ჰემილტონი დიადი არ არის
უნგრეთის გრანპრის შემდეგ ფორმულა 1-ის პრესამ მკაცრად გააკრიტიკა "მერსედესის" პილოტები და ცაში აიყვანა სებასტიან ფეტელი ბრწყინვალე და უშეცდომო პილოტაჟისთვის...

"მერსედესის" ორივე პილოტის პრობლემების ფონზე, ჟურნალისტებმა სხვადასხვაგვარად შეაფასეს ნიკო როსბერგისა და ლუის ჰემილტონის გამოსვლა. The Telegraph-ის რეპორტიორმა დანიელ ჯონსონმა სერიოზულად გააკრიტიკა მოქმედი ჩემპიონი.

"ადამიანს, რომელიც ხაზს უსვამს თავის პროფესიონალიზმსა და მაღალ ოსტატობას გასწრებების დროს, ბოლო ორი რბოლა თვითრეკლამისთვის არ გამოადგება. სილვერსტოუნში ლუისი ტრასის მიღმა აღმოჩნდა, როცა რესტარტისას ფელიპე მასას შეუტია.

და "ჰუნგარორინგზეც" იგივე შეცდომა დაუშვა. დიახ, სტარტი ცუდი გამოვიდა, მაგრამ მეოთხე პოზიციაზე გადასვლის შემდეგ შეიძლებოდა ზარალის მინიმუმამდე დაყვანა. თუმცა ნიკო როსბერგთან მიახლოებისას, მან ჯერ ტრასის ერთი მხარე აირჩია, შემდეგ მეორე, საბურავები დაბლოკა და ტრეკის მიღმა გადავარდა, რითაც მეათე ადგილამდე ჩამოქვეითდა. რადიოთი ჰემილტონი ჩიოდა, რომ როსბერგმა ტრაექტორია გადაკვეთა, მაგრამ მსგავსი რამ არ ყოფილა.

მასას შთამბეჭდავმა გასწრებამ პირველ მოსახვევში, როცა ბოლიდების საბურავებს შორის კონტაქტი იყო, თითქოს მსოფლიოს ჩემპიონს შელახული პრესტიჟის აღდგენის საშუალება მისცა, თუმცა შეცდომები გაგრძელდა. რესტარტზე თავდაცვისას, ლუისი დანიელ რიკარდოს შეეჯახა, წინა ანტიფრთა დააზიანა და პოდიუმის შანსი დაკარგა. ამას დაემატა ჯარიმა პიტლეინზე შესვლის სახით.

შთამბეჭდავი კვალიფიკაციის შემდეგ ეს რბოლა ყველაზე ცუდი იყო ჰემილტონისთვის სეზონში. ბრიტანელი თავად გრძნობდა ამას და საჯაროდ ბოდიში მოუხადა გუნდს. ასეთი გამოსვლებით და არასაჭირო შეცდომებით რთულია, ჰემილტონს დიადი უწოდო".

ჯონათან მაკევოიმ კი Daily Mail-ში ნიკო როსბერგს შეუტია, თან სამართლიანად...

"რბოლამ უნგრეთში ერთი არასასიამოვნო ფაქტი გამოაჩინა: როსბერგის არასაკმარისად კარგი ფორმა. მას ჰქონდა ბრწყინვალე შანსი - გენერალურ კლასიფიკაციაში მინიმუმამდე დაეყვანა ლუის ჰემილტონთან ჩამორჩენა, მაგრამ ხელიდან გაუშვა ეს შესაძლებლობა. საბოლოოდ, ჩვენ ვხედავთ სეზონის ცენტრალურ პრობლემას: ჰემილტონის აშკარა უპირატესობას ტიტულისთვის ბრძოლაში მთავარ კონკურენტთან. დიახ, მათ შორის საერთო ჩათვლაში მხოლოდ 21 ქულაა სხვაობა (ქულათა ძველი სისტემით - ცხრა), არადა, მათ გამოსვლებს თუ შევაფასებთ, ლუისი უფრო წინ უნდა იყოს.

თუ უნგრეთში ჩავარდნას გამოვრიცხავთ, ჰემილტონი კარიერაში საუკეთესო ფორმაში იმყოფება და როსბერგი რეგულარულად ჩამორჩება მას სისწრაფეში. ასე იყო მაშინაც, როცა ისინი ერთად გამოდიოდნენ კარტინგში. მხოლოდ ავსტრიის გრანპრიზე ჰქონდა გერმანელს უპირატესობა.

გასულ სეზონში იყო ორი-სამი მომენტი, როცა როსბერგს ჩემპიონატში ბრძოლის სადავეების ხელში აღება შეეძლო, მაგრამ ეს იმპულსი დაიკარგა და ახლა, წლევანდელ სეზონში გამარჯვება პატარა სასწაული იქნება. როგორც ჩანს, ეს ნიკოსაც კარგად ესმის და ეს ცუდია სანახაობისთვის".

კიმი ფერარის ნამდვილი პილოტია

იმ დროს, როცა "მერსედესის" წარმომადგენლებმა სერიოზული კრახი განიცადეს, სებასტიან ფეტელი უნგრეთის ეტაპის გმირი გახდა.

"ფენომენალური ფეტელი! - აღფრთოვანებას ვერ მალავდა უმბერტო ძაპელონი La Gazzetta dello Sport-დან. - სტარტზე მან როსბერგსა და ჰემილტონს ისე გაუსწრო, თითქოს ლიონელ მესის დრიბლინგი გამოეყენებინოს. მოგვიანებით ფენომენალური დამაჯერებლობა აჩვენა რესტარტისას. რთული იყო როსბერგისა და რიკარდოს შეჩერება, მაგრამ სებმა გაძლო, შემდეგ კი მეტოქეები ერთმანეთს შეეჯახნენ.

კიმისთვის კი რბოლის შედეგი სასტიკი აღმოჩნდა. მან სუპერრბოლა ჩაატარა, როცა სტარტზე მეხუთე ადგილიდან მეორეზე გადავიდა. მაგრამ იღბალი მის მხარეზე არ იყო. ჯერ ბოლიდს მოსძვრა ერთ-ერთი კამერა, რასაც შეიძლებოდა დაკიდება დაეზიანებინა. შემდეგ კი წარმოიშვა პრობლემა ძალისმიერ აგრეგატთან დაკავშირებით. მაგრამ, რაც მთავარია, კიმი რბოლას წარმართავდა ისე, როგორც ამას "ფერარის" პილოტი უნდა აკეთებდეს. ის იმსახურებს კიდევ ერთ შანსს. მით უმეტეს, რომ ღირსეული ალტერნატივა არ ჩანს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - აშშ
ანტმანი: თუ შანსებს ვერ იყენებ, ამით მეტოქე სარგებლობს
ბაჰრეინთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რობერტსონი "ლივერპულიდან" "ტოტენჰემში" გადავიდა
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
ვინგსმა ჰიუნდაი დაამარცხა და ფინალში ვსა-ს შეუწყვილდა | რა ხდება ასაკობრივ A ლიგებში?
"მე კი წავედი, მაგრამ მის ადგილას კარგად დავფიქრდებოდი" - კოულმა კალაფიორის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"შავი ლომი" | "ტოიოტა ჩელენჯს" "აირლინკ პუმასით" ვიწყებთ
კიტეიშვილი: სანაკრებო დონეზე შედეგები მარტივად არ მიიღწევა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ
ოფიციალურად - "ლივერპული" ირაოლამ ჩაიბარა
U21 | აშშ V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბრანსკოში
არც კოშტა და არც სვილარი - პსჟ იტალიელ მეკარეს დაიმატებს
Le Parisien: პსჟ-მ ბატრაკოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ესპანეთი
ქალთა ნაკრები ფარერის კუნძულების ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს
"ხვიჩა პირველივე წუთებიდან ითამაშებს... მამარდაშვილს ვურჩევდი, რომ სხვა კლუბში გადავიდეს" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ვან დერ ვაარტმა მიანიშნა, რომ რუსებმა ევროპირველობაზე დოპინგი მიიღეს
მატჩის დღე! ბაჰრეინთან "მამარდას" გარეშე და "კვარასთან" ერთად
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
"რეალის" ფეხბურთელობისას რომ ეს მეთქვა, მომკლავდნენ, მაგრამ..." - აზარმა ერთმანეთს მესი და რონალდო შეადარა
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]