თენგიზ ჩიკვილაძე: "ჩაგვიყვანეს, კონტრაქტები გაგვიფორმეს, თუმცა, საბოლოოდ, მოტყუებულები დავრჩით..."
ორიოდე დღის წინათ ვწერდით, რომ ლანჩხუთის "გურიის" ხელმძღვანელობამ ახალ სეზონში საკადრო პოლიტიკა შეცვალა და აქცენტი გუნდის გაახალგაზრდავებასა და ადგილობრივ კადრებზე გადაიტანა.

მაგრამ ამბავი, რომელიც გუშინ შევიტყვეთ, მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა - "ლელოს" აცნობეს, რომ "გურია" ხუთ გამოცდილ მოთამაშეს დაემშვიდობა - ალეკო კოშკაძეს, თენგიზ ჩიკვილაძეს, სერგი ორბელაძეს, კობა შალამბერიძესა და დათა ციცხვაიას.

კოშკაძემ ახალი კლუბი მალევე მოძებნა და კარიერას ფოთის "კოლხეთში" გააგრძელებს. სხვები კი უგუნდოდ დარჩნენ და მომხდარით უკმაყოფილებას არ მალავენ.

"გაშვების მიზეზად ჩვენი ასაკი დაასახელეს, მაგრამ ასაკიანებიც დატოვეს და ეს გადაწყვეტილება ვერ გავიგე. უსამართლოდ მოგვექცნენ, რადგან ჩაგვიყვანეს და კონტრაქტები გაგვიფორმეს, თუმცა, საბოლოოდ, მოტყუებულები დავრჩით.

აღმოჩნდა, რომ ხელშეკრულებები ფედერაციაში არ წაიღეს და რეგისტრაციაშიც არ გაატარეს. ეს, უბრალოდ, სპორტული აფერისტობაა. გვეგონა, რომ კონტრაქტები გვქონდა.

ქართულ ფეხბურთში ასეთი ამბები რომ ხდება, ამიტომაც აქვს საქმე კარგად. სანამ ფეხბურთელებისადმი ასეთი უპატივცემულობა იქნება, არაფერი გვეშველება.

ან ეს ფედერაცია რას გვიკეთებს, კმაყოფილები რომ არიან?! ქართული ფეხბურთი თავზე დაგვემხო და მალე რეიტინგის მიღმაც დავრჩებით. გარიგებულმა თამაშებმა წაგვლეკა. მილიონებს შოულობენ, ჩვენ კი თეთრებს გვიგდებენ, დისტრიბუტორებზე უფრო ნაკლებს ვიღებთ და ახლა სულაც უშემოსავლოდ დავრჩით. სირცხვილი არაა"?! - აღშფოთებულია ჩიკვილაძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gorgin
რამდენიმე წლის წინ გელა სანაიას გაუკეთეს იგივე: ხობის "კოლხეთიდან" წამოიყვანეს, კონტრაქტს მოაწერინეს ხელი, ერთი ვარჯიში ჩაატარებინეს კიდეც და რამდენიმე დღეში სხვა პიროვნება წარადგინეს უფრ.მწვრთნელად. მგონი ფოთში მოხდა ეს. ფეხბურთელი მით უფრო დაუცველია. ამ ევროთასებზე მონაწილეობის შედეგი დიაგნოზიც იყო და განაჩენიც. ასეთი ვაი-ჩემპიონატისგან არაფერია გასაკვირი
დავითი
რით ხარ რომელიმე დისტრიბუტორზე მეტი თენგო?! კაპიკების ღირსი არ ხართ უმრავლესობა თქვენი თამაშიდან გამომდიარე...
არადისტრიბუტორი
ეს ნაგლები ნახე - ქვეყანა და დასაქმებული ხალხი, მათ შორის დისტრიბუტორები, გაჭმევენ და გინახავენ ფეხბურთელებს და კლუბებში დასაქმებულ მთელი მუქთახორების ამალას, რომ იცოდეთ. ერთი ადგილის განძრევა გევალებათ მოედანზე და იმასაც ვერ აკეთებთ და აქეთ გვაყვედრით კიდევ თავს. ერთი დისტრიბუტორის ფრჩხილის ღირსი არაა მთელი ქართული ფეხბურთი
555
ვერ გაიგეთ, რომ თქვენმა პატრონებმა გავლენა დაკარგეს და ახლა სხვა ხალხის გავლენა იზრდება და შესაბამისად აწი თქვენანნაირი სხვა უნიჭოები ითამაშებენ. ბევრი არაფერი იცვლება ჯამში ისეთივე სიტუაციაა. რით ჯობიხართ დისტრიბუტორებს, მაგარი ნიჭიერები ხართ არა, თავის დროზე პატრონებმა არ გაგქაჩეს ჩაიხედეთ გულებში და სხვებს შეურაცყოფას ნუ აყენებთ, რა დისტრიბუტორი პროფესია არ არის, შეიძლება იქ თქვენზე ნიჭიერი ყოფილი ფეხბურთელი მუშაობს.
დისტრიბუტორი
დისტრიბუტორისნაირ შრომას მიეჩვიეთ მთელი ქართული ფეხბურთის შემადგენლობა და მერე დაუთვალეთ ხელფასი.
დისტრიბუტორი
დისტრიბუტორებს .... მთელი ქართული ფეხბურთის შემადგენლობამ თავის ფედერაციის პრეზიდენტიანად. ისეთი შრომა ისწავლეთ ჯერ დისტრიბუტორები რომ შრომობენ და მერე შეედარეთ ხელფასის რაოდენობაზე.
თბილისი
ზოგ ზოგიერთებისნაირ ფეხბურთელს დისტრიბუტორზე ანკლები უნდა ქონდეს ხელფასი
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
ესპანეთმა ხორვატიას თამაში შემოუტრიალა - ინგლისმა ჩეხეთს მოუგო
[VIDEO] U21. საქართველოს ნაკრები გერმანიასთან დამარცხდა
მამარდაშვილი "რეალში" კურტუას შესაძლო შემცვლელად - ესპანური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
დე ლაურენტისმა გაამხილა, რატომ გადაიფიქრა ინფანტინოს მოკვლა
საპოვნელა-დინამო (თბ) 1:2 - იყო თუ არა პენალტი? [VIDEO]
ზვიად ჯელაძე: "საპოვნელაში" რადიკალური ცვლილებები მოხდა
"ემოციურად ვილაპარაკეთ..." ლანჩხუთში კახა გოგიჩაიშვილის ცემას არ ადასტურებენ
მერანი-მონტანა 1:1 - ზავი ბულგარელებთან
ჩვენმა მუშაობამ შედეგი გამოიღო... "ჭიათურის" პრეზიდენტს დიდი გეგმები აქვს
საპოვნელა-გურია 0:2 - ფრანგულ-უკრაინული გოლებით [VIDEO]
უმაღლესი ლიგა. XVI ტურის წინათქმა: გადაფორმატება
მერანი VS ტორპედო - "მერანი" პირველად, "ტორპედო" მეშვიდედ!
დინამო(თბ)-შუქურა 1:1 - სენსაცია ეროვნულ ლიგაში [VIDEO]
შუქურა-სამტრედია 2:2 - სოსიაშვილი ქულით დაბრუნდა
მალხაზ ჟვანია: ცხინვალის "ლიახვის" მთავარი მიზანი უმაღლესი ლიგაა
თენგიზ ჩიკვილაძის ეფექტური ჯარიმა თბილისის "დინამოს" კარში [VIDEO]
ზვიად ჯელაძე თერჯოლის "საპოვნელას" მთავარ მწვრთნელად რჩება
"ფეხბურთი და ფეხბურთელები კი არა, ქვეყანაა ყველაფერში დამნაშავე!"
თერჯოლის "საპოვნელა": გიორგი რეხვიაშვილი, დავით ოდიკაძე, ალეკო კოშკაძე...
კახა გოგიჩაიშვილი: ჩვენთან სამ ქულას ნურავინ დაგეგმავს!
მარტვილის "მერანს" კაპიტანი დაუბრუნდა - სერგი ორბელაძე უკანა ხაზს გააძლიერებს
უმაღლესი ლიგა. XVI ტური: "დინამომ" და "დილამ" მეორე წრე მოგებით გახსნეს [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XXVIII ტური: "შუქურას" მოგებამდე ცოტა დააკლდა
სანაია ბიჭებს ხაჭაპურისგან იცავს - "კოლხეთი" ფოთის სარაგბო სტადიონზე ითამაშებს?
ოთარ გაბელიამ "ზუგდიდში" ზუგდიდელები დააბრუნა
მერანი-პირინი 2:3 - მარცხი ბულგარელებთან ხისტ თამაშში
ეროვნული ლიგის XXV ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
9 ახალწვეული! - მარტვილის "მერანში" დიდი ცვლილებებია
ეროვნული ლიგა 2. VI ტური: "გაგრა" პირველად დამარცხდა
ლანჩხუთის "გურიამ" თბილისის "დინამოს" ყოფილი მეკარე ნიკა დაუშვილი დაიმატა
ეროვნული ლიგის XXVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები