რას უნდა ველოდოთ მანუელ პელეგრინის გუნდისგან ახალ სეზონში
"მანჩესტერ სიტი" პრემიერლიგის მომავალ სეზონს ერთ-ერთი მთავარი ფავორიტის რანგში იწყებს. ცხადია, მანუელ პელეგრინის გუნდს შესწევს ინგლისური ტიტულის მოპოვები ძალა, მაგრამ კლუბის მეპატრონეები მხოლოდ ამით არ კმაყოლილდებიან და ჩემპიოონთა ლიგაზე სერიოზული წარმატების მიღწევაზეც ფიქრობენ.

ის გადარჩა

ბევრი ელოდა, რომ "სიტიში" სეზონს სხვა მწვრთნელი დაიწყებდა, მაგრამ სამწვრთნელო სავარძელში კვლავ ჩილელი მანუელ პელეგრინი ზის. პელეგრინიმ დასრულებულ სეზონში ვერ მოიგო პრემიერლიგა და ჩემპიონთა ლიგაზეც ჩაფლავდა, მაგრამ ჩილელს აპატიეს.

კლუბის არაბი მეპატრონეების მოთმინებასაც აქვს საზღვარი. ამ სეზონში პერლეგრინის ამავე შედეგს არ აპატიებენ და კარისაკენ მიუთითებენ. "სიტის" არ გაუჭირდება ტოპ-მწვრთნელის მოძებნა, თუმცა ხელაღებით ვერავინ იტყვის, რომ პელეგრინი ასეთი არ არის.

სად არის ესთეტიკა?

შედეგები სავალალო არ არის და შეიძლება უკეთესიც იყოს. პრემიერლიგაში "სიტის" სტატისტიკა ცუდი არ არის. ინგლისში ყოველ წელს ჩემპიონი ვერ გახდები და ეს ყველამ იცის. "ქალაქელებმა" უკვე გაუსინჯეს ტიტულს გემო და ახლა უნდათ, ჩემპიონთა ლიგა მოიგონ.

სულ ცოტა ხნის წინ ამაზე ოცნება წარმოუდგენელი იყო, მაგრამ სადაც ფულია, ამბიციაც იქ ჩნდება - ხოლმე. ამბიცია "ეტიჰადზე" არის და ამ კონტინგენტთან ერთად უნდა იყოს კიდეც.

მაშ, რას საყვედურობენ "სიტის" ერთგული ქომაგები? ერთ-ერთი მატჩის მსვლელობისას მათ ტრიბუნაზე გადმოფინეს ბანერი წარწერით "სად არის ესთეტიკა"? მართლაც, "სიტი" ამ კონტინგენტით ვალდებულია, უფრო თვალსასეიროდ ითამაშოს. "ქალაქელთა" გარჯაში არის ასეთი ელემენტები, მაგრამ საკმარისად ხშირად არა.

დისბალანსი

გასულ სეზონში, როცა "იუნაიტედმა" დერბი მოუგო თავის დაუძინებელ მტერს, უეინ რუნიმ საყურადღებო განცხადება გააკეთა.

"ჩემი საქმე ნაკლებად არის მეტოქის თამაშზე და მის სუსტ მხარეზე მსჯელობა, მაგრამ შევამჩნიე ერთი - "სიტის" აქვს გარკვეული დისბალანსი ბურთით და უბურთოდ თამაშს შორის. ისინი ძალიან დიდ დროს ხარჯავენ უბურთოდ მოძრაობაზე და მერე უჭირთ ბურთთან ერთად."

საყურადღებო შეფასებაა. იქნებ, ბევრი რუნის სიტყვებს არც დაეთანხმოს, მაგრამ ფაქტია - "სიტი" მხოლოდ პატარა გუნდებთან თუ ახერხებს ისე ბურთის დაჭერას, როგორც ნამდვილი გრანდი. იმ მატჩებში კი, როცა მეტოქე თავად არის გრანდი, აბსოლუტურად სხვა სურათს, საპირისპიროს ვხედავთ.

სტერლინგები სტერლინგისათვის

რაჰიმ სტერლინგი "სიტის" ფეხბურთელია. პელეგრინიმ მიიღო ბიჭი, რომელსაც მთელი ინგლისი უდიდეს იმედებს უკავშირებს. ეს ბიჭი მართლა მაგრად თამაშობს ფეხბურთს, მაგრამ სტაბილურობა აკლია და ძალიან ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, არც პირადი ცხოვრება აქვს მთლად დაწყობილი...

სტერლინგს შეუძლია, ერთი მატჩი "იფრინოს", მეორე შეხვედრაში კი დადგეს. მან ძალიან ახალგაზრდამ გაუსინჯა გემო დიდ ფულს და ცოტა თავში ავარდნაც ემჩნევა. პელეგრინი რბილი კაცია. მას სტერლინგთან მუშაობა უნდა გაუჭირდეს, თუმცა თუ ბოლომდე "გახსნა", ჩვენც და ფეხბურთიც მოგებული დარჩება.

მოვიდა რაიან დელფი. "ასტონ ვილას" ლიდერთაგანი, ვინც მინდვრის ცენტრში უნდა იჩაუქოს, თუმცა "სიტის" მის გარეშეც ძვალთამტვრეველი, სიხისტის ზღვარზე მოთამაშე შუახაზელები ჰყავს.

ფრენკი და ჯეიმსი

მომავალი სეზონიდან "სიტიში" აღარ იქნებიან ფრენკ ლამპარდი და ჯეიმს მილნერი. "ჩელსის" ლეგენდა ფრენკი გასულ სეზონში ძალიან გამოადგა "ქალაქელებს" და არაერთი მნიშვნელოვანი გოლიც შეაგდო. მილნერი კი "შავი მუშა", გუნდისათვის მართლაც რომ შეუცვლელი ფეხბურთელი იყო და, რა პოზიციაზე არ გინდოდათ, იგი გვენახა...

ორივე ამ მოთამაშის წასვლა ძალიან დაეტყობა პელეგრინის გუნდს და მწვრთნელს ტაქტიკური ხერხებითა და შემადგენლობის როტაციით მოუწევს ბრძოლა ამ დანაკლისის წინააღმდეგ.

მიდიან

სავარაუდოდ, გუნდს ძალიან მალე დატოვებენ ედინ ჯეკო და სტევან იოვეტიჩი. იოვეტიჩს შედარებით ნელი ფეხბურთი უყვარს და მას უსწრაფეს პრემიერლიგასთან შეგუება უჭირს, ჯეკოს კი პელეგრინი ვერ იყენებს.

ბოსნიელს ძალიან აკლია სათამაშო პრაქტიკა. ამდენად, აბსოლუტურად გასაგებია მისი მისწრაფება, კარიერა რომელიმე სხვა კლუბში გააგრძელოს. იქ, სადაც სათამაშო პრაქტიკა ექნება და გოლებს გაიტანს.

"სიტის" ფული არ აკლია, მაგრამ ამ ორ ფეხბურთელს თუ გაყიდის, მის სალაროს გვარიანი "ტუგრიკები" შეემატება და ვინ იცის, ზაფხულის ბოლომდე ერთი გვარიანი ტრანსფერიც გაიჩარხოს.

(არა)რიგითი კევინის გადასაბირებლად

"სიტი" შესაძლებელს და შეუძლებელს აკეთებს საიმისოდ, რომ "ვოლფსბურგს" ლიდერი კევინ დე ბრუინი გამოსტაცოს. დე ბრუინი ზუსტად ის ფეხბურთელია, ასე რომ სჭირდება ინგლისურ გრანდს. მას შეუძლია, გუნდის თამაშში მეტი სირბილე და აზრი შეიტანოს.

სხვა საქმეა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასული "ვოლფსბურგი" მაგრად დგას, რადგანაც მომავალ სეზონში თავადაც ორ ფრონტზე მოუწევს ბრძოლა და ეს ძალიან გაუჭირდება. მითუმეტეს, ბელგიელის გარეშე.

დე ბრუინის გარდა ინგლისელებს "მონაკოს" ბრაზილიელი ფლანგელის,ფაბინიოს გადაბირებაც სწადიათ.

ორფეხა გოლიათი

ამ ეტაპზე კი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ "სიტის" თამაში ძალიან იქნება დამოკიდებული ორ ფეხბურთელზე. პირველი, ესაა იაია ტურე, ვინც კინაღამ "ინტერში" აღმოჩნდა და მეორე - გუნდის არგენტინელი ბომბარდირი, კუნ აგუერო.

ამ შემთხვევაში, თუ სტაბილურად ითამაშებენ დავიდ სილვა და რაჰიმ სტერლინგი, გუნდის პოტენციალი მნიშვნელოვნად გაიზრდება. დღეს კი "სიტი" მაინც ორფეხებიან გოლიათს გვაგონებს. ერთი ფეხი ტურეა, მეორე კი - აგუერო.

და მაინც...

ამის მიუხედავად, მანუელ პელეგრინის განკარგულებაშია ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო შემადგენლობა. ეს საშუალებას აძლევს ფეხბურთის ჩილელ სპეციალისტს, გამოიყენოს თანამედროვე ფეხბურთში აპრობირებული ყველა ძირითადი ტაქტიკური სქემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა
პელეგრინი: "ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ
"არსენალმა" "ჩელსიდან" სტერლინგი დაიმატა
დავიდ სილვამ კარიერა დაასრულა
აგუეროს ფეხბურთში დაბრუნება შესაძლებელია - "კუნმა" ექიმისგან თანხმობა მიიღო
"ეს ჩემი პრობლემა არ არის" - მანჩინი "მანჩესტერ სიტის" საქმეზე
აგუერო: პორნოვარსკვლავი მესი მოედანზე სექსუალური მოძალადეა
გვარდიოლა: ბევრი გოლი ტურნირისა და მოწინააღმდეგის პატივსაცემად გაგვაქვს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
გოლი უკვე ყველა გუნდთან - ჰოლანის ახალი მიღწევა პრემიერ ლიგაში
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"თუ ეს მოხდა, სასქესო ორგანოს მოვიჭრი" - აგუეროს დადებული პირობა სოციალურ ქსელში მთავარი სახალისო თემაა
ოფიციალურად: რაჰიმ სტერლინგი კარიერას "ფეიენოორდში" გააგრძელებს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
"ზოგადად ბრაზილიელები ამპარტავნები არიან, მოედანზე ზედმეტად დიდ ყურადღებას იქცევს" - აგუერომ განმარტა მიზეზები, რის გამოც ვინისიუსმა "ოქროს ბურთი" ვერ მოიგო
"ლა ლიგა" სამარცხვინო გათამაშებაა - მანუელ პელეგრინი
"მინდა გვარდიოლამ ესპანეთის ნაკრები ჩაიბაროს" - დავიდ სილვა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
"თუ "ბარსელონასთან" გაიბრწყინებს..." - იაია ტურეს ყოფილმა აგენტმა ხვიჩაზე ისაუბრა
"ვესტ ჰემი" შემადგენლობის გაძლიერებას და მაღალი მიზნებისთვის ბრძოლას აპირებს
სტერლინგი "ტოტენჰემში" არ გადავა - მანაც შესაძლოა, საუდის არაბეთს მიაშუროს
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
"ახლა თქვენს გვერდით ყველაზე მეტად ვარ" - გვარდიოლა "სიტის" ფინანსურ დარღვევებთან დაკავშირებულ საქმეს გამოეხმაურა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ
თუ "სიტის" დააქვეითებენ - "ბაიერნი" ფოდენის შეძენას შეეცდება
ვისაც "ბარსელონა" ვერ იყიდის, "სიტი" იყიდის, რა პრობლემაა?
ჯეკ უილშირი კვლავ ტრავმირებულია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი
ამ სეზონში უთამაშებელი სტერლინგი "ჩელსიდან" წასვლასთან ახლოსაა
"ის კაცი კი არა გველი და ეშმაკია" - იაია ტურემ პეპ გვარდიოლას შესახებ ისტორია გაიხსენა
"ფანებისთვის კარგი ამბავი მაქვს" - სერხიო აგუერომ ლიონელ მესიზე ისაუბრა
სტერლინგის გმირობა - ინგლისელი მძარცველებს დანით დაუპირისპირდა
"ვესტ ჰემის" მწვრთნელი მანუელ პელეგრინი გადააყენეს
აგუერომ კარიერის სავარაუდო განახლებაზე ისაუბრა
115 ბრალდებიდან 114-ში დამნაშავედ ცნეს - "მანჩესტერ სიტის" პრემიერლიგიდან დაქვეითება ემუქრება
"უკან პასის გაკეთება რომ ავკრძალოთ, რას იტყვით?" - პელეგრინიმ ორიგინალური იდეა გააჟღერა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"რომ არა დებილები, თბილისის "ლოკომოტივთან" არ წავაგებდით" - ამბობს რუსი აგენტი
დავიდ სილვა "სოსიედადში" გადავიდა
"სლოვანს" იაია ტურე ჩაუდგა სათავეში
მატა: პრემიერ ლიგა არასდროს მომიგია - თუ მოვიგე?