საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 9 თებერვალს სომხეთთან, კვიპროსული ამხანაგური მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ სომხეთთან 9 თებერვლის კვიპროსული ამხანაგური მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა. ეროვნული გუნდი კუნძულზე 21 ფეხბურთელით ჩავა:

მეკარეები: ნუკრი რევიშვილი (ანჟი, რუსეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი),

მცველები: კახა კალაძე (ჯენოა, იტალია), ზურაბ ხიზანიშვილი (რიდინგი, ინგლისი), ალექსანდრე ამისულაშვილი (კაისერისფორი, თურქეთი), ლაშა სალუქვაძე (რუბინი, რუსეთი), აკაკი ხუბუტია (გაზმეთანი, რუმინეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ლევან კაკუბავა (დინამო თბილისი);

ნახევარმცველები: ლევან კობიაშვილი (ჰერტა, გერმანია), გოგიტა გოგუა (ვოლგა, რუსეთი), ჯანო ანანიძე (სპარტაკი მოსკოვი, რუსეთი), ჯაბა კანკავა (დნიპრო, უკრაინა), გიორგი მერებაშვილი (ვოივოდინა, სერბეთი), ალექსანდრე გურული (კარპატი, უკრაინა), დავით კვირკველია (პანიონიოსი, საბერძნეთი), მურთაზ დაუშვილი (ზესტაფონი);

თავდამსხმელები: ალექსანდრე იაშვილი (კარლსრუე, გერმანია), დავით სირაძე (სპარტაკი ნალჩიკი, რუსეთი), ლადო დვალიშვილი (მაქაბი ჰაიფა, ისრაელი), მათე ვაწაძე (ვოლგა, რუსეთი).

სანაკრებო შემადგენლობაში კვლავ არ არის გელზენკირხენის "შალკეს" შემტევი ნახევარმცველი ლევან ყენია, რომელსაც გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიში ჯერ არ დაუწყია. ნაკრებში არ გამოუძახებიათ "ემპოლის" თავდამსხმელი ლევან მჭედლიძე. იტალიური ვებგვერდების ცნობით, მას ტრავმა აქვს და "ფროსინონესთან" 15 იანვრის შეხვედრა ამიტომ გამოტოვა.

დნეპროპეტროვსკის "დნიპროს" მცველი უჩა ლობჟანიძეც ტრავმის გამო არ არის სიაში. და მთავარი: ქეცბაიას ეროვნულში ამჯერად არ გამოუძახებია მცველი მალხაზ ასათიანი, რომელიც მოსკოვის "ლოკომოტივიდან" წასვლის შემდეგ ჯერჯერობით უკლუბოდაა. რა თქმა უნდა, ნაკრებში ასათიანის გამოუძახებლობის მიზეზით დავინტერესდით და გუნდის თავკაცს დავუკავშირდით:

"ასათიანი ჩვენი ნაკრების წევრი და ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშეა. ამ ეტაპზე ასე ჩავთვალეთ საჭიროდ. სომხეთთან ამხანაგური მატჩია და სხვა მცველებს მივცემთ თავის გამოჩენის შესაძლებლობას", - გვითხრა ქეცბაიამ, რომელმაც ეროვნულში მეორედ გამოიძახა მცველი აკაკი ხუბუტია და შემტევი ნახევარმცველი სანდრო გურული, რომელთაც 17 ნოემბრის სლოვენიასთან ამხანაგურ მატჩში სანაკრებო დებიუტი ჰქონდათ.

შეგახსენებთ, რომ მამის, გია გურულის მსგავსად, ეროვნულ გუნდში სადებიუტო მატჩში სანდროც გოლით გამოირჩა. ეროვნულში ქართულ კლუბებში მოასპარეზე ნაკრების წევრები მწვრთნელებთან ერთად კვიპროსზე 6 თებერვალს გაემგზავრებიან, გუნდი სრულად მომდევნო დღეს შეიკრიბება.

საქართველო-სომხეთის ამხანაგური მატჩი 9 თებერვალს ქალაქ ლიმასოლში, ცენტრალურ სტადიონ "ცირიოზე", თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

Oldcoyot
მარცვალადზე???
me
კი ტო კანკავა ძაან მაგარი გვყავ მარტლაა ....ტრამვებმაა გააწვალაა ცოტა მაგრამ არაშავსს ჩადგება ისევ პორმაში....... მარტლაა არგვყავ მასე\ტი საყრდენი.....სომხებთან უნდა მოვიგოთ რა ქეცბოოოოოსს იმედი მაქ და მერე ხორვატიასთანნ ვავსებთ სტადიონსსსსს
me
კი ტო კანკავა ძაან მაგარი გვყავ მარტლაა ....ტრამვებმაა გააწვალაა ცოტა მაგრამ არაშავსს ჩადგება ისევ პორმაში....... მარტლაა არგვყავ მასე\ტი საყრდენი.....სომხებთან უნდა მოვიგოთ რა ქეცბოოოოოსს იმედი მაქ და მერე ხორვატიასთანნ ვავსებთ სტადიონსსსსს
oldcoyot
გამარჯობატ...უკრაინასჰი ვცხოვრობ და კიევის დინამოს ტამასჰებს ხსჰირად ვესცრები... ორიოდე ცლის ცინ დნიპრო ტამასჰობდა კიევსჰი და ჯაბა კანკავას სანახავად ცავედი... მერცმუნეტ, მარტომ მოუგო მოედნის ცენტრი დინამოს და გუნდმაც 3:1 გაიმარჯვა..დნიპროს მასჰინდელი მცვრტნელი ამბობდა საყრდენობის გარდა ორივე პეხიდან ისეტი დარტყმა აქვს, უკრაინესჰი მხოლოდ ტიმოსჰცჰუკი ტუ სჰეედრებაო, ისიც მხოლოდ მარცხენატი ურტამს ასეო... მოკლედ გტხოვტ ეს ბიჩი არ დაკარგოთ...გვასახელებს უთუოდ...
ika
gvainteresebs Kedzbaia ratom ar idzaxebs ANIRAN SANAIAS.kargi mcvelia da nakrebs did carmatebas moutans.
rati
ეეეეე ყენია კიდე არ გამოიძახეს
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
კიდევ მინუს ორი - უკრაინა საქართველოსთან მატჩს პრობლემებით ხვდება
ჩრდილოირლანდიელთა მწვრთნელს "ჯვაროსნების" შიში არ აქვს და თბილისში ოთხი თინეიჯერი მოჰყავს
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
"ბარსელონას" შედეგები? ეს ხომ დასაწყისია" - კილიან მბაპე
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
გიორგი ჩუბინიძე და თორნიკე კვარაცხელია გამოიძახეს - 21-წლამდელთა შემადგენლობა შემოდგომის მატჩებისთვის
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"მას უდიდესი პოტენციალი აქვს" - ფლიკმა საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
"შემდეგში კარგად გავარკვევ როგორ შეუმოწმებენ ხელთათმანებს" - ილია თოფურია დაბრუნდა!
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან