ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები: ბერლინურ ბარიერთან

ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები: ბერლინურ ბარიერთან

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის თასზე 8 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო, 3 - ვერცხლი და 4 - ბრინჯაო
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ამ უქმეებზე ბერლინში იასპარეზა თანატოლთა ევროპის თასზე, სადაც 8 მედალი მოიპოვა - 1 ოქრო, 3 ვერცხლი და 4 ბრინჯაო.

გუნდურ ჩათვლაში ბიჭებში ჩვენები მესამეზე გავიდნენ. აღსანიშნავია, რომ იქ ქართველ გოგონებს არც უასპარეზიათ.

ჩემპიონი ლევან გუგავა (81) გახდა, ვიცე-ჩემპიონები - თამაზ კირაკოზაშვილი (73), დავით რამაზაშვილი (90) და გურამ თუშიშვილი (+100). მესამეპრიზიორები გიორგი გუგულაშვილი, ბექა შავდათუაშვილი (ორივე - 66), გიორგი კაციაშვილი (73) და გიგა გელაშვილი (+100) არიან.

ახალგაზრდები თანატოლთა ევროპის სასექტემბრო ჩემპიონატისთვის ემზადებიან. ამიტომ მწვრთნელებმა გერმანიაში გაფართოებული შემადგენლობა გააგზავნეს, მაგრამ რამდენიმე წონაში შედეგი ვერ მიიღეს. სამაგიეროდ, 8-დან ოთხი წონის ფინალში გვყავდა მონაწილე. სამწუხაროდ, მათგან სამი წავაგეთ.

ჩვენი ფალავნებიდან ყველაზე უკეთ ევროპისა და მსოფლიოს მესამეპრიზიორი გუგავა გაისარჯა. თავიდან მან გერმანელები დაჩაგრა - ალექსანდრ ვოლკერი ვაზარით, გაბრიელ ბერგი კი იპონით დაამარცხა. წმინდად მოუგო მეოთხედფინალში ებრაელ იდან ვერდისაც და ნახევარფინალშიც - შვედ ვიქტორ ბუშსაც. მან არც ფინალში დაუთმო რამე კიდევ ერთ მასპინძელ რობერტ უნიევსკის, თუმცა მასთან 3 გაფრთხილებაც მიიღო, ოღონდ ეს უფრო ტაქტიკური ნაბიჯი იყო, რადგან მანამდე ვაზარი აუღო და ანგარიშის შენარჩუნებაზე ზრუნავდა.

ჩვენებური ძალიან მობილიზებული ჭიდაობდა და არცთუ ძლიერი მეტოქის შემოტევის თუნდაც მცირე შანსს ყოველთვის კონტრილეთს ახვედრებდა.

1,30-ის შემდეგ გერმანელი ბრუნის გასაკეთებლად ტატამიდან მის აყვანას ცდილობდა, მაგრამ გუგავამ მოგვერდით ვაზარზე გადააგდო და ცოტა დააკლდა, არ შებოჭა. როგორც გითხარით, ამის შემდეგ ქართველმა სამი გაფრთხილება მიიღო, თუმცა მაშინვე პასიურობაზე არ გადასულა, არამედ ტაქტიკურად სწორი ჭიდაობა დაიწყო, როცა კარგად ანეიტრალებდა მეტოქის აქტიურობას და არ აძლევდა შეტევის საშუალებას. აშკარა ჩავარდნები მან მხოლოდ სულ ბოლო წამებზე დაიწყო, მესამე გაფრთხილება კი დასრულებამდე 1 წამით ადრე მიიღო.

გუგავა მეოთხე სეზონს ატარებს ამ ნაკრებში და ერთ-ერთი ყველაზე სტაბილურია - ჯერ კიდევ ჭაბუკებიდან მოყოლებული, სეზონი არ დაუტოვებია უმედლოდ. ეგ კი არა, ევროპა-მსოფლიოზე წყვილ-წყვილად იგებდა ჯილდოებს, თუმცა მის კარიერას ერთი ჩრდილიც ადგას - ჯერ არც ევროპის ჩემპიონია და არც მსოფლიოსი. ჭაბუკებიდან მოყოლებული, ამ ხუთწლიან პერიოდში მხოლოდ ერთხელ გავიდა ფინალში - შარშანწინ, ახალგაზრდულ ევროპაზე, თუმცა ვერცხლს დასჯერდა.

უკვე გამოცდილებაც ბლომად დაუგროვდა. თან ის ეროვნული ნაკრების კანდიდატია და პერიოდულად უფროსებშიც გამოდის, თუმცა, სადაც უნდა იჭიდაოს, საკმაოდ ხარისხიანად ასპარეზობს. იმედია, ბერლინური წარმატება ევროპული ჩემპიონობის წინაპირობად ექცევა, თუმცა ახლანდელი კონკურენტებიდან საერთაშორისო რეიტინგის ლიდერებში არავინ შედის.

ამ წონაში მოულოდნელი იყო ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონ კობა მჭედლიშვილის წაგება პირველივე ბრძოლაში ჰოლანდიელ იესპერ სნიმკთან.

ჩემპიონობასთან ძალიან ახლოს იყო კირაკოზაშვილიც, ვისგანაც ელოდნენ კიდეც ჩემპიონობას. მით უფრო, რაც მერვედფინალში რეიტინგის ერთ-ერთი ლიდერი, რუსი ალექსანდრ კოლესნიკი დააიპონა. მანამდე გერმანელი მარვინ აგარიუსი გაფრთხილებებით ჩამოიშორა, ფრანგი ლუკას ოტმანე დააიპონა, ნახევარფინალში თურქი მურატ ბეკტაშიც წმინდად დაამარცხა, მაგრამ ფინალი წააგო ბელგიელ მატიას გასესთან.

ეს ბელგიელი ბერლინში დაუძლეველ ბარიერად გვექცა - მეორე წრეში კაციაშვილსაც მოუგო ვაზარ-იპონით. არადა, მან ტურნირზე კიდევ 5 შეხვედრა ჩაატარა და ყველაში წმინდად იმარჯვა. ბრინჯაოსთვის ბრძოლაში კაციაშვილმა ზემოხსენებული თურქი ბეკტაში დააიპონა.

ჩვენი სხვა ფინალისტებიდან თუშიშვილი საერთოდ არ გასულა საჭიდაოდ რუს ტამერლან ბაშაევთან, ხოლო რამაზაშვილი მეორე რუსთან, მიხაილ იგოლნიკოვთან ვაზარ-იუკოთი დამარცხდა.

ხელის ტრავმით გამოწვეული ხანგრძლივი შესვენების შემდეგ თუშიშვილი პირველად დაუბრუნდა ტატამს, ოღონდ ამჯერად წონა არ დააკლებინეს და მძიმეში აჭიდავეს. კარგადაც ჩაერთო ტურნირში და ფინალამდე სულ იპონებით მივიდა. თან, რამდენიმე უსწრაფესად მოიგო - პირველივე შეხვედრაში პოლონელ კრშიშტოფ ზალეზნის 15 წამში ვაზარიც აუღო და იპონითაც დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ფრანგი მესიე კატანგა ნახევარ წუთში დააიპონა. შუალედში ჩვენებურმა ძლიერი სერბი ზარკო ცულუმიც წმინდად დაამარცხა, ვინც საერთაშორისო რეიტინგში მეოთხეა.

თუმცა თუშიშვილს ყველაზე სოლიდური მეტოქე მაინც ნახევარფინალში ჰყავდა - რეიტინგის რუსი ლიდერი, ახალგაზრდებში ევროპის შარშანდელი ფინალისტი და მსოფლიოს მესამეპრიზიორი რუსლან შახბაზოვი. ჩვენებურმა მას შარშანაც მოუგო თანატოლთა მსოფლიოს გუნდურ პირველობაზე, როცა ჩვენებმა ნახევარფინალში რუსეთს სძლიეს. ტრადიცია არც ამჯერად დაარღვია, თუმცა ამასობაში კოჭიც იტკინა და ფინალში რუსთა მსოფლიოს კიდევ ერთ ბრინჯაოსმედალოსან ბაშაევთან საჭიდაოდ არ გავიდა.

წინასწარი მონაცემებით, ტრავმა ძალიან რთული არ უნდა იყოს, თუმცა დაველოდოთ გუნდის თბილისში დაბრუნებას, როცა თუშიშვილს საგანგებოდ გამოიკვლევენ.

ამ წონაში საკმაოდ კარგად გამოვიდა გელაშვილიც, რომელმაც ბრინჯაოსთვის პაექრობაში შახბაზოვი გაფრთხილებებით მოახსნევინა, თუმცა ჯაბა მუმლაძეც დაგვიტოვა უმედლოდ - დამამშვიდებელში მოუგო. არადა, მუმლაძე უკვე უფროსებშიც წარმატებით გამოდის.

სხვათა შორის, გელაშვილმა პირველ წრეში გერმანელი ლუკას როლვაგეც მოახსნევინა, ანუ ტაქტიკურად კარგად ჭიდაობს. ძირითად ბადეში ის ებრაელ ვიაჩესლავ ობედინთან დამარცხდა.

რუსი იგოლნიკოვი წლეულს გადმოვიდა 90-ში, სადაც ადაპტაციის გარეშე ჩაერთო და მორიგი ფალავანი დაგვიმარცხა - რამაზაშვილმა მასთან ვაზარ-იპონით წააგო. ჩვენებურმა ორი იპონით დაიწყო ტურნირი - გერმანელი ალი აღა ნაზაროვი და ბრაზილიელი ენრიკე ფრანკინი ბეჭებზე დააგდო. გერმანელი სიდნეი მაი 2 იუკოთი დაამარცხა, ნახევარფინალში კი მანაც და კიდევ ერთმა მასპინძელმა დავიდ ტეკიჩმა ვაზარი დაკარგეს, თუმცა ჩვენებურმა იუკოც მოიპოვა, რაც გამარჯვების წინაპირობა გახდა.

ამავე წონაში ინტერესით ველოდით გიორგი გველესიანის გამოსვლასაც, როგორც ნიჭიერი ახალგაზრდისა, თუმცა ის პირველივე პაექრობაში დამარცხდა ბრაზილიელ ტიაგო ჩიოდისთან.

სამწუხაროდ, ვერც უფროსებში საქართველოს პრიზიორმა ნოდარ ბერიანიმ გამოიჩინა თავი, მანაც პირველივე პაექრობა დათმო ბელგიელ ჯელე ჰოსტესთან.

ჩვენთვის საკმაოდ წარმატებული გამოდგა 66 კილოგრამი, სადაც ეროვნული ნაკრების ორი კანდიდატი - გუგულაშვილი და ბექა შავდათუაშვილი ავიდნენ კვარცხლბეკზე. საინტერესოა, რომ ორივე ნახევარფინალში გავიდა და იქ დამარცხდა.

იქამდე უფრო ძლიერად ოლიმპიური ჩემპიონის უმცროსი ძმა - შავდათუაშვილი მივიდა, რომელმაც წინასწარ ეტაპზე სამი ბრძოლიდან 1 სუფთად მოიგო, ერთიც - ვაზარით და ერთში დასჯერდა იუკოს. სამაგიეროდ, გუგულაშვილმა ნახევარფინალამდე 4 შეხვედრა გამართა და 2-ჯერ ვაზარით მოიგო, თითოჯერ კი გაფრთხილებით და იუკოთი.

უცნაურია, მაგრამ ნახევარფინალში ორივე ჩვენებური გაფრთხილებით დამარცხდა - გუგულაშვილმა ერთით მეტი მიიღო შვეიცარიელ ნილს შტუმპზე, ხოლო შავდათუაშვილი მოხსნეს რუს პაველ პატოკოვთან. ჩვენებურმა ბრინჯაოსთვის შეხვედრაშიც სამი გაფრთხილება მიიღო გერმანელ დავიდ კარლესთან, თუმცა მას იუკოც აუღო; გუგულაშვილმა კი ბრაზილიელ დანიელ კარგნინთან ვაზარი დაკარგა, მაგრამ გაფრთხილებებით მოახსნევინა. ისე კი, ამ ბრაზილიელს შავდათუაშვილმაც მოუგო მეოთხედფინალში.

ჩვენები უმედლოდ დარჩნენ 60-ში, სადაც ირაკლი კუპატაძე და ილია შუბითიძე ჭიდაობდნენ. აგრეთვე - 100-ში, სადაც ვითარებას ისევ თუშიშვილი თუ გამოასწორებს. ამჯერად აქ ნიკა აბულაძე გამოვიდა, მაგრამ წარუმატებლად.

ამათ გარდა, ბერლინში ჩვენგან ბექა უდესიანი, თორნიკე ნაგლიაშვილი, ჯამბულ ქურდიანი, ზვიად ხუბულური (ოთხივე - 66), აპოლონ ზურაბიანი (73), გიორგი ქურდიანი (81) და გიორგი ლაზუაშვილიც (+100) გამოდიოდნენ, მაგრამ წარუმატებლად იჭიდავეს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ოლიმპიურ თამაშებზე რომ დავმარცხდი, კარიერის დასრულებამდე სერიოზულად დავფიქრდი" - ლაშა შავდათუაშვილი

საქართველო 2027 წლის ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უმასპინძლებს

[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!

გორეცკა სერია A-ს უახლოვდება - "მილანმა" კონტრაქტი უკვე გაამზადა

კომპანი პსჟ-ს მხრიდან ქარიშხალს ელის

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0:3 ტორპედო. ჩვენ ვნახეთ ჩემპიონობის რეალური კანდიდატი...

VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ძელი რომ არა...

რაგბი7 | უმაღლესი დონის გუნდებთან ჰაგუენაუში

ბუნდესლიგის ამომავალი ვარსკვლავი შეიძლება მამარდაშვილის ან კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდეს

ქუთაისმა თელავი კვლავ დაამარცხა და სერიაში 2:0 დაწინაურდა

"ბავშვივით თამაშობ" - დი კანიომ რაფა ლეაო გააკრიტიკა

ბადრი კვარაცხელია: მამუკა ჯუღელი ხვიჩა კვარაცხელიას აგენტი აღარ არის

[VIDEO] პროფესიონალი მოკრივეც ხელს მოაწერდა - დიდი მუშტი-კრივი ესპანეთის ჩემპიონატში

დუდა სანაძის 23 ქულა და პალმერის ბრძოლაში გამარჯვება | ლეგიონერთა ამბები

ქოჩორაშვილი დაბრუნდა - "სპორტინგი" "ავეშს" ფრედ ეთამაშა

გულიაშვილს ორი გოლი გაუუქმეს - "რასინგმა" მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 იბერია 1999. ლიდერს ავიწროებენ...

crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!

[VIDEO] თორნიკე შენგელიას ბრწყინვალე თამაში ყოფილი გუნდის წინააღმდეგ და "ბარსელონას" რთული გამარჯვება

მამაგეიშვილის საგოლე პასი და "შტურმის" ზედიზედ მეოთხე ფრე

[VIDEO] ქვილითაიას გოლი, წიტაიშვილის მოპოვებული პენალტი და "მეცის" ფრე "ჰავრთან"

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 0-1 დილა. დამსახურებული გამარჯვება კონტრზომების გარეშე

"არ ვცდილობთ, რომ მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ადამიანები ვიყოთ" - ბრუნომ ახსნა, რატომ არ წავიდა საუდის არაბეთში

ძიუდო. U23: საქართველო ევროპის ჩემპიონატზე სრული შემადგენლობით იასპარეზებს

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: მეორე დღეც უმედლოდ

პაპინაშვილის ვერცხლი და ლიპარტელიანის ბრინჯაო ახალგაზრდული ევროპირველობიდან

უძლიერესი შემადგენლობით - ავსტრიის გრან პრიზე ბევრი მედლის მოლოდინში...

ზურაბ კახნიაშვილმა გროზნოს ტურნირში ვერცხლი მოიპოვა

ვლადიმერ ახალკაცი ევროპის ჩემპიონი გახდა

U23. ევროპის ჩემპიონატი: ოქროს დუბლი ისრაელში [VIDEO]

ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი: დღეს სამი ქართველი ძიუდოისტი იჭიდავებს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები 27 ოქტომბერს აბუ-დაბის გრანდ სლემზე გამოვა

საქართველოს კადეტთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლა 1 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედლით დაასრულა

ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატი: ძიუდოისტთა ებრაული გამოცდა

ჭაბუკ და ახალგაზრდა სამბისტთა გუნდები საევროპოდ დაკომპლექტდა

ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ

ლუკა მაისურაძემ რუსი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და ფინალში გავიდა! [VIDEO]

ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: არის პირველი მედალი!

ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში

ვის შეარჩევს შესარჩევი? ძიუდოს აკადემიაში ევროპის 23-წლიანთა ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი გაიმართება

ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები: ობერვარტში ლიდერებით

ბაქოს გრანდ სლემი: 3 ქართველი ძიუდოისტი გზას აგრძელებს

ახალგაზრდა ძიუდოისტთა მსოფლიოს ჩემპიონატი: თამაზ კირაკოზაშვილის ვერცხლი!

იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ევროპის თასი: ახალგაზრდა ძიუდოისტებს ახლა პეტერბურგში გამოცდიან

საქართველოს მეორე დონის ჩემპიონატი ძიუდოში: ისევ გიორგი კაციაშვილი!

ღვინიაშვილი, კირაკოზაშვილი და ნაგლიაშვილი შეკრებაზე გაემგზავრნენ - ძიუდოისტების განცხადება

დიუსელდორფის გრანდ სლემი: ჩხვიმიანი მშვიდობაძესთან დამარცხდა და ბრინჯაოსთვის იბრძოლებს [VIDEO]

ლაშა შავდათუაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემი მოიგო [VIDEO]

"ევროპის ღია თასი": ვინ გამოიყენებს პოლონურ შანსს?

23-წლამდელ ძიუდოისტ ვაჟთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე ცნობილია

ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ათენში ევროპის თასი მოიპოვეს

ქართველი სუმოისტების 4 ოქრო, 5 ვერცხლი და 9 ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატიდან

ალმათის გრან პრი. I დღე: ქართველი ძიუდოისტები სტარტზევე დამარცხდნენ

კაცია-ფალავანია! ინტერვიუ აბსოლუტურ ფალავანთან, გიორგი კაციაშვილთან

თბილისის გრან-პრი. I დღის ანონსი: მარგველაშვილის რთული გზა

დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილი რეპეშაჟში გადავიდა

U23. ევროპის ჩემპიონატი: მჭედლიშვილი და ღვინიაშვილი ნახევარფინალში გავიდნენ

თუშიშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, სულამანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

[VIDEO] არის მეოთხე ოქრო! - გურამ თუშიშვილი ევროპის ჩემპიონია!

დიუსელდორფის გრანდ სლემი: ლაშა შავდათუაშვილმა ტაჯიკი მეტოქე დააიპონა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]

ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატი: ქართველების ქართველი მეტოქეები