საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების უკანახაზელს "აველინოს" თავკაცი ვინჩენცო ერკოლინო მთავარი გუნდის განაცხადში შეყვანას უპირებს
საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების უკანახაზელი მერაბ ბოქოლიშვილი აგვისტოში იტალიურ "ეარ აველინოში" რომ გადავიდა, ჩვენი გაზეთის მკითხველს კარგად მოეხსენება. იგი აქამდე 19-წლამდელთა გუნდში თამაშობდა. სწორედ მერაბის დახმარებით გადალახეს აველინოელმა ახალგაზრდებმა იტალიის ჩემპიონატის რეგიონული ეტაპი. ამჟამად ისინი მეორე რაუნდში თამაშობენ და წარმატების შემთხვევაში, გაზაფხულზე იტალიის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე საუკეთესო გუნდებს დაუპირისპირდებიან.

მეორე რაუნდის პირველ მატჩში "აველინოს" 19-წლამდელებმა "ფრანკავილასთან" 54:74 წააგეს. გამოცემა "ტუტობასკეტში" ვკითხულობთ: "ფრანკავილა" ერთ ეპიზოდში 26 ქულის სხვაობით დაწინაურდა, თუმცა "აველინოს" ქართველი უკანახაზელის, მერაბ ბოქოლიშვილის პერიმეტრიდან დამაჯერებელი თამაშის წყალობით სხვაობა 15 ქულამდე შემცირდა..." თუმცა, იმ მატჩში "აველინოს" გამარჯვება არ ეწერა.

ამ სტატიის დაწერა არა 19-წლამდელთა ჩემპიონატის მატჩმა, არამედ გაცილებით მნიშვნელოვანმა მოვლენამ განაპირობა - ახალგაზრდულ გუნდში კარგი თამაში მხედველობიდან არ გამორჩენია "აველინოს" მთავარი გუნდის თავკაც ვინჩენცო ერკოლინოს და ბოქოლიშვილს "აველინოს" განაცხადში შეყვანა გადაწყვიტა. ახალგაზრდა მერაბი (1992 წელსაა დაბადებული) იტალიის ჩემპიონატის მე-16 ტურში, 23 იანვარს "ბენეტონთან" მატჩში "აველინოს" სათადარიგოთა სკამზე გამოჩნდება.

იმედი დავიტოვოთ, რომ მწვრთნელი მას თამაშშიც ჩართავს. თუმცა, მთავარი ის კი არ არის, როდის შედგება ბოქოლიშვილის დებიუტი სერია A-ში, არამედ უბრალო ფაქტი: მან თავისი შრომით, 18 წლის ასაკში, იტალიის ჩემპიონატის გუნდის განაცხადში მოხვედრა დაიმსახურა და ადრე თუ გვიან, აუცილებლად ითამაშებს.

შეგახსენებთ, რომ თავის დროზე მანუჩარ მარკოიშვილიც ასე იწყებდა - 2002 წელს "ბენეტონში" გადასვლის შემდეგ საწყისი ორი თვე აკლიმატიზაციისთვის დასჭირდა, ხოლო სეზონის მეორე ნახევარში რეგულარულად უწევდა თამაში. იმავე სეზონში "ბენეტონთან" ერთად ევროლიგის ფინალში "ბარსელონას" წინააღმდეგ იასპარეზა.

ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ