საქართველოს ხმლით მოფარიკავეებთან ერთად ბაკურიანში საწვრთნელ შეკრებაზე უკრაინელებიც იყვნენ
საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებთან ერთად ბაკურიანში ორკვირიან საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდნენ უკრაინელი მუშკეტერები - პეკინის ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულები, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები და პრიზიორები მწვრთნელების - ვალერი შტურბაბინისა და ანატოლი შლიკარის ხელმძღვანელობით. კიევში გამგზავრების წინ სტუმართა თავკაცები მასპინძლებთან ერთად რედაქციაში გვესტუმრნენ.

- ისე ვართ აღფრთოვანებული, საჯაროდ მადლობა რომ არ გვეთქვა, არ იქნებოდა, - გვითხრა მთავარმა მწვრთნელმა შტურბანინმა. - თავიდან ორი ობიექტი გვქონდა ამორჩეული - მედეო და ბაკურიანი. ყაზახები ახლა აზიის თამაშებისთვის ემზადებიან და ჩვენთვის არ ცხელათ. თანაც ისეთი პირობები შემოგვთავაზეს, ჩვენს მოთხოვნებს რომ არ შეესაბამებოდა - პიონერთა ბანაკში, სადაც სატრენაჟორო დარბაზიც არ აქვთ, ნამდვილად ვერ ვივარჯიშებდით.

ბაკურიანზე ბევრი რამ გვსმენია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში - ის ხომ საკავშირო ნაკრების საწვრთნელი ბაზა იყო. ნანახმა მაინც ყველა მოლოდინს გადააჭარბა - შესანიშნავი ჰაერი, ქათქათა თოვლი, ჩინებული სათხილამურო ტრასები, 2700 მეტრიდან დაშვება, სატრენაჟორო დარბაზი და საცურაო აუზი - ასეთ პირობებზე მხოლოდ ოცნება თუ შეგვეძლო. მერე მასპინძლებთან ურთიერთობას არ იკითხავთ? ქართველ კოლეგებთან დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს და სხვაგვარად ვერც წარმოგვიდგენია.

ფრანგებმა შარშან მოფარიკავეთა მსოფლიოს ჩემპიონატი ერთი თვის დაგვიანებით, ანუ წლის მიწურულს ჩაატარეს, ამიტომ ახალი სეზონისთვის მოსამზადებლად ცოტა დრო რჩება. არადა, წლეულს სალიცენზიო ტურნირები მოგველის, ამიტომ ფორსირებულად გვიწევს სპორტულ ფორმაში შესვლა.

- ბაკურიანში მხოლოდ ახალგაზრდები იახლეთ?

- რას ბრძანებთ! მოხმალავეთა ეროვნული ნაკრები, თან 4 ახალგაზრდაც ჩამოვიყვანეთ, რომ უფროსებთან ერთად მოემზადონ წლევანდელი ორთაბრძოლებისთვის.

- ქართველ მოფარიკავეებზე რას იტყვით?

- იყო დრო, ქართული საფარიკაო სკოლის წარმომადგენელთა სახელი მთელ მსოფლიოში ქუხდა - ასათიანი, კოსტავა, აფციაური, ოსიპოვი, სახვაძე... რომელი ერთი ჩამოვთვალო. საბჭოეთის დაშლის შემდეგ ვითარება შეიცვალა. საბედნიეროდ, ბოლო დროს საქართველოში ფარიკაობისადმი დამოკიდებულება სასიკეთოდ შეიცვალა. ფედერაციისა და სპორტის მესვეურებთან ერთად მწვრთნელთა და სპორტსმენთა სურვილს, მონდომებას ნელ-ნელა შედეგებიც მოაქვს. ქართველი მოფარიკავის ჭაბუკთა მსოფლიო თასზე მესამე ადგილის დაკავება უკვე კარგის მომასწავებელია.

მახსოვს, ჩვენს გოგონებზეც ქირქილებდნენ უკრაინაში - ეს რა შეჯიბრება იყოო. მერე მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-5 ადგილსაც ცხვირის აბზუებით შეხვდნენ. 2007 წლის მსგავს შეჯიბრებაზე მეორე ადგილის დაკავებით პეკინის ოლიმპიადის საგზურები რომ მოვიპოვეთ, ჩვენდამი დამოკიდებულება შეიცვალა. მერე პეკინის თამაშებზე კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზეც ავედით. დრო და მოთმინებაა საჭირო. კარგი ბიჭები გყავთ, ტექნიკურებიც არიან, მაგრამ ტაქტიკაში მოიკოჭლებენ.

ბაკურიანში უმთავრესად საერთო ფიზიკური მომზადებისთვის ჩამოვედით. თქვენებიც ჩემს შეგირდებთან ერთად დარბოდნენ. თავიდან გაუჭირდათ დატვირთვებთან შეგუება, მერე გაუშინაურდნენ. ახალგაზრდები მალევე დაუახლოვდნენ ერთმანეთს.

მერწმუნეთ - ერთობლივი წვრთნების, ურთიერთგამოცდილების გაზიარების და ერთიანი მცდელობის გარეშე წარმატებას ვერ მივაღწევთ, დიდ სპორტსმენს ვერ გავზრდით. სპარინგია საჭირო, თანაც რაც შეიძლება მრავალმხრივი. ამიტომ ჩვენი ჩამოსვლა, თქვენი სპორტსმენების სტუმრობა კიევში ორივე ქვეყნის მოფარიკავეების ოსტატობის ამაღლებაზე დადებითად იმოქმედებს. საპასუხო ვიზიტისას ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქართველ კოლეგებს ვალში არ დავრჩეთ.

- მეტ დროს კადეტებსა და ახალგაზრდებს ვუთმობ, მათთან ერთად დავდივარ შეჯიბრებებზე, - ჩაერია საუბარში ანატოლი შლიკარი. - იმ ტურნირებზე ქართველ მოფარიკავეებსაც ვხვდები. მომწონს მიხეილ მარდალეიშვილი და თეოდორა კახიანი.

მიზანმიმართული მუშაობით მათგან კარგი სპორტსმენები დადგება. 24 იანვარს კიევთან ახლოს ოლიმპიურ ბაზაზე შევიკრიბებით. იქ თქვენი ნაკრების მთავარი მწვრთელი მერაბ ბაზაძეც ჩამოვა ოთხ შეგირდთან ერთად. ახალი სეზონისთვის მზადებას განვაგრძობთ. ვფიქრობ, სასურველ შედეგსაც მოვიმკით.

მერაბ ბაზაძე: ქართველი ბიჭები კიევში ივარჯიშებენ უკრაინის მოხმალავეთა ნაკრების წევრებთან, რომლებიც რეგალიებით არიან დახუნძლული. ეს მათთვის პატივიცაა და პასუხსაგებიც. ბაკურიანში ჩვენები ფიზიკურად საკმაოდ მომძლავრდნენ. უკრაინაში კარგა ხანს დარჩებიან, შეჯიბრებებზეც იქიდან ივლიან. იმედია, წლეულს შარშანდელზე უკეთესი შედეგები გვექნება.

დავით სახვაძე, საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის გენერალური მდივანი: ბაკურიანში ერთობლივი საწვრთნელი შეკრებით კმაყოფილი ვარ. ტიტულოვან მოფარიკავეებთან სპარინგი ქართველ სპორტსმენებს წაადგებათ. ყველაფერს ვიღონებთ საიმისოდ, რომ ლონდონის ოლიმპიადაზე ერთი წარმომადგენელი მაინც გვყავდეს. მანამდე კი, თებერვლის მიწურულს, კადეტთა ევროპის პირველობაა. ამ შეჯიბრებაზე მიხეილ მარდალეიშვილმა თავისი სიტყვა უნდა თქვას.

სანდრო ბაზაძემ ალჟირის მსოფლიო თასი მოიგო
[PHOTOS] "როდესაც, თითქმის შიშველი ხარ" - უკრაინელი სპორტსმენის თამამმა ფოტოებმა საზოგადოება აღაფრთოვანა
გიორგი ურუშაძე სოფიაში მიმდინარე კადეტთა ციკლის ტურნირის ჩემპიონია
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა
[VIDEO] მამუკელაშვილის მაგარი მატჩი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო