ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეკლან კიდნიმ "სამყურების" შემადგენლობაში ერთ დებიუტანტს უხმო

ირლანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა დეკლან კიდნიმ "სამყურების" შემადგენლობაში ერთ დებიუტანტს უხმო. "ქონოთის" უკანახაზელი მაიკ მაკკარტი, რომელიც იქამდე ინგლისური "ნიუკასლის" ღირსებას იცავდა, წლეულს "მაგნერს ლიგაში" ბრწყინვალედ ასპარეზობს და კიდნის ყურადღება მიიქცია.

ტრავმის მოშუშების შემდეგ ნაკრებს დაუბრუნდნენ მორკინალები რორი ბესტი და ლუკ ფიცჯერალდი. სამაგიეროდ "სამყურებს" დააკლდებათ "ლესტერ ტაიგერზის" კაპიტანი გორდონ მერფი. მან ინგლისის ჩემპიონატში "ნორსჰემპთონთან" მატჩში მძიმე ტრავმა მიიღო და, შესაძლოა, წლევანდელ სეზონში ვერ ითამაშოს.

ნაკრებში ვერ მოხვდა "მანსტერის" ცხრა ნომერი ტომას ოლირი. კიდნიმ მას ეოინ რედანი და პიტერ სტრინგერი არჩია. ოლირიმ ირლანდიის A ნაკრებში (ირლანდიელი ნაგაზები) გადაინაცვლა.

ირლანდიის ნაკრები 5 თებერვალს რომში იტალიის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. კიდნი "სკუადრა აძურასთან" მატჩს დიდი სიფრთხილით ეკიდება.

"ეროვნული ნაკრებისთვის მოთამაშეების შერჩევა, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ძალიან რთული იყო. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ყველაზე მეტად ახლა გამიჭირდა. არადა ექვსი ერის გათამაშებას გასვლითი შეხვედრით ვიწყებთ ანგარიშგასაწევ გუნდთან.

იტალიის ნაკრები ნელ-ნელა ძლიერდება. მათი კლუბების ჩართვამ "მაგნერს ლიგის" გათამაშებაში დადებითად იმოქმედა ამ ქვეყნის ნაკრების განვითარებაზე. "სკუადრა აძურასთან" თამაში სულ უფრო რთული ხდება. ამიტომ საწვრთნელ შეკრებაზე მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ, რათა რომში იტალიელების დამარცხება შევძლოთ", - თქვა დეკლან კიდნიმ.

ირლანდიის ნაკრები

შერკინება: რორი ბესტი, ტომ კურტი, შონ კრონინი, ლეო კალენი, სტივ ფერისი, ჯერი ფლენერი, ჯონ ჰეისი, კიან ჰილი, ჯიმი ჰისლიპი, შონ ჯენინგზი, დენის ლამი, მაიკ მაკკარტი, დონჩა ოკალაჰანი, პაულ ოკონელი, შონ ობარიანი, მაიკ ოდრისკოლი, მაილ როსი, რის რადოკი, დევიდ ვოლესი.

უკანა ხაზი: ტომ ბოვი, გორდონ დარსი, გევინ დაფი, ქის ეარლზი, ლაკ ფიცჯერალდი, შონ ჰორგანი, რონან ოგარა, ბრაიან ოდრისკოლი, ეოინ რედანი, ჯონათან სექსტონი, პიტერ სტრინგერი, ენდრიუ ტრიმბლი, პედი ვოლესი.

ექვსი ერი

I ტური

იტალია-ირლანდია, საფრანგეთი-შოტლანდია, ინგლისი-უელსი

დრამატული ფინალი მსოფლიოს თასზე - სამხრეთ აფრიკამ ახალი ზელანდია მძიმე ბრძოლაში დაამარცხა და ტიტული შეინარჩუნა [VIDEO]
ნიკა ამაშუკელი მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კიდის მსაჯი იქნება
ახალმა ზელანდიამ არგენტინა დაამარცხა და მსოფლიო თასის ფინალში გავიდა
ხვალ შეიძლება სლოტს კარისაკენ მიუთითონ - მისი შესაძლო შემცვლელი ცნობილია
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა