ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

სევასტი თოდუა: ”ტორპედო” ძველ დიდებას დაიბრუნებს

სევასტი თოდუა: ”ტორპედო” ძველ დიდებას დაიბრუნებს

35 წლის გამოცდილი მცველი დარწმუნებულია, რომ ქუთათურთა გუნდი მეორე ეტეპზე მდგომარეობას გამოასწორებს

35 წლის გამოცდილ მცველს სევასტი თოდუას "ტორპედოს" ზეობის პერიოდში ქუთაისურ გუნდთან ერთად საქართველოს ჩემპიონობა და თასი მოუგია. დღეს კი ”ვისოლის" მიერ აღორძინებული გუნდის კაპიტანია და კვლავაც ”ტორპედოს" დაცვის ბურჯად ითვლება.

პირველ ორ წრეში მისი გამოცდილება მნიშვნელოვნად განაპირობებდა რიონისპირელთა დაცვის საიმედოობას. ქუთაისელებმა ჩემპიონატში ”დინამოს" შემდეგ ყველაზე ცოტა (10) გოლი რომ გაუშვეს, ამაში თოდუას დიდი წვლილიცაა. გუნდის კაპიტანი ”ტორპედოს" გულშემატკივრებსაც განსაკუთრებით უყვართ და მისი ძველებურად ეიმედებათ. სევასტის ანთალიაში შეკრებაზე გამგზავრებამდე ვესაუბრეთ.

- ახალჩამოყალიბებული გუნდი ხშირ შემთხვევებში სასურველ შედეგს ვერ აღწევს და ჩვენც ასე დაგვემართა. პირველ ეტაპზე 3-4 თამაში მაღალ დონეზე ჩავატარეთ, მაგრამ გაცილებით მეტი ჩავაგდეთ. მოგება ძალიან გვიჭირდა. ხშირად ბედიც არ გვწყალობდა, მაგრამ წარუმატებლობის მხოლოდ ამით ახსნა მართებული არ იქნება. ალბათ, კლასიც გვაკლდა და შეთამაშებაც. თანაც, რამდენიმე ახალგაზრდა, გამოუცდელი ფეხბურთელი გვყავდა, რომლებიც უმაღლეს ლიგაში პირველად თამაშობდნენ და ამის ბრალიც იყო ჩვენი არასახარბიელო შედეგი.

- ”ტორპედოს" ”პირველ ნომრად" თამაში უჭირდა. ვისთანაც ფავორიტებად ითვლებოდით, სწორედ იმ გუნდებთან წაიფორხილეთ, ლიდერებთან კი უკეთ თამაშობდით.

- ფავორიტებთან მართლაც კარგად გამოგვდიოდა თამაში. ყველაზე კარგად ”დინამოსთან" ვითამაშეთ (1:1), მთელი მატჩის განმავლობაში ვჯობდით მეტოქეს და ვიგებდით კიდეც, მაგრამ წამიერი მოდუნების გამო დავისაჯეთ. კარგათ ვითამაშეთ შინ ”ზესტაფონთან" (1:0) და ”ოლიმპთან". თითო-ოროლა მატჩს თუ არ ჩავთვლით, თითქმის ყველა შეხვედრაში შეტევაზე ვაკეთებდით აქცენტს, ბევრსაც ვუტევდით, მაგრამ რეალურ მომენტებს ვერ ვქმნიდით და გოლი ვერ გაგვქონდა. ეს იყო ჩვენი პრობლემა, რის გამოც მატჩების უმრავლესობა, რომლებშიც ფავორიტად ვითვლებოდით, 0:0 ვითამაშეთ და უამრავი ქულა გავანიავეთ.

- სამაგიეროდ, ”ტორპედოს" დაცვა იყო საიმედო. ალბათ, საკუთარი თამაშით უკმაყოფილო არ იქნები?

- ეს მცველებთან ერთად მეკარე ომარ მიგინეიშვილის დამსახურებაცაა, რომელიც ძალიან საიმედოდ იცავდა კარს. თუმცა დაცვის კარგი თამაში არ ნიშნავს, რომ ”ტორპედო" დაცვითი სტილის მიმდევარია. საკუთარ საჯარიმოსთან მხოლოდ ერთხელ ”გამოვიკეტეთ", როცა ”ზესტაფონს" 1:0 ვუგებდით და ანგარიშის შენარჩუნებას ვცდილობდით. სხვა შემთხვევაში დაცვაში არ ”ჩავმჯდარვართ".

- ზამთრის შესვენებისას ”ტორპედოში" ბევრი ახალი ფეხბურთელი ჩაირიცხა და გუნდში კონკურენცია გაიზარდა. ალბათ, საგაზაფხულო ეტაპზე გაცილებით ძლიერ ”ტორპედოს" ვიხილავთ.

- მეორე ეტაპის იმედი გვაქვს. გუნდში მოვიდნენ გამოცდილი ფეხბურთელები, მეგრელაძე, გოცირიძე, სეთურიძე, დოლიძე... სხვა საინტერესო მოთამაშეებიც დავიმატეთ. მდგომარეობა უნდა გამოვასწოროთ. ყველა მატჩზე მოსაგებად გავალთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ, თორემ პირველ ეტაპის შედეგი არ ეკადრება ჩვენს გუნდს. ახალდამატებული ფეხბურთელების დიდი იმედი გვაქვს, მჯერა, ”ტორპედოს" მნიშვნელოვნად გააძლიერებენ.

- თუმცა თქვენთან ერთად არანაკლებ ძლიერდება ლიდერთა სამეულიც - ”ზესტაფონი”, ”ოლიმპი”, ”დინამო”.

- რაც უფრო მეტი კარგი ფეხბურთელი ჩამოვა საქართველოში და ქართულ კლუბებში ითამაშებს, ეს ჩემპიონატის დონეს სასიკეთოდ წაადგება. ძლიერ გუნდებთან მოპოვებულ ქულებსაც მეტი ფასი ექნება. თასის ნახევარფინალში მეტოქედ ჩემპიონატის საუკეთესო გუნდი ”ზესტაფონი" გვყავს, რთული მეტოქეა, მაგრამ თუ მიზნის მიღწევა გვინდა და რაიმეზე პრეტენზია გვაქვს, ნებისმიერი მეტოქის ძლევა უნდა შევძლოთ.

- ანთალიაში მიემგზავრებით, სადაც ორკვირიან შეკრებას გაივლით და ამხანაგურ შეხვედრებსაც გამართავთ.

- გუნდის მზადების პროცესში უცხოური შეკრება ძალზე მნიშვნელოვანია. იქ ”ტომთან", ”შერიფთან", ”სევასტოპოლთან" გვექნება ამხანაგური შეხვედრები. ამ სპარინგებში კარგად გამოჩნება ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები. თუ რა პოზიციაზე გვიჭირს და რა იქნება გამოსასწორებელი. სეზონის წინ ასეთი შეკრება გუნდის პოტენციალს ერთი-ორად აამაღლებს. რაც ”ტორპედო" ”ვისოლის" ხელში გადავიდა, ახალი მფლობელი ყველაფერს აკეთებს, რათა გუნდი ფეხზე დააყენოს. ძლიერდება ინფრასტრუქტურა, ძლიერდება გუნდი. ”ვისოლის" მიზანია, რომ ”ტორპედო" ერთ-ერთი მოწინავე იყოს საქართველოში და როცა ევროთასებზე ვიასპარეზებთ, იქაც არ შევირცხვინოთ თავი.

- ”ტორპედოსთან" ერთად ჩემპიონობა და თასი მოგიპოვებია. ქუთაისური გუნდის მაშინდელი და ახლანდელი ვითარება შეადარე?

- იმდროინდელ და დღევანდელ გუნდებს შორის დიდი სხვაობაა. ძალიან ძლიერი გუნდი გვყავდა, ახლანდელ გუნდთან შედარებაც არ შეიძლება, მაგრამ ”ვისოლი" ”ტორპედოსთვის" იმდენ რამეს აკეთებს, რომ მოვა დრო, ქუთაისური გუნდი ძველ წარმატებებსაც გაიმეორებს და შესაძლოა, მაშინდელზე უფრო მეტად გაძლიერდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• vaxo

აბა ტქვენ იცით ბიჭები თქვენი იმედი გვაქვს და არც შეკრებაზე შეგვარცხვინოთ და ჩვენ ტქვენტან ვართ ბოლომდე და ერთად მივაღწიოთ მიზანს. ჩემპიონატშიც და თასზეც. ტასზე საუკეტესო გუნდი შეგხვდა მარა თუ რამზე ტიტლზე გაქ პრეტენზია საკეტესოს უნდამოუგო ისე ტიტული არ იქნება ეს ასეა

• gabro

ბებერი ლომი ხარ თოდუ წარმატებები ტორპედოსტან ერთად

• ladika-T

ჯიგარი ხარ თოდუ, წინ ტორპედო! უეფასკენ

ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-4 სამგურალი. უხვი გოლი და ორი განსხვავებული ტაიმი

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...

15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს

"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა

აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა

"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?

"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება

"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ

[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა

კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა

"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა

[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია

რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?

მამუკელაშვილი დონჩიჩის კემპიდან დაბრუნდა - საქართველოს ნაკრები ისრაელთან სრული შემადგენლობით ითამაშებს

[VIDEO] ზივზივაძემ პენალტი ვერ გაიტანა - "ჰაიდენჰაიმი" თასიდან რეგიონული ლიგის გუნდმა გამოაგდო

"მარსელს" სატრანსფერო ფანჯრის დასრულებამდე, მინიმუმ სამი ფეხბურთელი დატოვებს

ნოიერმა არ გამორიცხა - ლეგენდარულმა მეკარემ შესაძლოა, ამ სეზონის მერე კარიერა დაასრულოს

"ეს მისი დანაკარგია" - კურტუა როდრის მიერ "ბარსელონას" არჩევაზე

"ლივერპულის" კიდევ ერთი ყოფილი ფეხბურთელი დაიმატეს - ფაბინიომ თურქეთს მიაშურა

ხავისთან ერთადაც იმუშავებს - ნისტელროი ნიდერლანდების ნაკრებში დარჩა

კვლავ საუდის არაბეთში - ნუნიესმა გუნდი გამოიცვალა