ფინალში "ტიგრესი" "რივერ პლეიტს" შეხვდება
მექსიკური "ტიგრესი" ლიბერტადორესის თასის ფინალშია. ბრაზილიელი რიკარდო ფერეტის გუნდს ბრაზილიურ "ინტერნასიონალთან" გასვლაზე 1:2 ჰქონდა წაგებული, მაგრამ საკუთარ "ესტადიო უნივერსიტარიო დე ნუევო ლეონზე" შესანიშნავად ითამაშა და ორი მატჩის ჯამში, დამსახურებულად იმარჯვა.

"ტიგრესი" მე-18 წუთზე კლუბის სენსაციურმა შენაძენმა ანდრე პიერ ჟინიაკმა დააწინაურა. ხოლო ფრანგის გოლს ჟეფერსონის ავტოგოლი დაემატა და პირველი ტაიმი მექსიკელებმა 2:0 მოიგეს.

შემდეგ "ტიგრესის" ბრაზილიელმა ლეგიონერმა რაფაელ სობისმა პენალტი ვერ გამოიყენა და სიტუაცია თითქოს, დაიძაბა, მაგრამ 57-ე წუთზე ურუგვაის ნაკრების ფეხბურთელმა ეხიდიო არევალო რიოსმა ანგარიში 3:0 გახადა. ერთადერთი, რაც ურუგვაელი დიეგო აგირეს კლუბმა გაახერხა, არგენტინელი ლისანდრო ლოპესის გოლი გახლდათ 89-ე წუთზე. ჩარლზ არანგისის, ანდრეს დ’ალესანდროს, ნილმარისა და სხვების მცდელობები ამაო გამოდგა. მასპინძელთა მხრიდან კი დამიც გამოვარჩიოთ, რომელმაც ორი საგოლე პასი გააკეთა.

მონტერეიში დიდი ზეიმი იყო. "ტიგრესი" თავის ისტორიაში პირველად გადის ლიბერტადორესის თასის ფინალში, სადაც ორმატჩიანი დუელი ელოდება ამ ტურნირის 1986 და 1996 წლების გამარჯვებულ "რივერ პლეიტთან". არგენტინული გრანდი 1996 წლის მერე ფინალში არც ყოფილა.

"ინტერნასიონალი" კი სამხრეთ ამერიკის ჩემპიონთა ლიგის ანალოგის გამარჯვებული ბოლოს 2010 წელს გახლდათ. ზედიზედ ორი წელიწადია, არგენტინას ფინალში წარმომადგენელი ჰყავს, ბრაზილიას კი - არა. შეგახსენებთ, რომ წინა წელს "სან ლორენსომ" პარაგვაული "ნასიონალი" დაამარცხა. პარაგვაული გუნდი ამჯერად, "გუარანის" სახით, მიჯრით მესამედ ცდილობდა ფინალში გასვლას, მაგრამ "რივერს" ვერ აჯობა.

ფინალური დუელის პირველი შეხვედრა 29 ივლისს არგენტინაში იქნება, საპასუხო მატჩი მექსიკაში კი 5 აგვისტოს გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ატლეტიკოდან" წასვლა 10 წლის შემდეგ? - კორეას მექსიკაში უხმობენ
"ინტერნასიონალი" სერიოზულად გაძლიერდა
ანდრე-პიერ ჟინიაკმა მექსიკაში ვეფხვი მოინახულა, რომელსაც მისი სახელი დაარქვეს
ლისანდრო ლოპესი "ხეტაფეში" გადავიდა
ბრაზილია. სერია A. XIX ტური: ჩემპიონი 70 პროცენტით
დემიკელისი "რივერ პლეიტიდან" დაითხოვეს - დღეს კლუბი მისი ხელმძღვანელობით ბოლო მატჩს გამართავს
ბრაზილია. სერია A. XXX ტური: სეზონის სენსაცია: კეირისონმა გოლი გაიტანა
ბრაზილია. სერია A. XXI ტური: ლიდერთა დუეტი გამოიკვეთა
"ბაიერნმა" მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო [VIDEO]
"რეალს" "რივერ პლეიტიდან" 16 წლის ფეხბურთელის შეძენა სურს
დემიკელისი ბუნდესლიგაში მიდის - მისი ახალი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს
დეპრესიაში მყოფ ნილმარს "სანტოსმა" კონტრაქტი შეუჩერა
ბრაზილია. სერია A. XX ტური: მოულოდნელობის გარეშე
საოცარი ფინიში - "ბოკა ხუნიორსი" არგენტინის ჩემპიონი დრამატულ ბრძოლაში გახდა
ლუის სუარეზის ევროპული კარიერა სრულდება - ფორვარდი არგენტინის ჩემპიონატში ითამაშებს
ლუის სუარესი ევროპის კონტინენტზე აღარ ითამაშებს - ურუგვაელის ახალი გუნდი ცნობილია