რა ბედი ელის "ლივერპულის" იტალიელ ვარსკვლავს?
მარიო ბალოტელი - თანამედროვე ფეხბურთის ყველაზე კოლორიტული პერსონაჟი. მარიო ბალოტელი - ბევრი დღესაც მიიჩნევს, რომ მსოფლიოში ის ერთ-ერთი საუკეთესოა. ბალოტელის კარიერაში ახლა უმნიშვნელოვანესი პერიოდი დგას - ის ან დარჩება "ლივერპულში", ან სხვა გზას აირჩევს. ეს "სხვა გზა" , სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნებაა.

რატომ ჩაფლავდა სუპერმარიო?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძალიან ძნელია, მაგრამ ფაქტია - მარიო ბალოტელისათვის დასრულებული სეზონი "ლივერპულში" ტანჯვა იყო და მეტი არაფერი. ეს ტანჯვა დაიწყო იმ დღიდან, როცა ექსცენტრიკულმა ფეხბურთელმა "ენფილდის" კარი შეაღო და გაგრძელდა სეზონის ბოლომდე.

შესაძლო მიზეზების პოვნა იოლი არ არის. საერთოდ, იოლი არაფერია, როცა საქმე ბალოტელის ეხება. ჩვენ მაინც ვცადოთ, რადგან, როგორც წესი, ამ ცხოვრებაში უმიზეზოდ არაფერი ხდება.

მიზეზი პირველი: ბალოტელიმ ვერ გაუძლო წნეხს. მას "ლივერპულში" უნდა შეეცვალა "ბარსელონაში" წასული ლუის სუარესი. როცა ლუისი კატალონიურ გრანდში გაიყიდა, გულშემატკივრებმა იმედგაცრუება ვერ დაფარეს. ჩვენც გვახსოვს - ურუგვაელი ძალიან ხშირად მარტო იგებდა თამაშებს.

ბალოტელი არ არის სუარესი და მისი თამაშის სტილი სამხრეთამერიკელისაგან განსხვავებულია. რა თქმა უნდა, მარიოს ვერ გავამართლებთ. მას ნებისმიერ შემთხვევაში უკეთ უნდა ეთამაშა, მაგრამ მივიღეთ შედეგი, რომელსაც ვერაფერი შეცვლის.

მეორე მიზეზი თვალნათლივ ჩანდა მთელი სეზონის განმავლობაში. იტალიელი ფეხს და გნებავთ, ტვინს ვერ უწყობდა პრემიერლიგის უსწრაფეს ტემპს. ეს მით უფრო გასაკვირია, რომ მარიომ ჯერ კიდევ სულ პატარამ ითამაშა პრემიერლიგაში და შეეჩვია იქაურ მოთხოვნებს.

მესამე მიზეზი შეიძლება იყოს ფეხბურთელის შინაგანი სამყარო. ზოგადად, ბალოტელის თბილად შეხვდნენ პარტნიორები და ქომაგები, მაგრამ იტალიელი იმდენად თვითმყოფადი ნატურაა, რომ ძალიან ჭირს პროგნოზირება, რამ შეიძლება გაანაწყენოს ის, აუცრუოს გული...

გამოსავალი

ამ ეტაპზე ერთადერთ გამოსავლად ბალოტელის ინგლისიდან წასვლა ჩანს. "ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი ბრენდან როჯერსი წინა სეზონში თითქმის ბოლომდე ენდობოდა მარიოს.

უნდა ითქვას სიმართლე - მაშინ მას სხვა გამოსავალი, უბრალოდ, არ ჰქონდა. ახლა "ენფილდზე" სხვა სიტუაციაა. "ლივერპულმა" იყიდა კრისტიან ბენტეკე. ბელგიელი პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ფორვარდად ჩამოყალიბდა. თქმა არ უნდა, ამბიციები მას არც "ლივერპულში" მოაკლდება და ისიც ცხადია, რომ სათამაშო დროსაც გვარიანად მიიღებს.

როცა ბალოტელი "ლივერპულში" მივიდა, მაშინ მის თამაშზე ძალიან ბევრი იყო დამოკიდებული. ახლა როჯერსი ისე ააწყობს ტაქტიკურ სქემას, რომ მარიო გუნდისათვის ძველებურად მნიშვნელოვანი აღარ იყოს.

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ბალოტელის კრიზისში მწვრთნელს ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ. მეტიც, როჯერსი ბალოტელის ენდობოდა მაშინაც კი, როცა ბევრის მოთმინების ფიალა უკვე ავსებული ჩანდა.

ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს აქვს დასასრული, მათ შორის - "ლივერპულის" დამრიგებლის მოთმინებასაც. კიდევ ერთი ასეთი სეზონი და როჯერსს, სავარაუდოდ, კარისაკენ მიუთითებენ, რაც მისთვის უდიდესი დარტყმა იქნება.

საით?

მართალია, ბალოტელიმ ვერ გაამართლა "ლივერპულში", მაგრამ უნდა შევთანხმდეთ, რომ იგი ნებისმიერი იტალიური გუნდისათვის სერიოზულზე სერიოზული ძალა იქნება.

მისი გადაბირების სურვილი უკვე გამოთქვეს "ლაციომ" და "ბოლონიამ". განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "ლაციოს" ინტერესი. რომაელები სულ მალე ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ და ბალოტელის საშუალება ექნება, ევროპის უმთავრეს საკლუბო ტურნირზე დაამტკიცოს თავისი შესაძლებლობები.

"ლივერპულის" სურვილი

სრულიად არ არის გასაკვირი, რომ "ლივერპულს" იტალიელი ვარსკვლავის გაყიდვა უნდა. ჯერ ერთი, ამ გადასახედიდან ენფილდელთათვის მარიო აბსოლუტურად ზედმეტია. არის მეორე მომენტიც, რომელზეც ღიად არავინ საუბრობს, თუმცა "ლივერპულს" ვერც ამ შემთხვევაში გავამტყუნებთ.

არცერთი კლუბისათვის არ არის სასურველი, როცა ძალიან მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი სკამზე გიზის. ბალოტელის გაყიდვა ინგლისურ გრანდს დიდ ფულს მოუტანს და ეს ფული მათ საშუალებას მისცემს, გააძლიერონ პრობლემატური პოზიციები.

მით უმეტეს, ბალოტელის ამჟამინდელ გუნდში მათი ნაკლებობა სულაც არ არის. მეტიც, თუ ენფილდელებს უნდათ, რომ მომავალ სეზონში ინგლისის ჩემპიონობისათვის იბრძოლონ, მათ ეს აუცილებლად უნდა გააკეთონ.

მოტივაცია

რას-რას და, მარიო ბალოტელი ამბიციების ნაკლებობას ნამდვილად არ უჩივის. ყველას გვახსოვს მისი ფრთიანი ფრაზა, ფეხბურთს ჩემზე უკეთესად მხოლოდ ლიონელ მესი თამაშობსო.

ამ სიტყვებზე იქნებ ზოგს გაეცინოს კიდეც, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ მარიომ ეს თქვა. ფაქტია ისიც, რომ მის ამ ნააზრევს წინ დიდი გამოცდა ელის. თუ სასწრაფოდ არ გამოცოცხლდა სუპერმარიო, მას "მზის ქვეშ" ადგილის დაკარგვის საშიშროება ემუქრება.

ცნობილია: დღევანდელ ფეხბურთში მხოლოდ ნიჭით ფონს ვერ გახვალ, თუ ჭკუა არ გიჭრის და ამ ნიჭს შრომისმოყვარეობა არ მოსდევს. ბალოტელის ეს თვისებები აკლია, ყოველ შემთხვევაში, ჯერ.

მოტივაციად კი მარიოს თუნდაც იტალიის ნაკრებში დაკარგული ადგილისათვის ბრძოლა გამოადგება. "სკუადრა აძურაში" ის ცოტა ხნის წინ უპირველესი ვარსკვლავი იყო, ახლა კი ეროვნულ გუნდში აღარც ეძახიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

rezi
მიდი შეგიჟო
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"მერაბ, გიჟი ხარ?" - UFC-ის პრეზიდენტი დვალიშვილისა და იანის ბრძოლას გამოეხმაურა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
ოფიციალურად: ბალოტელი "ჯენოას" ფეხბურთელია
საკუთარ გუნდში საუკეთესო - როგორი შეფასებები მიიღო გიორგი მიქაუტაძემ "ლივერპულთან" მატჩში?
"გვეგონა, დინოზავრები გადაშენდნენ" - ფემინისტები "სელტიკის" მწვრთნელ ბრენდან როჯერსისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ
ბალოტელიმ "ჯენოაში" გადასვლიდან ორ თვეში შეიძლება გუნდი გამოიცვალოს
სეზონის 10 საუკეთესო მწვრთნელი, ზიდანის დაუფასებლობა თუ გადაჭარბებული მოლოდინი?
"გაგიკვირდებათ, მაგრამ საუკეთესოა ვისთანაც მითამაშია" - ბალოტელიმ ყოფილი თანაგუნდელი გამოარჩია
The Telegraph: "სიტიმ" გვარდიოლას შემცვლელად 2 ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] გულშემატკივრების ყურადღება მიიქცია - ნახეთ სტადიონი, სადაც არაბთა გაერთიანებულ საემიროების მე-2 ლიგაში ბალოტელი თამაშობს
16 წლის ასაკში ამ გადარეულმა ისეთი რამ გააკეთა, არ დაიჯერებთ" - მაიკონმა ბალოტელიზე ისტორია გაიხსენა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
"რეინჯერსი" სეზონის ბოლომდე ბარი ფერგიუსონს ჩააბარეს
"ლივერპულის" ნახევარმცველმა კონტრაქტის გაგრძელების შესახებ ისევ ისაუბრა
"ლესტერი" როჯერსის გათავისუფლებას განიხილავს - "მელიებს" ორი კანდიდატი ჰყავთ
"ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო იტალიელი მე-9 ნომერია" - "ჯენოას" პრეზიდენტი ბალოტელიზე
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
[VIDEO] გიორგი მიქაუტაძემ "ენფილდზე" "ლივერპულს" გაუტანა!