ახალი ზელანდიის ჯარის ნაკრებმა ბრიტანულ ტურნეში "მერიფილდზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან პირველად წააგო

1946 წელი

ახალი ზელანდიის ჯარის ნაკრებმა პირველად წააგო ბრიტანულ ტურნეში "მერიფილდზე" შოტლანდიის ეროვნულ გუნდთან 6:11.

1952 წელი

ყოფილმა უელსელმა სპრინტერმა კენ ჯოუნზმა "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებს ორი ლელო გაუტანა და უელსის ეროვნულ გუნდს 8:6 მოაგებინა. ინგლისელთაგან თითო ლელო ალბერტ აჯერმა და ჯონ ვუდვორდმა მიითვალეს. გამარჯვება სტუმართა გუნდს მალკოლმ ტომასმა საჯარიმოთი მოუტანა. უელსის ნაკრებმა "თვიქნემზე" მიღწეული წარმატების შემდეგ შოტლანდიისა და ირლანდიის ნაკრებებიც დაამარცხა. ბოლოს კი საფრანგეთის ნაკრების ძლევით - 9:5 დიდი სლემი შეასრულა.

1963 წელი

ინგლისის ნაკრებმა კარდიფში, საშინელ ამინდში უელსის ნაკრების დამარცხება შეძლო - 13: 6. თითო ლელო ჯონ ოუენმა და მაიკლ ფილიპსმა გაიტანეს. დამთხვევაა, მაგრამ მორიგ გამარჯვებას "პომებმა" კარდიფში ზუსტად 28 წლის შემდეგ მიაღწიეს. ვილ კარლინგის მეთაურობით ინგლისელებმა 25:6 მოიგეს. იმ მატჩის გმირი საიმონ ჰოჯკინსონი იყო, მის ანგარიშზე შვიდი საჯარიმოა. თუმცა შეხვედრა გამორჩეული იმითაც იყო, რომ ცხრამეტი წლის ორი მორაგბის, ნილ ჯენკინსისა და სკოტ გიბსის დებიუტი შედგა.

1974 წელი

ხუთი ერის გათამაშების პირველივე ტურში მასპინძლებმა მოიგეს. საფრანგეთის ნაკრებმა პარიზში ირლანდიის ეროვნული გუნდი 9:6 დაამარცხა, უელსელებმა კი კარდიფში "სკოტებს" მშრალი ანგარიშით 6:0 სძლიეს.

1980 წელი

ინგლისის ნაკრებმა ხუთი ერის გათამაშება ირლანდიის ეროვნულ გუნდთან მოგებით დაიწყო - 24:9. ამ გამარჯვებამ "პომებზე" კატალიზატორივით იმოქმედა და 23-წლიანი პაუზის შემდეგ დიდი სლემის შესრულება შეძლეს.

ირლანდიელებთან მატჩში დებიუტი ჰქონდა სერ კლაივ ვუდვორდს, რომელიც თამაშში ფეხმოტეხილი ტონი ბონდის ნაცვლად ჩაერთო. ვუდვორდმა ეროვნულ ნაკრებში 20 კეპი მოიხვეჭა და ორჯერ ითამაშა "ბრიტანელი ლომების" შემადგენლობაში. თუმცა მან ყველაზე ღირებულ წარმატებას სამწვრთნელო ასპარეზზე მიაღწია. მისი თავკაცობით ინგლისის ნაკრებმა 2003 წელს მსოფლიოს თასი მოიგო, რისთვისაც სერის წოდება მიანიჭეს.

1996 წელი

SANZAR-მა (ზე რაგბის ორგანიზატორი) გადაწყვიტა გუნდებს მატჩში ოთხი და მეტი ლელოს გატანისთვის დამტებით საპრემიო ქულა მიენიჭებინა. ეს ფორმატი, მოგვიანებით, ევროპელებმაც შემოიღეს.

ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
7-კაცა | ევროპულ თამაშებზე ოლიმპიადის საგზურისთვის
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
Eurosport-მა პსჟ-ში კვარაცხელიას კიდევ ერთი შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა დაასახელა
გოგლიჩიძემ ისევ შეუცვლელად ითამაშა - "მონცა" "ტორინოსთან" დამარცხდა
აბუაშვილის "მეცმა" კაცნაკლულ "დიუნკერკს" ვერ მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
ქართველები რუმინეთსა და ინგლისში; იტალიელი, შოტლანდიელი და სამხრეთ აფრიკელი საქართველოში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
კლოპმა განმარტა, რატომ უგულშემატკივრებს ელ კლასიკოში "ბარსელონას"
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
დაბრუნდება ინძაგი იტალიაში? - "იუვენტუსს" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ახალი კანდიდატი ჰყავს
მეტოქე გაირკვა - ბასილაშვილის ასეულში დაბრუნებისა და ფინალში გასვლის გზა ციციპასზე გადის
პსჟ-ის დასაფასებელი საქციელი - ახალი კონტრაქტი კვარაცხელიას და კვლავ ყველაზე მაღალანაზღაურებად ფეხბურთელებში
[VIDEO] მოქმედება, რომელიც ყველაფერს ამბობს - როგორი იყო დუეს რეაქცია, როდესაც კვარაცხელიას ტრავმის შესახებ შეიტყო
როტენი: კატასტროფაა - "კვარას" გარეშე პსჟ ვერასდროს ვერ მოიგებდა ჩემპიონთა ლიგას
Marca-მ გასულ სეზონში საუკეთესოდ კეინი ცნო - მერამდენე ადგილი დაიკავა ხვიჩა კვარაცხელიამ
ბასილაშვილმა მანარინოსაც ადვილად მოუგო და ალმათის ტურნირის ნახევარფინალშია!
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
ხვიჩა გვაკლია და სიცარიელეს აჩენს... პსჟ-ის მატჩია, მაგრამ...