მიიღებს უკრაინელი უაილდერის გამოწვევას?
სუპერმძიმე წონით კატეგორიაში WBC-ის ვერსიით მსოფლიოს ჩემპიონმა, ამერიკელმა დეონტეი უაილდერმა საკუთარი პირობები წამოუყენა ოთხი საჩემპიონო ქამრის მფლობელს, უკრაინელ ვლადიმირ კლიჩკოს.

"მე ვფლობ ყველაზე პრესტიჟულ საჩემპიონო ქამარს კრივში. ეს ის ტიტულია, რომელიც ძალიან სჭირდება კლიჩკოს. ჩვენს შორის ბრძოლის ორგანიზების პირობა ასეთია: კლიჩკო ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა ჩამოვიდეს", - განაცხადა უაილდერმა BoxingScene-თან კომენტარში.

ბრძოლა უმცროს კლიჩკოსა და უაილდერს შორის 2016 წელზე ადრე არ ჩატარდება, რადგან ამა წლის სექტემბერში, ამერიკელს დაგეგმილი აქვს შეხვედრა მეტოქესთან, რომლის ვინაობას საიდუმლოდ ინახავენ.

გარდა ამისა, უაილდერს ტიტულის დაცვა უწევს რუსი ალექსანდრ პოვეტკინის წინააღმდეგ, რომელიც WBC-ის აუცილებელი პრეტენდენტის სტატუსით სარგებლობს.

"არავისი არ მეშინია. როცა WBC-ის ტიტული მოვიგე, დავპირდი ჩემს გულშემატკივრებს, რომ აქტიური ჩემპიონი ვიქნებოდი. მხოლოდ ფულის გამო არ ვიჩხუბებ. ნებისმიერს შევხვდები, ვისაც ჩემს ტიტულზე პრეტენზია გაუჩნდება.

ოფიციალური პრეტენდენტი ალექსანდრ პოვეტკინია. ჩვენ გუნდები მოლაპარაკებებს აწარმოებენ, მაგრამ არ მგონია, რომ ის გახდეს ჩემი მომდევნო მეტოქე. თუმცა დარწმუნებული ვარ - ერთმანეთს შევხვდებით", - განაცხადა 29 წლის უაილდერმა.

ამერიკელი WBC-ის ტიტულს 2015 წლის იანვრიდან ფლობს, სულ კი კარიერაში 34 ბრძოლიდან ყველა მოგებული აქვს, აქედან 33 - ნოკაუტით.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
ზედიზედ მეოთხე გამარჯვება - ლაშა გურული შეუჩერებელია
"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
საბა ლაზიშვილი ხვალ RAF-ზე იჭიდავებს!
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
დვალიშვილი და ლაზიშვილი გაათავისუფლეს - უსმან ნურმაგომედოვსა და მასთან მყოფ პირებს კი ექვსთვიანი პატიმრობა მიესაჯათ
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"მომავალი კვარაცხელიაა" - ენრიკემ პსჟ-ის სპორტულ დირექტორს ამ ფეხბურთელის დამატება მოსთხოვა
"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
"იბერია 1999"-დან წასვლის შემდეგ, ანდრეი დემჩენკო ყოფილ გუნდში დაბრუნდა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
დიდი ჩემპიონი ვლადიმირ კლიჩკო კრივში დაბრუნებას მხოლოდ ერთი მიზნით აპირებს
ვლადიმირ კლიჩკო: 3 წლის წინ ჯოშუას მოვაგებინე, დავინდე ბავშვი
ტაისონ ფიური ყველაზე მაღალანაზღაურებადი მებრძოლი გახდა
"ნამდვილი იდიოტია" - კრივის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო ბრძოლა გაიმართა [VIDEO]
ფიური და უაილდერი ერთმანეთს წლის ბოლოს შეხვდებიან
ტაისონ ფიური: მე ყველაზე ძლიერი პანჩერი დავანოკაუტე, ყველაზე ანგარიშგასაწევი ძალა ვარ
Boxing News-მა დეკადის საუკეთესო ბრძოლა დაასახელა
ტედი ატლასი: უაილდერის მწვრთნელი რომ ვიყო, ჩემს თავს გავიგდებდი
მოკრივე, რომელმაც ბრძოლის დროს საკუთარ თავს გაარტყა, ჩემპიონი გახდა, განარკომანდა და 22 თებერვალს ისევ ტიტულზე იჩხუბებს [VIDEO]
ტაისონ ფიური: ჯოშუას უაილდერთან ბრძოლაში 80 მილიონი შესთავაზეს და უარი უთხრა, ეტყობა, სუსტი ყბის შეეშინდათ
"მეც ჯორჯ ფლოიდი ვარ" - კლიჩკო აშშ-ის ამბებს ბუნდოვნად გამოეხმაურა
უსიკმა ძმები კლიჩკოების რეაქციაზე ისაუბრა მას შემდეგ, რაც სპორტსმენმა უკრაინის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო