ევროპის საკალათბურთო ჩემპიონატამდე, რომელიც 31 აგვისტოს დაიწყება, ზუსტად 222 დღე დარჩა

ევროპის ჩემპიონატი 31 აგვისტოს დაიწყება. მანამდე ზუსტად 222 დღე დარჩა. ჰოდა, გადავწყვიტეთ ჩვენი გაზეთის დღევანდელი ნომერი სტამბაში ისე არ გაგვეშვა, რომ ევრობასკეტზე არაფერი დაგვეწერა.

როგორც ყოველთვის, ამა თუ იმ ჩემპიონატის მონაწილე გუნდებზე წინასწარ მსჯელობა (მით უმეტეს, ჯერ არც წილისყრა ჩატარებულა) და მათი ძალების შეფასება არცთუ იოლია. ამ საქმეში ყველაზე კარგი "მაცნე" ტოტალიზატორებია. ეს ორგანიზაციები წინასწარ არკვევენ გუნდების სიძლიერეს, რის მიხედვითაც ეგრედ წოდებულ "კუშებს" წერენ.

დავინტერესდით, რამდენს მოვიგებთ, იმ შემთხვევაში, თუ ფსონს საქართველოს ნაკრების ჯგუფიდან გასვლაზე დავდებთ. სამწუხაროდ, მომდევნო ეტაპზე გასვლაზე ფსონს ჯერ ერთი ტოტალიზატორიც არ იღებს. სამაგიეროდ, "უილიამ ჰილში" საქართველოს ნაკრების ჩემპიონობაზე 1 ევრო რომ დადოთ 201 ევროს მოიგებთ. შედარებით სკეპტიკურად უყურებს ქართველთა შანსებს "ბეტ 365" - 1 ევროში 500-ს იძლევიან. ტოტალიზატორ "888 სპორტის" აზრით, ქართველების ჩემპიონობის შანსი 150 ევროდ ფასობს.

იმედი დავიტოვოთ, რომ პირველი ჯგუფური ეტაპის შემდეგ ეს მაჩვენებელი დაეცემა, მანამდე კი ყველა დანარჩენი გუნდის "კუშებს" გავეცნოთ. ცხადია, ჩემპიონობის მთავარი ფავორიტი ესპანეთია - 2.75, ლიტვა 4.5, სერბეთი 5, თურქეთი 11, საბერძნეთი 11, სლოვენია 17, საფრანგეთი 17, რუსეთი 26, ხორვატია 41, გერმანია 51, ბრიტანეთი 51, იტალია 51, ჩერნოგორია 51, ისრაელი 101, მაკედონია 201, საქართველო 201, ბელგია 201, პოლონეთი 201, ბულგარეთი 201, ბოსნია 201, ლატვია 201, უკრაინა 201, ფინეთი 501, უნგრეთი 501, პორტუგალია 501.

30 იანვარს წილისყრაა და ტოტალიზატორები ჯგუფიდან გასვლის შანსებსაც შეაფასებენ.

ამასობაში ლიტვაში ევრობასკეტი 2011-სადმი მიძღვნილი ახალი საფოსტო მარკა გამოვიდა. მასზე გამოსახულია რამდენიმე დეტალი 1939 წელს დაბეჭდილი საფოსტო მარკიდან. სწორედ 39-ში ლიტვაში პირველად გაიმართა ევროპის ჩემპიონატი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura
როდის არის კენჭისყრა?
+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს
"იუვენტუსის" მწვრთნელობა? რატომაც არა" - ზიდანმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა
"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია
"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა