არგენტინელი ფორვარდი "შალკეს" უფასოდ ერგო
გელზენკირხენის "შალკემ" ოფიციალურად გამოაცხადა ბრემენის "ვერდერის" ფორვარდის, ფრანკო დი სანტოს ტრანსფერის შესახებ.

26 წლის არგენტინელმა "მეშახტეებთან" ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა და ახალ კლუბში მეცხრე ნომრით ითამაშებს. გუშინ დი სანტომ წარმატებით გაიარა "შალკეში" სამედიცინო შემოწმება. ფრანკომ გამოიყენა "ვერდერთან" კონტრაქტში არსებული პუნქტი და თავისუფალი აგენტის სტატუსი მიიღო. შესაბამისად, გელზენკირხენელებს უფასოდ ერგოთ თავდამსხმელი.

"მოხარულები ვართ, რომ ფრანკო დი სანტომ ჩვენი კლუბი აირჩია კარიერის გასაგრძელებლად. ის სწორედ იმ ტიპის მოთამაშეა, რომელიც შეტევის ზონაში გვჭირდება", - განაცხადა "შალკეს" სპორტულმა დირექტორმა ჰორსტ ჰელდტმა.

დი სანტო უკვე გაემგზავრა "შალკესთან" ერთად მოკლევადიან საწვრთნელ შეკრებაზე, დღეს კი, შესაძლოა, პირველი მატჩიც ჩაატაროს ახალ კლუბში "პორტუს" წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში.

გასულ სეზონში, არგენტინელმა 26 მატჩი ჩაატარა "ვერდერის" მაისურით გერმანიის ჩემპიონატში და 13 გოლი გაიტანა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
წასვლას არ გეგმავს - ოლისე ზაფხულში "ბაიერნს" არ დატოვებს
"ყველა დროის საუკეთესო მეკარეა" - ტონი კროოსმა ნოიერზე ისაუბრა
"რეალმა" ისევ ვერ მოიგო და შეიძლება "ბარსელონას" კიდევ უფრო ჩამორჩეს
წიტაიშვილმა "მარსელს" ლამაზი გოლი გაუტანა
18 წ. | ექვსი ერის ფესტივალს შოტლანდიით ვასრულებთ
U17 | სან მარინო 1:4 საქართველო
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
"ცუდი შედეგები მისი ბრალი არ არის" - "ლივერპულის" ხელმძღვანელობა სლოტს სრულ ნდობას უცხადებს
[VIDEO] 41 წლის ლებრონ ჯეიმსმა "ლეიკერსს" "გოლდენ სტეიტთან" ულიდერა
[VIDEO] მამუკელაშვილის 18 წუთი - "ტორონტომ" "მაიამი" დაამარცხა
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
"ლივერპული" ალისონს წასვლაში არ უნდა შეეწინააღმდეგოს - მთავარია, მამარდაშვილის დუბლიორი დაიმატონ" - ინგლისური მედია
"ოქროს ბურთი 2026". რეიტინგი განახლებულია - რა შანსები აქვს "კვარადონას"?
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ალისონი სპალეტის შეთავაზებას დათანხმდა - მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა
ჩემპიონთა ლიგა. 1/8 ფინალი: "მანჩესტერ სიტიმ" "შალკე" და გერმანია შეარცხვინა VIDEO]
"მანჩესტერ სიტისთან" დამარცხების შემდეგ "შალკეს" მწვრთნელი გადააყენეს
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ბუნდესლიგა. XV ტური. "შალკემ" "ჰანოვერი" დაამარცხა
ორკაცნაკლული "დორტმუნდი" რურულ დერბიში დამარცხდა [VIDEO]
ბუნდესლიგა. XXXIII ტურის წინ: საჩემპიონო ინტრიგას თუ გამოვიგონებთ...
სავარაუდო ტრანსფერი: დი სანტო კრუზეს შეცვლის
"შალკემ" "ბარსელონას" მცველი ორწლიანი იჯარით აიყვანა
ევროპალიგა. II ტური: ქეცბაიას მარცხი, კვირკველიას ფრე
ბუნდესლიგა. XXXI ტურის წინ: სასწორზე ბევრია - დერბი და ჩემპიონობა!
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
სკრიპნიკის მუზა ფრანკო დი სანტო - სიღატაკიდან ბუნდესლიგის გმირობამდე განვლილი გზა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები