ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA
• ლელო

"სპორტის დედოფალს" ალექსი ახვლედიანი უთავკაცებს

"სპორტის დედოფალს" ალექსი ახვლედიანი უთავკაცებს

სახელმწიფო ყველაფერს გაკეთებს, რათა ქართველმა ათლეტებმა ოლიმპიადის ლიცენზიები მოიპოვონ
საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას 1991 წლიდან თამაზ მდინარაძე ხელმძღვანელობდა. შარშან დეკემბერში იგი საკუთარი სურვილით გადადგა. გუშინ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სააქტო დარბაზში ”სპორტის დედოფლის” წარმომადგენელთა რიგგარეშე საარჩევნო ყრილობა გაიმართა. პრეზიდენტის პოსტზე წარმოდგენილი იყო მხოლოდ ერთი - ალექსი ახვლედიანის კანდიდატურა, რომელსაც დელეგატებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი.

თამაზ მდინარაძე საპატიო პრეზიდენტად, ხოლო სეულის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი მაია აზარაშვილი გენერალურ მდივნად აირჩიეს. ყრილობას ესწრებოდნენ და სიტყვებით გამოვიდნენ სპორტის მინისტრი ლადო ვარძელაშვილი და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი გია ნაცვლიშვილი.

ყრილობაზე წლის საუკეთესო სპორტსმენები - მარიამ ქევხიშვილი, დავით ილარიანი და ენდრიკ ზილბერშტეინი, რომლებმაც შარშან ევროპის ჩემპიონატის მესამე ლიგაში გაიმარჯვეს, 500-500 ლარით, ხოლო სამეგრელოს, იმერეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონული ფედერაციები, ასევე, ამ სტრიქონების ავტორი ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ალექსი ახვლედიანი: ”მადლობა ყველას მხარდაჭერისა და ნდობისთვის. იმედების გასამართლებლად ძალ-ღონეს არ დავიშურებ. ჩემი უპირველესი ამოცანა იქნება მძლეოსნობის განვითარება, პოპულარიზაცია და ინფრასტრუქტურის განვითარება. ფაქტობრივად, ეს პროცესი დაწყებულია. მთავარია, ტემპი დავაჩაქროთ, რათა უწინდელი ტრადიციების აღდგენა დროულად შევძლოთ.

მალე დაიწყება დიდუბის მანეჟის მოდერნიზაცია. ახალციხეში, აჭარასა და სამეგრელოში, საიდანაც საიმედო შევსებას ვიღებთ, ინფრასტრუქტურის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას მივაქცევთ. ჩვენთვის უდიდესი გამოწვევაა 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალი, რომელსაც თბილისი უმასპინძლებს. უკვე დაგვიანებული თუ არ არის, დღეიდანვე უნდა დავიწყთ მისთვის მზადება, რაიონებში მოვიძიოთ პერსპექტიული მოზარდები, მივამაგროთ ისინი გამოცდილ მწვრთნელებს, რათა ფესტივალზე ღირსეულად წარვსდგეთ”.

ლადო ვარძელაშვილი: ”მძლეოსნობა ჩვენთვის პრიორიტეტული სახეობაა. უმისოდ საქართველოში სპორტის სათანადო დონეზე განვითარება პრაქტიკულად შეუძლებელია. დიდი პოტენციალი გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ. დღეს მძლეოსნებმა პრეზიდენტად ისეთი პიროვნება აირჩიეს, რომელსაც ამ სახეობის გასავითარებლად ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება შეუძლია.

სახელმწიფომ თბილისის მერიასთან ერთად მიიღო გადაწყვეტილება, დიდუბის მანეჟი მძლეოსნობის ფედერაციას გადასცეს. დაგეგმილია ამ ობიექტის სრული რეაბილიტაცია, რაც სპორტსმენების მომზადებაში დიდად დაგვეხმარება. ჩვენ ყურადღებას და მხარდაჭერას არ მოვაკლებთ, წარმატებულ სპორტსმენებს ფინანსურად წავახალისებთ. ყველაფერი გაკეთდება, რათა ქართველმა ათლეტებმა ლონდონის ოლიმპიადის რამდენიმე ლიცენზია მოიპოვონ. ვიზრუნებთ მწვრთნელთა გადამზადებაზეც, რომ სამომავლოდ უფრო ნიჭიერი და შედეგის მომტანი მძლეოსნები გავზარდოთ. საგრძნობლად გაუმჯობესდება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა ჩვენი ყოველდღიური საზრუნავი იქნება”.

გია ნაცვლიშვილი: ”უპირველესად, მადლობა მინდა გადავუხადო თამაზ მდინარაძეს, რომელიც მძლეოსნობის ფედერაციას ორი ათეული წლის განმავლობაში ედგა სათავეში და შესაძლებლობის მაქსიმუმს აკეთებდა. მძლეოსნობა სპორტის ყველა სახეობის საფუძველთა საფუძველია და მას მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. ველოდებით ლონდონის საგზურებსა და პროგრესს. მზად ვართ, სპორტსმენები სალიცენზიო ტურნირებისთვის დავაფინანსოთ, ხელფასები გავუზარდოთ, ოღონდ შედეგები გვაჩვენონ. ამასთანავე, აუცილებელია, აქედანვე ვემზადოთ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის. მარტო მაღალ დონეზე მასპინძლობას არ ვგულისხმობ. ყველა სახეობაში, უპირველესად კი მძლეოსნობაში, კონკურენტურანიანი გუნდი უნდა გვყავდეს”.

მაია აზარაშვილი: ”დღევანდელმა ყრილობამ ცივილიზებულად ჩაიარა. გვყავს ახალი პრეზიდენტი, რომელიც დიდად გვეიმედება, და ორი საპატიო პრეზიდენტი - რობერტ შავლაყაძე და თამაზ მდინარაძე. მჯერა, ისინი უწინდებურად კვლავაც ”სპორტის დედოფლის” სამსახურში დარჩებიან. ერთიანი ძალისხმევით გამოვასწორებთ ხარვეზებს. უპირველესად, ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას დავიწყებთ, რაც, ჯაჭვური რეაქციის მსგავსად, გაზრდის მასობრიობას, აამაღლებს მწვრთნელთა და სპორტსმენთა კვალიფიკაციას. ერთი სიტყვით, საქმეს საქმე მოჰყვება.

ძალაში რჩება ის პროგრამა, რომელსაც შარშან ჩაეყარა საფუძველი. 25 იანვარს გვეწვევიან საფრანგეთის მძლეოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი ბერნარდ ამსამლე და გენერალური მდივანი ჯონ გრასია. ისინი ჩვენთან ერთად ხელს მოაწერენ დოკუმენტს, რომლის ძალითაც ფრანგული მხარე საქართველოს მძლეოსნობის ფედერაციას 4 წლის განმავლობაში მატერიალურ და მორალურ მხარდაჭერას გაუწევს”.

თამაზ მდინარაძე: ”იოლი არ ყოფილა ჩემთვის, მეხელმძღვანელა ისეთი სახეობის ფედერაციისთვის, რომლის წარმომადგენლებმაც სასახელო ფურცლები ჩაწერეს მსოფლიო სპორტის ისტორიაში. ჩემი კოლეგების თანადგომითა და მხარდაჭერით შევძელი ეს. დღეს ბედნიერად ვგრძნობ თავს, რადგან ჩვენს ფედერაციას ღირსეული, ძლიერი და გულისხმიერი პიროვნება ჩაუდგა სათავეში. ნაცნობობის მცირე დროის მიუხედავად, მან მოასწრო ჭირსა და ლხინში ჩვენ გვერდით დგომა, რითაც მძლეოსნების სიმპათიებიც დაიმსახურა. ამიტომაც დავუჭირეთ მის კანდიდატურას ერთხმად მხარი. იმედია, მომავალშიც ასეთი ერთსულოვნება გაგვაძლიერებს, რაც დიდი საქმეების საწინდარი და გარანტი გახდება.

საპატიო პრეზიდენტად არჩევა ჩემთვის დიდი პატივია, იმის დასტურიც, რომ არსად მივდივარ, კოლეგებთან ვრჩები და რითაც შემეძლება, ”სპორტის დედოფლის” განვითარებას ხელს შევუწყობ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ორი ათეული წლის განმავლობაში გვერდით მედგა და განსაკუთრებით იმ მძიმე პერიოდში მძლეოსნობის ჭაპანი ჩემთან ერთად ზიდა”.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]

ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა

"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან

[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა

"ზიზუ, გემი იძირება, დაგვიბრუნდი" - "რეალის" ფანებმა ბანერი გამოკიდეს

ზურაბ საკანდელიძისა და მიხეილ ქორქიას მემორიალის ფინალში თსუ "ქუთაისს" შეხვდება

მიხეილ ნარიაშვილი - "ბორჯღალოსნების" შერკინების მწვრთნელი

საქართველოს ნაკრებმა ბოლო საკონტროლო შეხვედრა ალჟირთან ჩაატარა და ორი ბურთის სხვაობით დამარცხდა

ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან დამარცხდა

"პაუზა არ ნიშნავს დანებებებას" - არაუხოს ემოციური სერილი "რეალთან" გამარჯვების შემდეგ

[VIDEO] გობერის უხეში ფოლი ვემბანიამაზე — დისკვალიფიკაცია და 200 ათას დოლარზე მეტი ჯარიმა!

[VIDEO] დონჩიჩის სუპერმატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "საკრამენტომ" "ლეიკერსი" დაამარცხა

"თასიდან გამოვარდნა სერიოზული დარტყმაა" - ზაბარნიმ "პარიზთან" მარცხის შემდეგ ისაუბრა

"ამას გრანდებთან ხომ არ იზამდა?" - "ბარნსლის" მწვრთნელი სობოსლაის საჩუქრით უკმაყოფილო დარჩა

ვერნერი კარიერას ქართველებისთვის კარგად ნაცნობ გუნდში გააგრძელებს

"ამ ქმედების გამო, ფეხბურთელებთან ურთიერთობა თავიდანვე ცუდად დაიწყო" - რას წერს ფაბრიციო რომანო ჩაბი ალონსოზე?

[VIDEO] მამუკელაშვილის 21 წუთი - "ტორონტომ" "ფილადელფია" ზედიზედ მეორედ ვერ დაამარცხა

გასაკვირია - როგორი შეფასებები მიიღეს მამარდაშვილმა და კვარაცხელიამ?

[VIDEO] ხვიჩას შეცვლა რომ საქმეს შველოდეს - პსჟ თასიდან "პარიზმა" გამოაგდო

[VIDEO] სობოსლაიმ მამარდაშვილს გოლი მოუგონა - "ლივერპულმა" გაიმარჯვა

ლუის ენრიკემ "პარიზთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა

"არსენალს" რეკორდსმენი აუტების მწვრთნელი ეყოლება