გუნდს ახალი თავკაცი ჰყავს, ის ჟერარდ ლოპესია. 36 წლის სპეციალისტთან 2-წლიანი ხელშეკრულება გაფორმდა. ის ადრე "ბარსას" ასაკობრივ გუნდებში მუშაობდა.

ლოპესი "ბარსას" აღზრდილია, 2000 წლიდან 2005-მდე მან "ბლაუგრანას" ფორმა 140 მატჩში მოირგო და 10 გოლიც გაიტანა.

დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ლიონელ მესის ვიზიტმა აფრიკულ გაბონში, სადაც მან სიმბოლურად ჩაუყარა საფუძველი ახალ სტადიონს.

გაბონის მთავრობა კატეგორიულად უარყოფს, თითქოს, ამის სანაცვლოდ მათ არგენტინელ სუპერვარსკვლავს 3,5 მილიონი ევრო გადაუხადეს. აფრიკული ქვეყნის მთავრობის განცხადებით, მესის ვიზიტში ფული არავის გადაუხდია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
"პოკერი შევასრულე, სახლში დავბრუნდი და ცოლმა არ მომილოცა... მეორე დღეს ამიხსნა, ეს რატომ გააკეთა" - სუარესის მოყოლილი ისტორია ინტერნეტს იპყრობს
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ისევ ფორვარდი? - "ლივერპულმა" შესაძლოა, ლუის სუარესი შეიძინოს
სტივენ ჯერარდი კარიერის დასრულებას მომდევნო სეზონის ბოლოს აპირებს
"ფიორენტინამ" "ბარსელონას" ლონდონის "ჩელსიც" მიაყოლა [VIDEO]
ზლატანი არ მშვიდდება, შვედი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ჯოვანი და ჯონათან დოს სანტოსები ისევ ერთად ითამაშებენ
ტერ-შტეგენი ბრუნდება - "ბარსელონას" ლაზარეთი ნელ-ნელა ცარიელდება
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"არსენალს" სერხი რობერტოს დამატება სურს
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: "პარი სენ-ჟერმენმა" "მანჩესტერ იუნაიტედი" დაამარცხა [VIDEO]
"თუ საჭირო იქნება, მზად ვარ" - სუარესი შესაძლოა, 2026 წლის მუნდიალზე ვიხილოთ
საგიჟეთი პარიზში, ხვიჩა ვერდიქტის მოლოდინში და იამალის მუქარა
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
"მუდამ მსუქანსა და უდისციპლინოს მეძახდნენ, მე გამძლეობის მაგალითი ვარ" - ლუის სუარესი
"საკმარისი გააკეთა, რომ "ოქროს ბურთი" იამალისთვის მიეცათ" - რა თქვა ლაპორტამ დაჯილდოვების შემდეგ
"თუ "ბარსელონასთან" ხვიჩა ამას გააკეთებს, ენრიკეს ადგილას ამ ყოველივეს კარგად არ მივიღებდი" - რიოლო კვარაცხელიას არ ეშვება
"ეს პრიზი კუბარსისთვის უნდა მიეცათ" - იამალი Kopa Trophy-ს მიღების შემდეგ
"ამის მიზეზი საერთოდ არ არსებობდა" - ჯერარდმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
"ეს ჩვენთვის ძალიან სახიფათო იქნება" - რა თქვა ენრიკემ "ლიონთან" მატჩის შემდეგ
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
სერხი რობერტო "ბარსელონას" დატოვებს
სერხი რობერტო "კომოდან" წამოვიდა და თავისუფალი აგენტია
"ასეთ ეპიზოდებზე გადაწყვეტილებას მხოლოდ მსაჯი უნდა იღებდეს" - ჯერარდისა და კიოუნის აზრით, "არსენალს" პენალტი წაართვეს
სერხი რობერტო სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს
ისევ შარში გაეხვა - იამალის მამამ ოფიციანტს შეაფურთხა, თანამშრომელს ხელი გაარტყა და დაუბრკოლებლად გაფრინდა ლონდონში
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: მადრიდის "რეალმა" "სიტი" გაანადგურა [VIDEO]
ტრანსფერზე ენრიკემ თანხმობა გასცა - სავარაუდოდ, პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს იჯარით აიყვანს
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: "ფიორენტინამ" "ბენფიკას" პენალტებით მოუგო
"ბარსელონა" ალვარესის გამო დაწერილ 602-ევროან ჯარიმას გაასაჩივრებს
"ამჟამად მსოფლიოს საუკეთესო ვინგერია" - ჯერარდმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
ცნობილია, ვინ იქნება "ბარსელონას" ახალი კაპიტანი სერხი რობერტოს წასვლის შემდეგ
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ტონი კროოსმა ისტორიაში 5 საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი დაასახელა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
ლიონელ მესი და ნეიმარი "ბარსელონას" ფლორენციაში არ მიჰყვებიან
"ლოს ანჯელეს გელექსიმ" ეშლი კოული გუნდიდან გაუშვა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
რჩება თუ მიდის - მაიამის "ინტერის" დირექტომა სუარესის მომავალზე ისაუბრა
საერთაშორისო ჩემპიონთა თასი: "ჩელსიმ" "ბარსელონა" დაამარცხა [VIDEO]
[VIDEO] ლუის სუარესის ულამაზესი გოლი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ
ჯერარდმა "ლივერპულს" სალაჰის შემცვლელი ურჩია