რატომ ჭიანურდება საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტნის ტრანსფერი ფრანგულ "რეიმსში"
ფრანგულ და უკრაინულ საინფორმაციო საშუალებებს თუ ვენდობით, საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტან ჯაბა კანკავას ტრანსფერი ფრანგულ "რეიმსში" უკვე გადაწყვეტილი ამბავია.

ის კი არა, როგორც უკრაინულმა, ისე ფრანგულმა მედიამ უკვე ის თანხაც კი დაასახელა, რომელსაც ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ მიიღებს "დნიპრო". ზოგიერთი 1 100 000 ევროს ასახელებს, ზოგიც 1 200 000-ს...

რა ხდება რეალურად? "ლელო" კანკავას დნეპროპეტროვსკში შეეხმიანა...

- საფრანგეთში გვგონიხართ და გაგვიკვირდა, უკრაინულ ნომერზე რომ გვიპასუხეთ...

- არა, უკრაინაში ვარ, დნეპროპეტროვსკში.

- რა არის ახალი თქვენს ტრანსფერთან დაკავშირებით?

- რეალურად რაც არის, გეტყვით. მიდის მოლაპარაკება და იწელება ეს პროცესი. წერენ, რომ გადაწყვეტილია ეს ტრანსფერი, სახელდება თანხებიც, მაგრამ რეალურად, ასე არ არის. ერთ დღეს რომ ერთი ხდება, მეორე დღეს სხვანაირადაა საქმე...

მოკლედ, გარკვევის პროცესშია ყველაფერი. შეიძლება ახლა ჩვენ საუბარს მოვრჩეთ და მაშინვე გადაწყდეს ეს ტრანსფერი, წამი-წამზეა საქმე... ისიც შეიძლება, პროცესი კიდევ გაიწელოს. მოკლედ, ასეთი სიტუაციაა ახლა.

არადა, ბევრმა საინფორმაციო საშუალებამ უკვე გადაწყვეტილად გამოაცხადა ტრანსფერი. ჩემზე უკეთ ვინ იცის, რომ ასე არ არის. კი, "რეიმსში" გადასვლა უფრო სავარაუდოა, მაგრამ მე ჯერ ხელი არაფერზე მომიწერია და მოლაპარაკების პროცესიც გრძელდება.

- ესე იგი, ისევ "დნიპროში" ხართ და მომდევნო მატჩისთვის ემზადებით...

- კი, ასეა.

- არ გიჭირთ სავარჯიშოდ და სათამაშოდ განწყობა?

- რა თქმა უნდა, მიჭირს. ამის თაობაზე ვუთხარი კიდეც კლუბის ხელმძღვანელობას. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს ჰაერში ვარ გამოკიდებული.

- ამბობენ, "დნიპროში" დიდი ფინანსური კრიზისია და ფეხბურთელებს გუნდიდან წასვლაზე უჭირავთ თვალიო. მართალია?

- არა, ხელფასებს დროულად ვიღებთ, ამის თქმა ნამდვილად შემიძლია.

- ჯაბა, ისევ ტრანსფერის თემას მივუბრუნდეთ. მაინც, რატომ ჭიანურდება საქმე?

- სხვათა შორის, რამდენჯერმე შეთანხმებასაც მიაღწიეს კლუბებმა და თითქოს ყველაფერი გადაწყვეტილი ჩანდა, მაგრამ ისევ ახალი მოთხოვნები გაჩნდა და ასე შემდეგ.

- თქვენს პირად კონტრაქტთან დაკავშირებით პრობლემა არ არის?

- არა, "რეიმსში" იციან ჩემი პირობები. როცა მოლაპარაკება დაიწყო, მე მათ შევატყობინე ამის თაობაზე.

- "დნიპროდან" მართლაც მიდიან კალინიჩი და დუგლასი?

- ისინი გუნდში არიან და ჩვეულებრივ ვარჯიშობენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლუის ენრიკემ და პსჟ-მ გამარჯვება "კვარას" მიუძღვნეს
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
საზონოვი შეცვლაზე შევიდა - "ხეტაფე" "ატლეტიკთან" განადგურდა
"ჰოლშტაინის" პირველ გამარჯვებას სადებიუტო გოლით საფუძველი ქვილითაიამ ჩაუყარა
ცნობილი გახდა სად გაუკეთებენ კვარაცხელიას ოპერაციას
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალში დამარცხდა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთის" "კვარას" ეკუთვნის - ეს მისთვის მეტისმეტად მცირე ნუგეში და აღდგენაში დახმარება იქნება" - ამბობს ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც ფეხბურთელის დაბრუნების სავარაუდო დროს ასახელებს
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
france bleu: კვარაცხელიას ასეთი დებიუტი შემდეგი მატჩის მალე ნახვის სურვილს გიჩენს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
გორის "დილა" თურქულ შეკრებაზე "დნიპროსთან" დამარცხდა [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"რეიმსის" მწვრთნელი: პსჟ-სთან ტრავმაის ჩაყენება მოგვიწევს
ჯაბა კანკავა მიდის? ნაკრების კაპიტანი კარიერის დასრულებაზე ფიქრობს
ქართველებისთვის კარგად ნაცნობ "სლოვანს" იაია ტურეს ჩააბარებენ
სანდრო კობახიძე: "ვორსკლას" მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ჩემი დიდი იმედი აქვს
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" სპარინგ-მატჩში უკრაინული "დნიპრო" დაამარცხა [VIDEO]
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
უხელფასობის გამო "დნიპროდან" მთავარი მწვრთნელი წავიდა, რას იზამს სანდრო კობახიძე?
ოფიციალურად: ქართველებისთვის ნაცნობი "სლოვანი" იაია ტურეს ჩააბარეს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
დავითაშვილიც დაბრუნდა - "სენტ-ეტიენმა" ისევ გაიმარჯვა და ლიდერია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
სანდრო კობახიძის გუდნმა დნეპროპეტროვსკის "დნიპრომ" შესაძლოა არსებობა შეწყვიტოს
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-მ პერსპექტიული ნახევარმცველი იჯარით პორტუგალიაში გაუშვა
მიქაუტაძემ მეცხრე გაიტანა - "ლიონმა" შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა [VIDEO]