გროზნოს "ტერეკის" ჰოლანდიელი მწვრთნელი საკუთარ შთაბეჭდილებებზე, გეგმებსა და სხვა საინტერესო თემებზე საუბრობს
რუუდ გულიტის გროზნოს "ტერეკში" დანიშვნის ამბავი უკვე გაცნობეთ. სახელგანთქმული ჰოლანდიელი ახალ პოსტზე მუშაობას დღე-დღეზე შეუდგება, მანამდე კი რუსულ პრესას საკუთარ შთაბეჭდილებებსა და გეგმებს უზიარებს და სხვა საინტერესო თემებზეც საუბრობს. "სპორტ-ექსპრესში" მასთან გამოქვეყნებულ ინტერვიუს შემოკლებით გთავაზობთ.

- როგორ დაგიკავშირდათ "ტერეკი"?

- ინგლისური სააგენტოს მეშვეობით, რომელიც ჩემს საქმეებს განკარგავს. თავდაპირველად რჩევა გუუს ჰიდინკს ვკითხე. მან მითხრა, რომ ჩეჩნეთში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე მკაფიო წარმოდგენა არ ჰქონდა, სამაგიეროდ, ის ზუსტად იცოდა, რომ "ტერეკი" სტაბილური და ბრძოლისუნარიანი კლუბია. მართალია, გასულ სეზონში წარუმატებლად იასპარეზა, მაგრამ რამდენიმე წლის წინ რუსეთის თასი მოიპოვა. კონსულტაციები მოსკოვში მცხოვრებ ჩემს მეგობრებთანაც გავიარე და საბოლოო გადაწყვეტილებაც მივიღე.

- არსებობს აზრი, რომ ეს ნაბიჯი მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური დაინტერესების გამო გადადგით.

- მერწმუნეთ, ფული გადამწყვეტი ფაქტორი არ ყოფილა. მას შემდეგ, რაც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ბრძოლაში ბელგია-ჰოლანდიის საგანაცხადო კომიტეტის ხელმძღვანელის მისია ამოვწურე, გადავწყვიტე, სამწვრთნელო საქმიანობას დავბრუნებოდი. წამყვანი ევროპული კლუბებისგან წინადადება არ მიმიღია, რაც სეზონის შუაგულში სავსებით ბუნებრივია.

მქონდა ორი ვარიანტი არაევროპული შორეული ქვეყნებიდან, რაც ჩემთვის დიდად საინტერესო არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ, "ტერეკის" მიზანი ევროთასებზე გასვლაა და სწორედ ამ ამოცანამ ითამაშა გადამწყვეტი როლი ჩემს არჩევანში. მიზნის მისაღწევად კლუბის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს. მივიღე პირობა, რომ მაღალი დონის ფეხბურთელების შესაძენად თანხები გამოიყოფოდა. ჩემი გადაწყვეტილება სწორედ ამ მიზეზებმა განაპირობა.

- გროზნოში ცხოვრებას აპირებთ? ოჯახთან ერთად ჩამოხვალთ?

- სავარაუდოდ, გუნდთან ერთად, ბაზაზე ვიცხოვრებ, გროზნოში კი მხოლოდ მატჩების დროს ჩავალ. ჩემი ოჯახი ჰოლანდიაში დარჩება.

- თქვენამდე "ტერეკის" გაწვრთნას ესპანელ ვიქტორ მუნიოსს სთავაზობდნენ. მან გუნდს რამდენიმე ვარჯიშიც ჩაუტარა, მაგრამ საბოლოოდ, კონტრაქტი არ გაფორმდა, რადგან "ტერეკმა" მას წინასწარი შეთანხმების პირობები დაურღვია. ამ ფაქტის გამო ხომ არ შფოთავდით?

- არა, რადგან კონტრაქტი ძალიან მალე გავაფორმე, იქ ჩაწერილი პირობების დარღვევა კი წარმოუდგენლად მიმაჩნია.

- ბელგიურ-ჰოლანდიურმა განაცხადმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალური ეტაპისთვის ბრძოლა რუსეთთან წააგო. საინტერესოა, თუ აპირებთ რუსეთში მუშაობას 2018 წლის მუნდიალამდე?

- იქამდე შვიდ წელიწადზე მეტია დარჩენილი, მწვრთნელები კი მოგეხსენებათ, ერთ ადგილზე დიდხანს იშვიათად მუშაობენ. ძალიან შორს ყურება არ მიყვარს. რაც შეეხება მსოფლიოს ჩემპიონატს, უნდა ვაღიარო, რომ ღირსეულ კონკურენტთან დავმარცხდით.

- რისი მიღწევა გსურთ "ტერეკთან" ერთად?

- გუნდს შესაძლებლობების მაქსიმუმის გამოვლენაში უნდა დავეხმარო. პირველ ეტაპზე აუცილებლად უნდა მოვხვდეთ ევროპის ლიგაზე, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
"დაგვაკლდა თუ არა რონალდო?"- პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელი ჟურნალისტის შეკითხვამ გააღიზიანა
"აქ ვერაფერს ვაკეთებთ, რაც მალე წავალთ, მით უკეთესი" - დე ბრუინის ცოლი ნეაპოლში ცხოვრებით უკმაყოფილოა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
[VIDEO] "მოიგე რა... რამდენჯერ გადაატრიალა, აჭარული იცეკვა..." - ხვიჩა კვარაცხელიას რეაქცია საბა ლაზიშვილის ჭიდაობაზე
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
რამაზ სვანაძე: გოლი ვერ გაგვაქვს, უკვე წარმოუდგენელია!..
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელი: მოვუმატეთ და გავიმარჯვეთ!..
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა ისევ ვერ გაიტანა და უნგრეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] შესანიშნავი თამაში და საქართველოს ნაკრების დამაჯერებელი გამარჯვება ტონგასთან
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"