დღემდე ჩატარებულ თერთმეტ ფესტივალში საქართველოდან 289 გოგონამ და ვაჟმა მოსინჯა ძალები სპორტის სხვადასხვა სახეობაში
ევროპის ოლიმპიური კომიტეტებისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ყოფილი პრეზიდენტის, ჟაკ როგის ინიციატივით, 1991 წელს საფუძველი ჩაეყარა ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიურ დღეებს, რომელსაც 2000 წლიდან ოლიმპიური ფესტივალი ეწოდა. ზამთარ-ზაფხულ მსგავსი შეჯიბრებები ეწყობა ორ წელიწადში ერთხელ.

შეჯიბრებებში ქართველი სპორტსმენები 1993 წლიდან მონაწილეობენ და ეს იყო დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ჩვენი ათლეტების დებიუტი ოლიმპიური ეგიდით გამართულ ასპარეზობებში.

დღემდე თერთმეტ ფესტივალში 289 გოგონამ და ვაჟმა მოსინჯა ძალები სპორტის სხვადასხვა სახეობაში. მათ მოიპოვეს 58 მედალი, მათ შორის - 17-17 ოქრო-ვერცხლისა და 24 ბრინჯაოსი.

დარწმუნებულნი ვართ, რომ შინაური კედლების თანადგომით, ჩვენი სპორტსმენები წინა წლების მონაგარს საგრძნობლად გაზრდიან.

ახლა კი წლების მიხედვით ფესტივალების ზოგიერთ სტატისტიკურ მონაცემს შემოგთავაზებთ:

I ფესტივალი. ბრიუსელი, ბელგია

1991 წელი

მონაწილეობდა ევროპის 33 ქვეყნის 1200 სპორტსმენი.

საქართველოს წარმომადგენლებს არ უასპარეზიათ.

II ფესტივალი. ვალკენსვაარდი, ჰოლანდია

1993 წ, 3-9 ივლისი

43 ქვეყანა, 1587 სპორტსმენი.

საქართველოდან - 59 სპორტსმენი, სპორტის 7 სახეობა:მძლეოსნობა, ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ფეხბურთი, ცურვა, ველოსპორტი.

მოპოვებულია 2 მედალი - თითო ვერცხლი და ბრინჯაო.

1. ივერი ჯიქურაული ივერი (ძიუდო, II),

2. ლევან ციგრიაშვილი (ძიუდო, III).

III ფესტივალი. ბათი, ინგლისი

1995 წელი, 9-14 ივლისი

47 ქვეყანა, 1816 სპორტსმენი.

საქართველოდან - 20 სპორტსმენი, სპორტის 6 სახეობა: მძლეოსნობა, ძიუდო, ჩოგბურთი, ველოსპორტი, ცურვა, სპორტული ტანვარჯიში.

5 მედალი:1 ოქრო, 1 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

1. დავით ჯავახიშვილი (ძიუდო, I),

2. ფირუზ ტყეშელაშვილი (ძიუდო, II),

3. ლევან სირაძე (ძიუდო, III),

4. გიორგი გუგავა (ძიუდო, III),

5. ლევან სულხანიშვილი (ძიუდო, III).

IV ფესტივალი. ლისაბონი, პორტუგალია

1997 წელი, 18-24 ივლისი

47 ქვეყანა, 1842 სპორტსმენი.

საქართველოდან - 36 სპორტსმენი, სპორტის 4 სახეობა: მძლეოსნობა, ძიუდო, ველოსპორტი, ფეხბურთი.

4 მედალი: 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.

1. ფეხბურთის ნაკრები (I ადგილი): ზ. ჯოლოხავა, ი. დევიძე, ჟ. ჯოლოხავა, ვ. აბრამიძე, ე. საჯაია, ლ. კაკაშვილი, ო. გველესიანი, ლ. კორღალიძე, ვ. გაგუა, დ. დიღმელაშვილი, გ. დეკანოსიძე, შ. აფხაზავა, ჯ. სიამაშვილი, ა. რომანიძე, ს. ხუროძე, ლ. ჯაკობია.

2. ვანო ნადირაშვილი (ძიუდო, II),

3. გრიგოლ მამრიკიშვილი (ძიუდო, III),

4. გელა ბარათაშვილი (ძიუდო, III).

V ფესტივალი. ესბერგი, დანია

1999 წელი, 10-16 ივლისი

48 ქვეყანა, 1876 სპორტსმენი.

საქართველოდან - 14 სპორტსმენი, სპორტის 4 სახეობა: მძლეოსნობა, ძიუდო, ჩოგბურთი, ველოსპორტი.

7 მედალი: 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

1. ზაზა ებელაშვილი (ძიუდო, I),

2. ზვიად ხანჯალიაშვილი (ძიუდო, II),

3. დათო სებისკვერაძე (ძიუდო, II),

4. გიორგი თორთლაძე (ძიუდო, II),

5. მინდია ბოდაველი (ძიუდო, III),

6. სოსო მეზვრიშვილი (ძიუდო, III),

7. ჯაბა გოგიშვილი (ძიუდო, III).

VI ფესტივალი. მურსია, ესპანეთი

2001 წელი, 10-16 ივლისი

46 ქვეყანა, 1675 სპორტსმენი.

საქართველოდან - 14 სპორტსმენი, სპორტის 4 სახეობა: მძლეოსნობა, ძიუდო, ჩოგბურთი, ცურვა.

6 მედალი: 4 ოქრო, 2 ბრინჯაო.

1. ლაშა გუჯეჯიანი (ძიუდო, I),

2. ჯარჯი ზვიადაური (ძიუდო, I),

3. გრიგოლ შინჯიკაშვილი (ძიუდო, I),

4. მინდია ხომიზური (ძიუდო, I),

5. თევდორე ებელაშვილი (ძიუდო, III),

6. ზურაბ გიგაია (მძლეოსნობა, III).

VII ფესტივალი. პარიზი, საფრანგეთი

2003 წელი, 26 ივლისი-2 აგვისტო

48 ქვეყანა, 1869 სპორტსმენი.

საქართველოდან - 15 სპორტსმენი, სპორტის 4 სახეობა: მძლეოსნობა, ძიუდო, ველოსპორტი, სპორტული ტანვარჯიში.

7 მედალი: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.

1. ლაშა ტვილდიანი (ძიუდო, I)

2. მამუკა ტუღუში (მძლეოსნობა, I)

3. ბექა ბექაური (ძიუდო, II),

4. ლევან გორგაძე (ძიუდო, II),

5. მალხაზ ნიჟარაძე (ძიუდო, II),

6. საბა გავაშელიშვილი (ძიუდო, III),

7. გრიგოლ შოშიაშვილი (ძიუდო, III).

VIII ფესტივალი. ლინიანო, იტალია

2005 წელი, 3-8 ივლისი

48 ქვეყანა, 2082 სპორტსმენი.

საქართველოდან - 31 სპორტსმენი, სპორტის 6 სახეობა: მძლეოსნობა, ძიუდო, სპორტული ტანვარჯიში, ფეხბურთი, ჩოგბურთი, კანოე-კაიაკი.

4 მედალი: 3 ოქრო, 1 ბრინჯაო.

1. ფეხბურთის ნაკრები (I ადგილი):დ. ჯანელიძე, მ. ბჟალავა, ი. შარანგია, რ, წინამძღვრიშვილი, გ. თომაშვილი, მ. დაუშვილი, გ. ხიდეშელი, ნ. გოგოხია, რ. თევდორაძე, ლ. დაუთაშვილი, გ. ნიკოლაიშვილი, ა. ბენაშვილი, ი. ძარია, გ. ხუმარაშვილი, ზ. გვაძაბია გ. ელბაქიძე.

2. პაატა მერებაშვილი (ძიუდო, I),

3. არსენ მაჭარაშვილი (ძიუდო, I),

4. რობერტ მშვიდობაძე (ძიუდო, III).

IX ფესტივალი. ბელგრადი, სერბეთი

2007 წელი, 3-8 ივლისი

49 ქვეყანა, 2082 სპორტსმენი.

საქართველოდან - 27 სპორტსმენი, სპორტის 7 სახეობა: მძლეოსნობა, ძიუდო, სპორტული ტანვარჯიში, ჩოგბურთი, ველოსპორტი, ცურვა, მაგიდის ჩოგბურთი

6 მედალი: 2 ოქრო, 2 ვერცხლი, 2 ბრინჯაო.

ზებედა რეხვიაშვილი (ძიუდო, I),

ეკა გორგოძე, გ. ხმიადაშვილი (ჩოგბურთი, I),

ზვიად კაპანაძე (ძიუდო, II),

ეკა გორგოძე (ჩოგბურთი, II),

გიორგი მერმანიშვილი (ძიუდო, III),

ოთარ კაიდარაშვილი (ძიუდო, III).

X ფესტივალი. ტამპერე, ფინეთი

2009 წელი, 19-24 ივლისი

49 ქვეყანა, 2115 სპორტსმენი.

საქართველოდან - 24 სპორტსმენი, სპორტის 5 სახეობა: ძიუდო, ცურვა, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, მძლეოსნობა.

3 მედალი: 2 ვერცხლი, 1 ბრინჯაო.

1. ბექა ტუღუში (ძიუდო, II),

2. ლევან რუაძე (ძიუდო, II),

3. ლუხუმ ჩხვიმიანი (ძიუდო, III).

XI ფესტივალი. ტრაბზონი, თურქეთი

2011 წელი, 23-29 ივლისი

49 ქვეყანა, 2500 სპორტსმენი.

საქართველოდან - 22 სპორტსმენი, სპორტის 5 სახეობა: ძიუდო, ცურვა, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ველოსპორტი.

6 მედალი: 1 ოქრო, 1 ვერცხლი, 4 ბრინჯაო.

1. ბექა ღვინიაშვილი (ძიუდო, I),

2. ლაშა ღულელაური (მძლეოსნობა, II),

3. გიორგი ლაზუაშვილი (ძიუდო, III)

4. გიორგი მუზაშვილი (ძიუდო, III),

5. ლევან გუგავა (ძიუდო, III),

6. თემურ კირაკოზაშვილი (ძიუდო, III).

XII ფესტივალი. უტრეხტი, ჰოლანდია

2013 წელი, 13-20 ივლისი

49 ქვეყანა, 2500 სპორტსმენი.

საქართველოდან - 27 სპორტსმენი, სპორტის 5 სახეობა: ძიუდო, ცურვა, ჩოგბურთი, მძლეოსნობა, ველოსპორტი.

8 მედალი: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 3 ბრინჯაო.

1. ერეკლე არხოზაშვილი (ძიუდო, I),

2. გიორგი კაციაშვილი (ძიუდო, I),

3. თამაზ კირაკოზაშვილი (ძიუდო, II),

4. გიორგი ძებისაშვილი (ძიუდო, II),

5. იესო კვირიკაშვილი (ძიუდო, II),

6. სიმონ მამარდაშვილი (ძიუდო, III),

7. მარიამ ჯანაშვილი (ძიუდო, III),

8. მარიამ ბოლქვაძე/ნანა ახალკაცი (ჩოგბურთი, III).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ირაკლი
სირაძეს ირაკლი ერქვა
ზურა
აქ აღმოვაჩინე რომ ქართველებს ორჯერ მოგვიგია ფეხბურთში ოქროს მედლები, ამის შესახებ არასდროს მსმენია იქნებ დაწვრილებით მოგვიყვეთ ამ თამაშებზე ვის ეთამაშნენ? ვინ იყვნენ ის ფეხბურთელები, მითუმეტეს ფეხბურთში იშვიათია ჩვენთვის წარმატებები და ძალიან საინტერესო იქნება მადლობა
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
"ოქროს ბურთისთვის" ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის - კონფლიქტის ზღვარზე? მბაპემ და დემბელემ ერთმანეთის მიმართ მოულოდნელი სიტყვები გაცვალეს
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
"ნეიტრალური, მშვიდი ადგილი გვინდა" - დევისი და სმოლკინი ქორწილის გადახდას საქართველოში გეგმავენ
სანაკრებო სია: სად აქვს პრობლემა სანიოლს და რა სიახლეებს უნდა ველოდოთ
როდის იქნება თოფურია ბრძოლისთვის მზად და დაუბრუნდება ოქტაგონს - ქართველს გეიჯისთან რემატჩი სურს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
რა აშენდა და რამდენი დაიხარჯა თბილისი 2015-ის ჩასატარებლად [VIDEO]
თბილისი 2015: ქართველი ძიუდოისტები ბრძოლას კიდევ 2 მედლისთვის აგრძელებენ
თბილისი 2015: ონისე სანებლიძემ საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა! [VIDEO]
თბილისის 2015: საქართველოს ბრინჯაოს მედალი გელა ზაალიშვილმა მოუტანა
ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა - "თბილისი 2015" დასრულდა [VIDEO]
თბილისი 2015: ძიუდოისტების ბოლო გაბრწყინება [VIDEO]
თბილისის შემდეგ დიორი - ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი 23 ივლისს გაიხსნება