კარგი იქნება, დასუფთავების სამსახური თემქის იმ ქუჩას თუ დაასუფთავებს, რომლითაც უცხოელები ოლიმპიური სოფლიდან დიღმისკენ, სპორტულ ბაზებზე მიდიან
ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც თბილისი მასპინძლობს, საკმაოდ კარგადაა ორგანიზებული. ყოველ შემთხვევაში, საშეჯიბრებო ნაწილი, რაც სპორტსმენებსა და უცხოელ სტუმრებს ეხება. ყველა მათგანი კმაყოფილია საცხოვრებელი თუ საშეჯიბრებო პირობებით, კვებით, ოლიმპიური სოფლით, ორგანიზებით და თავად ქალაქით.

გარედან რაც ჩანს, ტრანსპორტი და უცხოელთა გადაყვანა სოფელსა და ბაზებს შორის, თავად არენებზეც სპორტსმენთა გაყვანა და შეჯიბრების ორგანიზებულად ჩატარება, მოწესრიგებულია, რასაც ვერ ვიტყვით ჟურნალისტთა სამუშაო პირობებზე.

სამწუხაროდ, ბაზების უმეტესობაში პრესლოჟა, უბრალოდ, გამოტოვებულია - ტრიბუნაზე არც მწერალი ჟურნალისტებისთვისაა ადგილები გათვალისწინებული და არც ტელეოპერატორებისთვის. თუმცა მათთვის აქა-იქ მაინც არის ადგილები მითითებული, მაგრამ - კუთხეებში, სადაც გადაღება არც ისე ეფექტურია.

ამის გაკეთებას დამატებითი ფული არ სჭირდებოდა, საჭირო იყო მხოლოდ პროექტში ამის გათვალისწინება. სამაგიეროდ, ვიპ-ლოჟები და ვიპ-ლაუნჯები არაა დავიწყებული. სხვა თუ არაფერი, პრესცენტრებში მაგიდებისა და სკამების დამატება ხომ შეიძლება! თუმცა ეს ოთახებიც იმდენად პატარაა, ბევრი მაგიდა არც დაეტევა, მაგრამ სკამები მაინც იყოს, დასწრებაზე რომ არ ვიყოთ და ფოსტის ცხენებივით ფეხზე დამდგარმა არ ვიმუშაოთ ლეპტოპებში...

პირველ დღეს ფრენბურთის დარბაზში ყავის აპარატი და ტკბილეული ყუთებზე ელაგა... ჩვენ ჯანდაბას (თუმცა რატომ ჯანდაბას - ჩვენც ხომ მოქალაქეები ვართ), მაგრამ ამას უცხოელებიც ხედავენ და რეაქციაც შესაბამისია.

მძლეოსნობის სტადიონზე იქაურმა მოხალისეებმა მითხრეს, ამ დილით ერთი ამბავი დაგვაწიეს უცხოელებმა, როცა ლოჟა მოიკითხეს, ინტერნეტი, დასაჯდომი ადგილები და არაფერი არ იყოო (თუმცა ინტერნეტის პრობლემა ნამდვილად აღარაა), ძიუდოს აკადემიაში კი იქაურმა მოხალისემ გვითხრა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი გაგვიწყრა, ჩვენთან როგორი ორგანიზება იყო ევროპულ თამაშებზე, თქვენთან კი როგორიაო...

ამ პრობლემების გამოსწორება იოლად შეიძლება და სწორედ იმიტომ ვწერთ, რომ მიხედონ, რათა კარგად ორგანიზებულ ფესტივალს ჩრდილი არ მიადგეს.

ასევე, კარგი იქნება, ქალაქის დასუფთავების სამსახური ამ ერთი კვირის განმავლობაში თემქაზე იმ მთავარ ქუჩას თუ დაასუფთავებს, რომლითაც ყოველდღე უცხოელები ოლიმპიური სოფლიდან დიღმისკენ, სპორტულ ბაზებზე მიდიან.

ასევე კარგი იქნება, თავად დიღმის მასივშიც, მთავარ მოედანსა და ლუბლიანის ქუჩას შორის მდებარე სკვერს თუ დაასუფთავებენ.

379
ისე, სხვა ქუცჰებიც რომ დაგესუფტავებინატ, ხელი არ წაგცდეტ, ეგეტი რამ არსად არ ხდება
vin tqva ro kmayofilebi arian
olimpiur spfelshi Arc sacxovrebeli pirobebi barga da arc kveba. shoridan es korpusebi lamaAd chans axlodan naxet rac chirs shignitac katastrofaa yoveldge ragac fuchdeba! kveba uxarisxo da ertferovania ucxoelebma garet chama daiwyes! vaahlAtamaa cvigacis dasetyvili bagebidN mkvaxe da ugemuri. xili amis garsda banania da sul egaa ' arAda xilisravalferovnebit da hemoti maimc shegvezlo gamaspinzleba
yochag dima
ყოჩაღ დიმა.გამართული ქართულისთვის,მადლობა.
dima
მინდა ვიყო ევროპა-ვართ ჩვენ
raj kumar
თბილისი კაი თბილი ქალაქია, მაგრამ მაინც სუფტა აზიურია მაინც. ეს პირველ რიგში მძღოლების მიერ მოძრაობის წესების უგულველყოფასა და დასუფთავებას ეხება. ხალხი კი, ნამდვილად თბილია, ისე როგორც ეს, აზიელებს ჩვევიათ ხოლმე.
ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
რა აშენდა და რამდენი დაიხარჯა თბილისი 2015-ის ჩასატარებლად [VIDEO]
თბილისი 2015: ქართველი ძიუდოისტები ბრძოლას კიდევ 2 მედლისთვის აგრძელებენ
თბილისი 2015: ონისე სანებლიძემ საქართველოს მეოთხე ოქრო მოუტანა! [VIDEO]
თბილისის 2015: საქართველოს ბრინჯაოს მედალი გელა ზაალიშვილმა მოუტანა
ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა - "თბილისი 2015" დასრულდა [VIDEO]
თბილისი 2015: ძიუდოისტების ბოლო გაბრწყინება [VIDEO]