მოედნის საფარი საგაზაფხულოდ მხოლოდ საჯარიმოების სეგმენტში შეიცვლება, მთლიანად კი ეს ზაფხულისთვის იგეგმება
საქართველოს მორაგბეთა ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართი მსოფლიოს თასისთვის მზადებას 5 თებერვალს დაიწყებს და ერთა თასის გათამაშების პირველ მატჩში თბილისში უკრაინას უმასპინძლებს. ამ ფაქტში საინტერესო ისიცაა, რომ "ბორჯღალოსნები" მეტოქეს არა ეროვნულ, არამედ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებენ. დიდი ხანია, მორაგბეებს ეროვნულის გარდა სხვა არენაზე არ უთამაშიათ და, როგორც გაირკვა, ამის მიზეზად ეროვნული სტადიონზე საფარის შეცვლა დასახელდა.

თუმცა ვითარება სხვაგვარადაა, რაზეც ეროვნული სტადიონის დირექტორი სანდრო შახოვი გველაპარაკა:

- საფარს ახლა არ ვცვლით, სხვაგვარად არის საქმე. 26 მარტს თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ხორვატიას უმასპინძლებს. კარგად გეცოდინებათ, საფარი რა მდგომარეობაში იყო. ასეთ მინდორზე სუსხსა და უამინდობაში თამაშის გამართვა გარკვეულ რისკს უკავშირდება. ჩვენთან თოვლი სულ რომ არ მოვიდეს, თებერვალში მაინც მოდის და ვცდილობთ, რისკი ავირიდოთ. თოვლი რომ წამოვიდეს, მისგან გაწმენდა მოედანს ყველაზე მეტად აფუჭებს. თუმცა თოვლისგან დამცავი საფარი 10 თებერვლისთვის გვექნება და დასაზღვევად შემდგომში მაინც გამოვიყენებთ.

ამიტომ გადავწყვიტეთ, სტადიონის დატვირთვა ხორვატიასთან მატჩამდე მაქსიმალურად შევამციროთ, საფარი დავასვენოთ და საჭირო სამუშაოები ჩავატაროთ. ამის გამო 5 და 12 თებერვალს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "ლოკომოტივზე" ითამაშებს.

- ანუ საფარის შეცვლაზე ლაპარაკი ნაადრევია.

- საფარს ჯერ მხოლოდ საჯარიმოს სეგმენტში შევცვლით, სადაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაა.

- მთლიანად როდის შეცვლით?

- ახლა განიხილება სტადიონის დაფინანსების საკითხი და თუ წარდგენილი ვარიანტი დამტკიცდება, საფარს მთლიანად აუცილებლად შევცვლით, ოღონდ ივნისში. მანამდე კი არსებულის გაუმჯობესებას შევეცდებით. სხვათა შორის, ახლა საფარის გამოცვლა მიზანშეწონილი არც არის, უპირველესად, რისკ-ფაქტორების სიმრავლის გამო. შეიძლება დააგო, მაგრამ სუსხი გააფუჭებს და შრომა და ფული წყალში ჩაიყრება. ჩვენ კი იმის ფუფუნება არ გვაქვს, მინდორი წელიწადში ორჯერ შევცვალოთ.

- დაფინანსების საკითხი როდის გადაწყდება?

- უახლოეს დღეებში.

- როგორც შევიტყვეთ, სტადიონის კერძო პირისთვის გადაცემაზე ლაპარაკი შეწყდა და კვლავ მერია უპატრონებს.

- დიახ, სტადიონი მერიის საკუთრებაა და მენეჯმენტსაც მერია უზრუნველყოფს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა