ერთ დროს ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ უძლიერესი ფორვარდი კარიერას ჰონკონგურ "საუთ ჩაინაში" გააგრძელებს...

ერთ დროს ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ უძლიერეს ფორვარდად მიჩნეული მატეა კეჟმანი კარიერას არც მეტი და არც ნაკლები, ჰონკონგურ "საუთ ჩაინაში" გააგრძელებს. არადა, სერბი ჯერ მხოლოდ 31 წლისაა და რომ არა ჭირვეული ხასიათი და დისციპლინასთან მწყრალი დამოკიდებულება, კიდევ დიდხანს იქნებოდა ჩვენი ყურადღების ცენტრში.

ჰონკონგზე რა გითხრათ და კეჟმანი კარიერის უდიდესი ნაწილი ძალიან საინტერესო იყო. საფეხბურთო საზოგადოებამ იგი ბელგრადის "პარტიზანიდან" გაიცნო, რასაც "ეინდჰოვენში" გატარებული ოთხი წარმატებული სეზონი მოჰყვა. ამის შემდეგ კეჟმანი სახელიან კლუბებს პანტაპუნტით იცვლიდა, მაგრამ განსაკუთრებული კვალი ვერც ლონდონის "ჩელსიში" დატოვა, ვერც მადრიდის "ატლეტიკოში", ვერც სტამბულის "ფენერბახჩეში" და ვერც სანკტ-პეტერბურგის "ზენიტში". ბოლოს იგი "პარი სენ ჟერმენში" ასპარეზობდა და მაინცდამაინც ვერც ფრანგებს გამოადგა.

"აქამდე მთელი კარიერა ევროპაში გავატარე, ახლა კი ახალი გამოცდილების მიღება მსურს. "საუთ ჩაინაში" თამაშის პერსპექტივა ძალიან მხიბლავს და მაქსიმალურად ვეცდები, რომ ამ კლუბს გამოვადგე. ზამთრის განმავლობაში კარგ ფორმაში შევედი, სათამაშოდ და გასატანად ისევ მზად ვარ", - ამბობს კეჟმანი და ციტატის დასაწყისში მოყვანილი მისის სიტყვების გულწრფელობაზე თავად შეგიძლიათ იმსჯელოთ...

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
"თუ ასე თამაშს გავაგრძელებთ, კონფერენს ლიგაზე გასვლითაც ბედნიერები უნდა ვიყოთ" - სობოსლაი საკუთარი გუნდის თამაშით აღშფოთებულია
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] სანდროს 15 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" კონფერენციის ლიდერი დაამარცხა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] კიტეიშვილის დუბლი, უმაღლესი შეფასებები, ორი გაძევება - "შტურმმა" ვენაში გაიმარჯვა და ლიდერია
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა