ასოციაციის სხვა მნიშვნელოვანი ამბები
- აფრიკის ტერიტორიაზე პირველად გაიმართა საკალათბურთო მატჩი NBA-ის მოთამაშეების მონაწილეობით. სამხრეთ აფრიკის ქალაქ იოჰანესბურგში ერთმანეთს შეხვდნენ მსოფლიოსა და აფრიკის ნაკრებები. შეხვედრა მსოფლიოს ნაკრებმა მოიგო - 101:97.

შეხვედრის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი გახდა "მილუოკი ბაქსის" წევრი იანის ანტენტოკუნმპო, რომელიც აფრიკის ნაკრებში თამაშობდა. მის ანგარიშზე 22 ქულა იყო. 20 ქულა შემატა აფრიკელთა ნაკრებს ლუოლ დენგმა. მსოფლიოს ნაკრებში ყველაზე შედეგიანი იყო ბრედლი ბილი "ვაშინგტონიდან" - 18 ქულა.

- უსიამოვნო სიტუაციაში მოხვდა "ატლანტა ჰოქსის" 27 წლის ფორვარდი მაიკ სკოტი, რომელიც თავის 20 წლის ძმასთან ერთად ნარკოტიკების შენახვისთვის დააპატიმრეს. მათ მანქანაში დიდი რაოდენობით მარიხუანა და ესქტაზი აღმოაჩინეს.

თავდაპირველად, პოლიცია საგზაო წესების დარღვევისთვის აპირებდა კალათბურთელის მანქანის გაჩერებას. ძმებმა სკოტებმა გაქცევა სცადეს, მაგრამ არ გამოუვიდათ.

აღვნიშნავთ, რომ სკოტი - "ატლანტას" პირველი წარმომადგენელი არ არის, ვისაც 2015 წელს პოლიციასთან ჰქონდა საქმე. ადრე, მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო დააკავეს გუნდის მთავარი მწვრთნელი მაიკ ბუდენჰოლცერი, მოგვიანებით კი, "ჰოქსის" ორი მოთამაშე - ტაბო სეფოლოშა და პერო ანტიჩი ნიუ იორკის ერთ-ერთ ღამის კლუბში მომხდარი ინციდენტის მონაწილეები იყვნენ, რომლის დროსაც, სეფოლოშამ პოლიციასთან ჩხუბისას, სერიოზული ტრავმა მიიღო.

- "ინდიანა პეისერსის" ცენტრი ჯორდან ჰილი ატლანტას გარეუბანში მანქანის გადაჭარბებული სიჩქარით მართვის გამო დააკავეს. კალათბურთელმა საათში 172 კილომეტრი განავითარა გზის იმ მონაკვეთზე, სადაც მაქსიმალური დასაშვები სიჩქარე იყო - 105 კმ/სთ.

"პეისერსის" პრეზიდენტმა ლარი ბერდმა განაცხადა, რომ გუნდი ამ სიტუაციაში არ დაიცავს ჰილს. 28 წლის კალათბურთელი "ინდიანაში" გასულ სეზონში "ლეიკერსიდან" გადავიდა.

- სლოვენიელი საშა ვუიაჩიჩი ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ბრუნდება. RealGM-ის ინფორმაციით, რუსი ჩოგბურთელის მარია შარაპოვას ყოფილმა გერლ-ფრენდმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა "ნიუ იორკ ნიქსთან".

ასე რომ, სლოვენიელი "ნიქსში" შეურთდება კლუბის პრეზიდენტ ფილ ჯექსონს, რომლის ხელმძღვანელობითაც "ლოს ანჯელეს ლეიკერსში" NBA-ის ორგზის ჩემპიონი გახდა.

გასულ სეზონში, 31 წლის კალათბურთელი "კახა ლაბორალსა" და "ისთანბულში" თამაშობდა, ასოციაციაში კი ბოლოს 2014 წელს გამოჩნდა, მაგრამ ვერ დამკვიდრდა "ლოს ანჯელეს კლიპერსის" შემადგენლობაში.

ოკეანის გაღმა საშა ვუიაჩიჩმა რვა სეზონი ჩაატარა და საშუალოდ, 5.6 ქულა, 1.9 მოხსნა და 1.3 შედეგიანი პასი დააგროვა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მამუკელაშვილის 20 წუთი - სანდრომ "ლეიკერსის" მაისურით პირველად ითამაშა
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ