ჩოგბურთის სხვა სიახლეები
გასულ კვირას, ჰამბურგისა და გშტაადის ტურნირების გარდა, ატლანტაში სტარტი აიღო ამერიკული ტურნირების სერიამ - US Open Series-მა, რომლის წინ უძღვის აშშ-ის ღია პირველობას.

ატლანტაში ყურადღება მიპყრობილი იყო როგორც ერთეულთა, ასევე წყვილთა თანრიგისკენ, რადგან იქ გამოდიოდნენ ენდი როდიკი და მერდი ფიში. როდიკმა 2012 წელს დაასრულა კარიერა, მაგრამ მეგობრისთვის გადაწყვიტა ცოტა ხნით ჩოგნის ისევ ხელში აღება, რადგან ფიში აშშ-ის ღია პირველობის შემდეგ აპირებს ჩოგბურთიდან წასვლას.

წყვილთა თანრიგში შეიძლებოდა მიგვეღო ძალიან ლამაზი ფინალი - როდიკი და ფიში ძმები ბრაიანების წინააღმდეგ. მაგრამ ენდიმ და მერდიმ მეოთხედფინალში წააგეს.

რაც შეეხება ერთეულებს, ატლანტაში მეხუთედ გავიდა ფინალში ჯონ ისნერი. პირველ ნომრად განთესილ ამერიკელს ყველა მატჩში ჰქონდა სირთულეები, მაგრამ კარგი მოწოდება და სამ შეხვედრაში 77 ეისი დაეხმარა ფინალამდე მისვლაში, სადაც მარკოს ბაღდატისს დაუპირისპირდა.

ჩოგბურთელებმა კორტზე ზუსტად ერთი საათი გაატარეს, რომლის დროსაც ისნერმა 13 ეისი ჩააწოდა და სამჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. კვიპროსელს ბრეიკი არ შეუსრულებია და 3:6, 3:6 წააგო. ისნერი და ბაღდატისი მეექვსედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ამერიკელმა მეექვსედ მოუგო კვიპროსელს. ისნერმა ატლანტაში ზედიზედ მესამედ მოიგო ტიტული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ნიკოლოზ ბასილაშვილი შანხაის მასტერსის ძირითად ბადეში ითამაშებს
ისევ დამაჯერებლად - ბასილაშვილი ჩენგდუს ტურნირის ნახევარფინალშია!
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
დავიდ სილვამ 40 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა განაახლა
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ძალიან უიღბლო კაროლინ ვოზნიაცკი
6:36 საათი და 99 გეიმი - კევინ ანდერსონმა ჯონ ისნერი დაამარცხა და უიმბლდონის ფინალში გავიდა
ავსტრალიის ღია პირველობა: რაონიჩი უკვე დიდი ბიჭია
ჩოგბურთის მატჩი, რომელიც 3 დღე გაგრძელდა [VIDEO]
ნიკოლოზ ბასილაშვილი წყვილთა თანრიგში ასპარეზობას იწყებს - ვინ არის მეწყვილე და მეტოქე?
US OPEN 2016. I დღე: დღის ციფრი და დღის ქამბექი