ავსტრალიელი დიდი ხანია, აღარ ითვლება ტოპმოთამაშედ
უიმბლდონისა და დევისის თასის მატჩების შემდეგ, წამყვანმა ჩოგბურთელებმა შვებულება მოიწყვეს. გასულ კვირას ხუთი ტურნირი გაიმართა, რომლებშიც მეორე ეშელონის მოთამაშეებმა მიიღეს თავის გამოჩენის შანსი.

ავსტრალიელი სამანტა სტოსური დიდი ხანია აღარ ითვლება ტოპ-მოთამაშედ და ძალიან სუსტ სეზონს ატარებს, მაგრამ წელს, ტიტულებს რაოდენობით პირადი რეკორდი გაიმეორა. ვეტერანს წარმატებული მგზავრობა ჰქონდა ავსტრიაში, სადაც მთავარი პრიზი მოიპოვა ბად-გაშტაინის ტურნირზე.

სტოსურს პირველივე წრეში შეექმნა პრობლემები, როცა ერთი სეტი დაუთმო ლატვიელ ანასტასია სევასტოვას. ფინალამდე მომდევნო მეტოქეებს კი უფრო დამაჯერებლად გაუსწორდა. მათ შორის იყო ანა შმიედლოვა, რომელმაც წინა კვირას ბუქარესტის ტურნირზე გაიმარჯვა.

ფინალში სტოსურის მეტოქე იყო კარინ კნაპი. იტალიელმა პირველ წრეში უმძიმესი მატჩი მოუგო ტამირა პაჩეკს - მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე გატეხა წინააღმდეგობა. ნახევარფინალში კარინმა მთავარი ფავორიტი - სარა ერანი გამოთიშა ბრძოლას. წვიმის გამო ეს შეხვედრა რამდენჯერმე შეწყდა, ამიტომაც ნახევარფინალი კვირას დასრულდა, რამაც იმოქმედა კნაპის ფიზიკურ მდგომარეობაზე. ერთ დღეში მას ექვსი სეტის თამაში მოუწია და ფიზიკურად ვერ გაძლო. პირველი პარტიის წაგების შემდეგ, სტოსურმა მეორე სეტი ტაი-ბრეიკზე მოიგო, შემდეგ კი დამაჯერებლად დაასრულა მატჩი თავის სასარგებლოდ - 3:6, 7:6(3), 6:2,

სამანტამ კარიერაში მერვე და ამ სეზონში მეორე ტიტული მოიგო.

ბოლო დროს, უკრაინული ჩოგბუთის წარმატებები ელინა სვიტოლინას სახელს უკავშირდება, მაგრამ გასულ კვირას, ყურადღება მიიქცია ლესია ცურენკომ. მან კარიერაში პირველი ტიტულის მოგება შეძლო.

სტამბოლში განთესვის პირველი ნომერი ვინუს უილიამსმა მიიღო, მაგრამ მან პირველივე წრეში სენსაციურად წააგო კიდევ ერთ უკრაინელთან კატერინა ბონდარენკოსთან. თავად სვიტოლინა, რომელიც მეორე ნომრად იყო განთესილი, სათანადოდ მზად არ აღმოჩნდა და მაგდალენა რიბარიკოვასთან წააგო.

ცურენკოს გზა ფინალამდე დარია გავრილოვასთან რთული მატჩით დაიწყო. ისე გამოვიდა, რომ გავრილოვა აღმოჩნდა ერთადერთი, ვინც მომავალ გამარჯვებულს სეტი აართვა. უკრაინელი დამაჯერებლად გაუსწორდა დანიელა ჰანტუხოვას, ბონდარენკოსა და კირსტენ ფლიპკენსს. ფინალში კი მას უპირისპირდებოდა ურსულა რადვანსკა. აგნიეშკას უმცროსი დისთვის ეს იყო მეორე ფინალი კარიერაში. სამი წლის წინ, მან ჰერტოგენბოშის ბალახზე წააგო ნადეჟდა პეტროვასთან გადამწყვეტი მატჩი. ახლა, ისტორია განმეორდა - უიმედო მარცხი ორ სეტში - 5:7, 1:6.

Nurnberger Gastein Ladies

ბად გაშტაინი (ავსტრია)

ფინალი

სამანტა სტოსური (ავსტრა)-კარინ კნაპი (იტა) 3:6, 7:6(3), 6:2.

Istanbul Cup

სტამბოლი (თურქეთი)

ფინალი

ლესია ცურენკო (უკრ)-ურსულა რადვანსკა (პოლ) 7:5, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
კვლავ ორ სეტში - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის მერვედფინალშია
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
ვიწყებთ იპონით - სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
"ეს ნორმალური ნამდვილად არ არის" - დე ლა ფუენტე ხორვატიის გამანადგურებელ მარცხს გამოეხმაურა
ზესტაფონის მარგვეთმა გორში ივერიონს მოუგო
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
U19 | საქართველო 2:2 ლატვია
ნაკრები ბელფასტში გაემგზავრა - გუნდს ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
"ეს ბევრ რამეზე მეტყველებს" - ბასტონი საფრანგეთთან მატჩის შემდეგ
"ჩემთვის ყველაფერი ნათელია" - ლუნინმა "ოქროს ბურთის" ფავორიტი დაასახელა
"ალბათ რამე მეც მერგება" - კუკურელიამ "ოქროს ბურთზე" ისაუბრა
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა