ფრისბის ხუთი სახეობა არსებობს
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 128-ე სესიაზე, რომელიც გუშინ მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში დასრულდა, ფრისბი ანუ მფრინავი დისკი სპორტის ოლიმპიურ სახეობად აღიარეს.

ფრისბის მსოფლიო ფედერაციამ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან აღიარებას ოლიმპიური კრიტერიუმების შესაბამისობით მიაღწია. მაგალითად. ორგანიზაციაში გაერთიანებული 62 ეროვნული ფედერაციისა და სქესთა თანაფარდობის წყალობით.

ფრისბის სპორტის ოლიმპიურ სახეობად აღიარება არ ნიშნავს მის შეყვანას ზაფხულის თამაშების პროგრამაში, თუმცა გარანტირებული ექნება ფინანსური დახმარება საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისგან.

"სპორტის ჩვენი სახეობისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველი ნაბიჯი გადაიდგა ოლიმპიური აღიარებისკენ. ფრისბი ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაშია განვითარებული, სადაც სამი წელია არსებობს NBA-სა და NHL-ის მსგავსი პროფესიული ლიგა. ის პოპულარობას იხვეჭს, საკუთარ თავს ინახავს, თამაშები კი გადაიცემა ESPN-ის ტელეარხზე.

ჩვენ იმედი გვქონდა, რომ დისციპლინა, სახელწოდებით "ალტიმატი", შეტანილი იქნებოდა 2024 წლის ოლიმპიადის პროგრამაში, მაგრამ ამერიკულმა ქალაქმა ბოსტონმა მოხსნა საკუთარი კანდიდატურა არჩევნებიდან. ახლა, მოცდა მოგვიწევს", - წერია ფრისბის ფედერაციის ოფიციალურ ვებგვერდზე.

სპორტის ამ სახეობის ძირითადი დისციპლინაა გუნდური თამაში - ალტიმატი. არსებობს დისკით თამაშის კიდევ ხუთი სახეობა - როგორც გუნდური, ასევე ინდივიდუალური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში