ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

უკან დასახევი გზა არ არის!.. ჭიათურაში სტადიონის რეკონსტრუქცია იწყება

უკან დასახევი გზა არ არის!.. ჭიათურაში სტადიონის რეკონსტრუქცია იწყება

უკან დასახევი გზა არ არის!.. ჭიათურაში სტადიონის რეკონსტრუქცია იწყება

ჭიათურის ფეხბურთში ეტყობა ახალი ხანა იწყება. სულ ცოტა ხნის წინათ გუნდს სათავეში ჩაუდგა მისივე ყოფილი მწვრთნელი ბადრი ბრეგვაძე. როგორც მან გვითხრა, იგეგმება სტადიონის რეკონსტრუქცია, გუნდი კი რამდენიმე გამოცდილი ფეხბურთელით გაძლიერდა...

- ბატონო ბადრი, თქვენ გარკვეული პაუზის შემდეგ დაუბრუნდით გუნდს. რა სიახლეები გაქვთ?

- ნულიდან დავიწყეთ გუნდის მშენებლობა. ადგილობრივ ფეხბურთელებთან ერთად, გვყავს მოწვეული მოთამაშეებიც. ამასთან ერთად, დავაწინაურეთ ორი ახალგაზრდა მწვრთნელი - დავით ლოლაძე და ზურაბ ნოზაძე. ისინი საქმეს დიდი გულისხმიერებით ეკიდებიან.

- უფრო დაწვრილებით გვითხარით იმ კონტინგენტზე, მომდევნო სეზონში კლუბის ღირსებას რომ დაიცავს...

- გამოცდილ ადგილობრივ ფეხბურთელებს - ბადურაშვილს, სევასტოპულოს, ცუცქირიძეს... დაემატებიან ჭიათურელი ახალგაზრდები და მოწვეული მოთამაშეები - ზაურ ხაჭიპერაძე, თემურ და ზაზა ნადირაძეები, გიორგი ლობჟანიძე, ნოდარ ჯობინაშვილი... გვინდა რამდენიმე ფეხბურთელით გაძლიერება, მაგრამ ყველაფერი ფინანსებზეა დამოკიდებული. ჩვენ რაიონის ბიუჯეტიდან ვფინანსდებით და რესურსი შეზღუდულია. გვინდოდა რამდენიმე ფეხბურთელის დამატება - ალექსანდრე ბაციკაძის, გიორგი თევდორაძის, ბექა კაკუშაძის, ლევან ქურდაძისა და სხვების, მაგრამ ამ ეტაპზე ეს ვერ მოვახერხეთ.

- როგორია კლუბის ფინანსური მდგომარეობა?

- ამ ეტაპზე ჩვენთან ყველაზე მაღალი ხელფასი 600 ლარია, მერე მოდის ქვემოთ... ახალგაზრდა ფეხბურთელებს 100-150 ლარი აქვთ ხელფასი.

- ცოტა ხნის წინათ გუნდში ბრაზილიელი ლეგიონერები, ლინკოლნი და ვალისონი თამაშობდნენ. რჩებიან ისინი თქვენთან?

- ამ ეტაპზე ქალაქის ხელმძღვანელობას სურს, რომ გუნდში ადგილობრივი ფეხბურთელები გვყავდეს. ისე, ლინკოლნიცა და ვალისონიც კარგი ფეხბურთელები არიან.

- რას ისახავთ მიზნად?

- პირველ ლიგაში მონაწილე 18 კლუბს შორის ბიუჯეტით 14-15-ე ადგილზე ვართ. ხელმძღვანელობა კმაყოფილი იქნება, თუ მეხუთე-მეექვსე ადგილს დავიკავებთ. ეს გასაგებია, მაგრამ მე, როგორც მწვრთნელს, მაქვს ფარული მიზანი - გადავიდეთ უმაღლეს ლიგაში. რა აზრი აქვს ისეთი ჯარისკაცის ცხოვრებას, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს?

- როგორც ვიცით, იგეგმება ჭიათურის სტადიონის რეკონსტრუქცია...

- კარგია, რომ ამ თემას შეეხეთ. 24 წელიწადია, სტადიონზე არაფერი გაკეთებულა, არადა, მანამდე წელიწადში 2-3-ჯერ ტარდებოდა სარეკონსტრუქციო სამუშაოები, რომელიც უახლოეს მომავალში დაიწყება და ეს იქნება პირველი ლიგის რეკონსტრუქცია. თანდათანობით უნდა გაკეთდეს ყველაფერი. ერთიანად ამ საქმისთვის 3-4 მილიონი ლარია საჭირო. იგეგმება ინდივიდუალური სკამების დამონტაჟება. "მიხეილ მესხზე" რომ აიღეს სკამები, ჩვენ გადმოგვცეს. ახლა "დინამო არენიდან" დაგვპირდნენ კიდევ... ადრე, ჭიათურის სტადიონს განათებაც ჰქონდა და მისი აღდგენაც გვსურს. ანძები შენარჩუნებულია. თუ ყველაფერი ჩვენი გეგმის მიხედვით განხორციელდა, ჭიათურას ერთ-ერთი საუკეთესო სტადიონი ექნება საქართველოში. ამ სტადიონს აქვს უნიკალური მდებარეობა და დიდებული სპორტკომპლექსი, რომელიც შენარჩუნებულია. სტადიონის ამბავიც და ჩვენი დაფინანსებაც დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რამდენად წარმატებით ითამაშებს გუნდი. ასე რომ, უკან დასახევი გზა არ გვაქვს... აქვე, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალაქის მუნიციპალიტეტს და საკრებულოს, მათ ხელმძღვანელობას. ისე, კარგი იქნება, თუ "ჯორჯიან მანგანეზიც" გამოიხედავს ფეხბურთისკენ...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!

დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს

მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა

"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია