გერმანელი ძალიან სტაბილურია
"ფერარის" პილოტი სებასტიან ფეტელი თანდათან უახლოვდება კიმი რაიკონენის რეკორდს ზედიზედ ჩატარებული შედეგიანი ეტაპების რაოდენობით.

ორი სეზონის განმავლობაში "ლოტუსში" გამოსვლისას, ფინელმა პილოტმა ზედიზედ 27 გრან-პრიზე შეაღწია პირველ ათეულში და მოიპოვა ქულები. სერია 2012 წელს, ბაჰრეინში დაიწყო და 2013 წელს, უნგრეთის გრან-პრიზე დასრულდა.

წინა რეკორდის მფლობელი იყო მიხაელ შუმახერი, რომელმაც ზედიზედ 24 ეტაპზე მოიპოვა ქულები. თუმცა აქ პარალელების გავლება არაკორექტული იქნება, რადგან მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონმა რეკორდი მაშინ დაამყარა, როცა ქულები პირველ ექვს ადგილზე გასულ პილოტებს ენიჭებოდათ.

ფეტელის ამჟამინდელი სერია შარშან, ბრიტანეთის გრან-პრიზე დაიწყო. ამ მომენტისთვის, გერმანელს ზედიზედ 21 რბოლაში აქვს აღებული მინიმუმ ერთი ქულა. უნგრეთში ის ამ მაჩვენებლით ხუან მანუელ ფანხიოს გაუთანაბრდა. თუ მსოფლიოს ოთხგზის ჩემპიონი ასეთ ტემპში გააგრძელებს გამოსვლას, იტალიის გრან-პრიზე დაეწევა ფერნანდო ალონსოს, სინგაპურში გაიმეორებს შუმახერის შედეგს, აშშ-ში კი რაიკონენის რეკორდს გაუტოლდება.

სხვათა შორის, თავისი სერიის მსვლელობისას სებასტიანი მერვე ადგილზე ქვემოთ არ ჩამოსულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]
დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს
ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს
კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო
მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის
"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]