ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია
ფეხბურთში მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეთა ვინაობა ცნობილია.

25 ივლისს, სანკტ-პეტერბურგში გამართულ წილისყრაზე მუნდიალის შესარჩევი ეტაპის ჯგუფები დაკომპლექტდა. საქართველოს ნაკრები, რომელიც ფიფას რეიტინგში დღესდღეობით 153-ეა და წილისყრისას ბოლო, მეექვსე კალათაში იყო, D ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად მოლდოვის, ირლანდიის, სერბეთის, ავსტრიისა და უელსის ეროვნული გუნდები შეხვდა.

ევროპის ზონის შესარჩევის დანარჩენ ჯგუფებში გუნდები ასე განაწილდნენ:

A ჯგუფი

ლუქსემბურგი, ბელორუსი, ბულგარეთი, შვედეთი, საფრანგეთი, ჰოლანდია.

B ჯგუფი

ანდორა, ლატვია, ფარერები, უნგრეთი, შვეიცარია, პორტუგალია.

C ჯგუფი

სან-მარინო, აზერბიაჯანი, ნორვეგია, ჩრდილოეთ ირლანდია, ჩეხეთი, გერმანია.

E ჯგუფი

ყაზახეთი, სომხეთი, მონტენეგრო, პოლონეთი, დანია, რუმინეთი.

F ჯგუფი

მალტა, ლიტვა, სლოვენია, შოტლანდია, სლოვაკეთი, ინგლისი.

G ჯგუფი

ლიხტენშტაინი, მაკედონია, ისრაელი, ალბანეთი, იტალია, ესპანეთი.

H ჯგუფი

კვიპროსი, ესტონეთი, საბერძნეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ბელგია.

J ჯგუფი

ფინეთი, თურქეთი, უკრაინა, ისლანდია, ხორვატია.

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ სტადიაზე, რომელსაც რუსეთი უმასპინძლებს, მსოფლიოს რჩეული 31 ქვეყნის ნაკრები და პლუს ტურნირის მასპინძელი იასპარეზებს.

ევროპის კონტინენტიდან შესარჩევ ეტაპზე 52 ქვეყანა მონაწილეობს; გუნდები 9 შესარჩევ ჯგუფში (7 ექვსგუნდიან და 2 ხუთგუნდიან) არიან გადანაწილებული. მუნდიალის საგზურს ავტომატურად მიიღებენ ჯგუფების გამარჯვებულები, ხოლო დანარჩენი ოთხი საგზურისთვის პლეი-ოფები გაიმართება - შესარჩევი ციკლის ყველაზე უარესი შედეგის მქონე მეორეადგილოსნის გამოკლებით, 8 მეორეადგილოსანი ორმატჩიან დუელში 4 საგზურს გაითამაშებს.

მუნდიალის შესარჩევი ციკლი ევროპაში სტარტს 2016 წლის 4 სექტემბერს აიღებს და 2017 წლის 10 ოქტომბერს დასრულდება.

EEEh, RAS IZAM?!
რეალურად რომ ვთქვათ, მყარი მე-4 ადგილი უკვე შედეგი იქნება.
qqq
რეალურად შევხედოთ სიტუაციას თუ რა ნაკრები გვყავს. ძალიან მინდა მოგება და გასვლა, მაგრამ...
ზვიად
აბა დავაი ვისაც მოგება არ გინდათ"კუხნაში" დაახვიეთ.
ramo
აბა თქვენა გყოლიათ რა ჩიტები. ბოლოზე გავალთ, უეჭველი, თავს დავდებ.
irakli apkhaidze
ისეთი ჯგუფია სადაც მესამეზე გასვლა და მომდევნო ევროპისთვის უკეთეს კალათაში მოხვედრა რომ შესაძლებელია (რაც ცხადაძემ დანიშვნისთანავე დაუკვეთა თავის თავს)
tamazi tsomaia
ამაზე ადვილი ჯგუფი წარმოუდგენელია.ამ ჯგუფში 1 ადგილზე,თუ ვერ გავალთ უნდა შევეშვათ ფეხბურთის თამაშს.
enp
ჩივაძის ნაკრებს გამართლებოდა ასე მეტოქეებში ერთხელ მაინც ვიქნებოდით მუნდიალზე მოხვედრილები. ეხლა უბრალოდ გავალთ ბოლოდან მეორეზე
ავთო
ვის გინდა რომ აჯობო მოლდოვის გარდა - ცოტა ხომ უნდა ვიაზროვნოთ ქართველებო???
dave
აჰა ძმაო, არცერთი გრანდი ! ამაზე უკეთესი ჯგუფი სიძლიერის მხრივ მე ვეღარ წარმომიდგენია ! ეს არის ყველაზე დიდი შანსი გასვლისა ქვეჯგუფიდან !
sano
თუ ვინმეს რამის პრეტენზია აქვს ახლა თქვას სათქმელი--ჰა ბურთი და მოედანი!
Levan
ამაზე კარგი ჯგუფი საქართველოს არასდროს ჰქონია. ცხადაძეს ნამდვილად აქვს შანსი ისტორიაში შევიდეს თუ სათანადიდ მოამზადებს ნაკრებს. ამისთვის საჭიროა რაც შეიძლება მეტი შეკრება მოაწყოს, მოამზადოს გუნდი, იქირაოს ძლიერი ფიზმომზადების სპეციალისტები, ძლიერი ფსიქოლოგები, ტაქტიკოსები. კარში დარტყმები, სირბილი და დისციპლინა ასწავლოს ფეხბურთელებს. მოკლედ ყველაფერი უნდა გაიღოს სახელმწიფომაც და მხარში ამოუდგეს გუნდს ყველანაირად. ვფიქრობ ფორმებიც შესაცვლელია

არსებული რესურსების დალაგებითა და სწორად გამოყენებით ამ ჯგუფში მეორე–მესამე ადგილის აღება შეიძლება
ნუკრი
ამაზე მეტი რაღა უნდა გაუმართლოს საქართველოს ნაკრებს.ყველა,ვისაც ფეხბურთში რამე მოეკითხება,მთავრობასთან ერთად,ერთ მუშტად შეკრული გვერდით უნდა დაუდგეს! და თუ რამე შემორჩათ ფეხბურთელობის და კაცობის, ამ ჯგუფიდან პირდაპირ უნდა გავიდნენ.
dima
აქაც თუ ვერ გავედით და- რა გვინდა ფინალურ ეტაპზე?!0-7 ბ -ის წაგებას სულ რომ არ ვიყოთ სჯობს!
მსოფლიო ჩემპიონატი შესარჩევი 2018
არ მივეკუთნები იმ ქომაგთა კატეგორიას რომელიც იძაძის რომ ჩვენი საშველი არაა,მაგრამ არც იმ კატეგორიას რომელთაც გონიათ რომ ამ ჯგუფიდან გასვლა გონია რეალური.მოკლედ პრობლემა ჩემი აზრით იმაშია რომ დინამო თბილისმა მოიგო თასთა თასი და იმის მერე ჩვენ გაგვიჩნდა ილუზია რომ დღევანდელ ნაკრებში გამოჩნდება ყიფიანი, ჩივაძე და ა.შ.რა თქმა უნდა დინამოს წარმატება იყო ღირსეული და მოთამაშეები გვყდა შესანიშნვი, მაგრამ იმის მერე ბევრი დრო გავიდა ფეხბურთი შეიცვალა,სამწუხაროდ დღევანდელი ამ სპორტის სახეობის თამაში არ ვიცით ან ვერ ვიცით.იგივე შეუძლია თქვას სან მარინომ ლუქსემბურგმა და სხვა მეექვსე კალათის გუნდმა რომ შეუძლია გავიდეს.მოკლდ წარმატებას უსურვებ ფეხბურთელებს მწვრთნელს რომლის მიმართაც სიმპათიით ვარ განწყობილი.
Inga
ამაზე უკეთესი მეტოქეები ჯგუფში წარმოუდგენელია,ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე.ეს შანსი აუცილებლად უნდა იქნას გამოყენებული!
მირიანი
მეორე ადგილზე გასვლა შესაძლებელია. მონდომებაა საჭირო და იღბალიც იქნება
imereli
ამ ჯგუფიდანაც თუ ვერ გავედით გავაუქმოთ ფეხბურთი როგორც სპორტი და სიმგერაზე, ცეკვაზე გადავიდეთ.
Dato
უკეთეს ქვეჯგუფს ვერც ვინატრებდით. ერთ რამეს ვერ ვიგებ, რატომ აქვთ აკვიატებული ქართველ ჟურნალისტებს სიტყვა "მუნდიალი"? დასაბუთებულად რომელიმე ჟურნალისტს შეუძლია ქართველ მკითხველს აუხსნას ეს უცნაურობა?
Shalva73
ეს არის ჯგუფი, საიდანაც ნებისმიერი საშუალო დონის ნაკრები აუცილებლად გასვლაზე იფიქრებდა. მაგრამ ვაი, რომ საშუალო დონემდე იმდენი გვიკლია, რამდენიც საქართველოს ყოფილ და ეხლანდელ მთავრობებს ერთად აღებულს საქართველოს პატრიოტობამდე.
Temo
თან გავითვალისწინოთ, რომ აქ ახალგაზრდა თაობის ბევრი ფეხბურთელი ითამაშებს, რომლებმაც ევროპაზე ითამაშეს 2012-ში და 2013-ში. ასე რომ, თუ მოუმატეს, და მწვრთნელმაც ივაჟკაცა, არის შანსი.
მიხეილ
ამაზე უკეთესი ჯგუფი, უბრალოდ წარმოუდგენელია....ახლა უნდა გამოჩნდეს, თუ რა შეუძლია ახალ გუნდს. იმედია, ფედერაციაც მაგ დროისთვის მეტნაკლებად დალაგდება.....
Bacho
დიდებული ჯგუფია,უკეთესს ვერც ინატრებდა კაცი
manu
მშვენიერი ჯგუფია თუ დარჩა საქართველოში რაგაც რწსურსი ფეხბურთელებისა რომლებიც ყველაფერსს გაიღებენ გასვლა სჰეიდზლებ
nodari
რეალურად უკეთესი ვარიანტი შეუძლებელია.ვნახოთიქნებ აქ მაინც მოახერხონ რამე...
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
WU19 | გოგონათა ნაკრები ბულგარეთში გაემგზავრა
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ვინისიუსი მნიშვნელოვნად გაიაფდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
"ცვლილებები აუცილებელია" - უეფამ ჯანი ინფანტინოს გადადგომა მოითხოვა
ნიგერიას 2018 წლის მუნდიალზე არ დაუშვებენ?
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
დე ლაურენტისი: ფეხბურთი ავადაა - ოსიმენის ტრანსფერი?
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
[დღის ინტერვიუ] "თუ საქართველოში ალექს ფერგიუსონი ჩამოვა, პირველი მე მივესალმები"
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
ლიონელ მესიმ გადაწყვიტა, არგენტინის ნაკრებს ბრაზილიასა და კოლუმბიასთან არ დაეხმაროს
მუნდიალი 2018. სამხრეთი ამერიკა: არგენტინამ ვერც ამჯერად მოიგო [VIDEO]
ფიფას პრეზიდენტს მსოფლოის ჩემპიონატის მატჩებზე ქალი არბიტრების დანიშვნა სურს
ამერიკელი სენატორი რუსეთისთვის მუნდიალის მასპინძლობის უფლების ჩამორთმევას ითხოვს
THE GUARDIAN: უეფას პრეზიდენტის პოსტზე შეიძლება ჩეფერინი კობიაშვილმა შეცვალოს
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა