გუშინ უეფას შტაბ ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა...
გუშინ უეფას შტაბ ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა გაიმართა. შესაბამისად, ევროტურნირებზე მეტ-ნაკლები შანსის მქონე სამი ქართული გუნდის პოტენციური მეტოქეების ვინაობა უკვე გარკვეულია.

თუ ჩვენმა ოქროსმედალოსანმა რუსთავის "ოლიმპმა", სტუმრად 0:2 მარცხის შემდეგ, შეძლო და საპასუხო შეხვედრაში ყაზახური "ატობეს" ბარიერი დაძლია, მაშინ ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, ზურაბ მენთეშაშვილის ყოფილ გუნდთან, თელ ავივის "ჰაპოელთან" მოუწევს დაპირისპირება.

რაც შეეხება ევროპის ლიგას. ჩეხებისგან თბილისში დაწიოკებული "ვიტ ჯორჯია" ევროპას დაემშვიდობა და ამ ტურნირზე ჩვენს ორ გუნდს აქვს შანსები. იმედია, "დუკლას" 3:0 მძლეველი "ზესტაფონი", სლოვაკებს უკან მოიტოვებს. ასეთ შემთხვევაში, მეტოქედ სანდრო გურულის ლვოვის "კარპატი" ეყოლება, რომელმაც "რეიკიავიკი" ისლანდიაში 3:0 დაამარცხა და შინ სასურველი შედეგის მიღწევა არ გაუჭირდება.

შვედურ "გეფლესთან" სტუმრად 2:1 მოგების შედეგად, თბილისის "დინამოს" კარგი შანსი აქვს სკანდინავიელებს გზიდან ჩამოიცილოს. იმედია კახა კაჭარავას გუნდი ამას შეძლებს და მერე უკვე ილია კანდელაკის ყოფილ გუნდთან, ავსტრიულ გრაცის "შტურმთან" მოუწევს დაპირისპირება.

ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე, გუნდები ასე დაწყვილდნენ:

ჩემპიონთა ლიგა. მესამე საკვალიფიკაციო ეტაპი. 27/28 ივლისი - 3/4 აგვისტო

გუნდები, რომლებიც ჩემპიონები არ გახდარან

1. აიაქსი (ჰოლანდია)-პაოკ-ი (საბერძნეთი)

2. დინამო (უკრაინა)-გენტი (ბელგია)

3. იანგ ბოიზი (შვეიცარია)-ფენერბაჰჩე (თურქეთი)

4. ბრაგა (პორტუგალია)-სელტიკი (შოტლანდია)

5. უნირეა (რუმინეთი)-ზენიტი (რუსეთი)

ჩემპიონები

1. მეტალურგსი (ლატვია)/სპარტა (ჩეხეთი) - ინტერი(აზერბაიჯანი)/ლეხი (პოლონეთი)

2. აქტობე (ყაზახეთი)/ოლიმპი-საქართველო - ჰაპოელი (ისრაელი)/ჟელეზნიჩარი (ბოსნია)

3. შერიფი (მოლდოვა)/დინამო (ალბანეთი) - დინამო (ხორვატია)/კოპერი (სლოვენია)

4. ლიტექსი (ბულგარეთი)/რუდარი (ჩერნოგორია) - ბირკირკარა (მალტა)/ჟილინა (სლოვაკეთი)

5. ლევადია (ესტონეთი)/დებრეცენი (უნგრეთი) - ბაზელი (შვეიცარია)

6. აიკ-ი (შვედეთი)/ჟენესი (ლუქსემბურგი) - ლინფილდი (ჩრდ. ირლანდია)/რუსენბორგი (ნორვეგია)

7. პარტიზანი (სერბეთი)/პიუნიკი (სომხეთი) - ეკრანასი (ლიტვა)/ჰიკ-ი (შვედეთი)

8. ბატე (ბელარუსი)/ჰაფნარფორდიური (ისლანდია) - კოპენჰაგენი (დანია)

9. ბოჰემიანსი (ირლანდია)/ნიუ საინტსი (უელსი) - ანდერლეხტი (ბელგია)

10. ომონია (კვიპროსი)/რენოვა (მაკედონია) - ზალცბურგი (ავსტრია)/ტორსჰავნი (ფაერერები)

როგორც ხედავთ, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის ახალი ფორმატი საინტერესოა და იმით არის გამორჩეული, რომ მომდევნო ეტაპზე გასვლითვის არაგრანდი კლუბების შანსი იზრდება. თუ როგორ, ამასაც ახლავე აგიხსნით. ჩემპიონი გუნდების 10 წყვილში 10 გამარჯვებული, ფლე-ოფში ისევ ერთმანთს ეთამაშება და გამარჯვებული 5 გუნდი ჯგუფურ ეტაპზეა. არაჩემპიონთა 5 წყვილიდან ამდენივე გამარჯვებულს რეიტინგში მოწინავე საფეხურებზე მყოფი ფრანგული "ოსერის", ესპანური "სევილიას", ინგლისური "ტოტენჰემის", იტალიური "სამპდორიასა" და გერმანული "ვერდერის" ხუთეული დაემატება. ჯამში ეს 10 გუნდი, ჯგუფში მოსახვედრი 5 საგზურისთვის ფლეი-ოფში იბრძოლებს. შესაბამისად, ჯგუფურ ეტაპზე ჩემპიონებიდან და არაჩემპიონებიდანგასულ ამ 10 გუნდს რეიტინგში მოწინავე პოზიციებზე მყოფი 22 გუნდი (მათ შორის მადრიდის "რეალი", მილანის "ინტერი"... და დებიუტანტი თურქული "ბურსასპორი") დაემატება. ფეი-ოფის მატჩები 17-18 აგვისტოსა და 24-25 აგვისტოს ჩატარდება, მანამდე კი ამ რაუნდის წილისყრა 6 აგვისტოს გაიმართება.

ახლა ევროპის ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე ვთქვათ:

1. ოდენსე (დანია) - ზრინსკი (ბოსნია)/ტრე პენე (სან მარინო)

2. სტაბეკი (ნორვეგია)/დნეპრი (ბელორუსი) - ვიტ ჯორჯი (საქართველო)/ბანიკი (ჩეხეთი)

3. ლივერპული (ინგლისი) - რაბოტნიჩკი (მაკედონია)/მიკა (სომხეთი)

4. მარიტიმუ (პორტუგალია)/ფინგალი (ირლანდია) - ჰონკა (ფინეთი)/ბანგორი (უელსი)

5. ბეროე (ბულგარეთი) - სუდუვა (ლიტვა)/რაპიდი (ავსტრია)

6. ტიმიშოარა (რუმინეთი) - მიუპა (ფინეთი)/სენტ ჯულია (ანდორა)

7. ცსკა (ბულგარეთი) - კლიფტონვილი (ჩრდ. ირლანდია)/ციბალია (ხორვატია)

8. რეიკიავიკი (ისლანდია)/კარპატი (უკრაინა) - ზესტაფონი (საქართველო)/დუკლა (სლოვაკეთი)

9. შემროკ როვერსი (ირლანდია)/ბნეი იეჰუდა (ისრაელი) - იუვენტუსი (იტალია)

10. ელფსბორგი (შვედეთი) სტალი (მოლდოვა) - ვენტსპილსი (ლატვია)/ტეტექსი (მაკედონია)

11. ნორდშელანდი (დანია) - სპორტინგი (პორტუგალია)

12. ვიდეოტონი (უნგრეთი)/მარიბორი (სლოვენია) - ჰიბერნიანი (შოტლანდია)

13. ცრვენა ზვეზდა (სერბეთი) - სლოვანი (სლოვაკეთი)

14. ტურკუ (ფინეთი) - გენკი (ბელგია)

15. ვალეტა (მალტა)/რუხი (პოლონეთი) - აუსტრია (ავსტრია)/ შიროკი ბრეგი (ბოსნია)

16. ოლზენი (ჩეხეთი) - ბეშიქთაში (თურქეთი)/ვიკინგური (ფარერები)

17. ბესა (ალბანეთი)/ოლიმპიაკოსი (საბერძნეთი) - მაქაბი (თ-ა, ისრაელი)/მოგრენი (ჩერნოგორია)

18. შიაულაია (ლიტვა)/ვისლა (პოლონეთი) - ყარახახი (აზერბაიჯანი)/პორტდაუნი (ჩრდ. ირლანდია)

19. შტურმი (ავსტრია) - გეფლე (შვედეთი)/დინამო (საქართველო)

20. ანორთოსისი (კვიპროსი)/შიბენიკი (ხორვატია) - სერკლი (ბელგია)/ტურკუ (ფინათი)

21. ბაკი (აზერბაიჯანი)/ბუდუჩნოსტი (ჩერნოგორია) - ბრონდბიუ (დანია)/ვადუცი (ლიხტენშტაინი)

22. მოლდე (ნორვეგია)/ელგავა (ლატვია) - შტუტგარტი (გერმანია)

23. მაქაბი (ჰ, ისრაელი) - დინამო (ბელარუსი)/კალევი (ესტონეთი)

24. უტრეხტი (ჰოლანდია)/ტირანა (ალბანეთი) - ლუცერნი (შვეიცარია)

25. სიბირი (რუსეთი) - აპოლონი (კვიპროსი)

26. გორიცა (სლოვენია)/რანდერსი (დანია) - ლოზანა (სვეიცარია)/ბორაცი (ბოსნია)

27. ოლიმპია (მოლდოვა)/დინამო (რუმინეთი) - ჰაიდუკ (ხორვატია)

28. ალკმაარი (ჰოლანდია) - გეტებორგი (შვედეთი)

29. დიფერდანჟი (ლუქსემბურგი)/სპარტაკი (სერბეთი) - დნიპრო (უკრაინა)

30. ატირაუ (ყაზახეთი)/დიორ ეტო (უნგრეთი) - მონპელიე (საფრანგეთი)

31. აალესუნდი (ნორვეგია) - მოზერველი (შოტლანდია)/ბრეიდაბლიკი (ისლანდია)

32. კალმარი (შვედეთი)/დაჩია (მოლდოვა) - ლევსკი (ბულგარეთი)/დანდალკი (ირლანდია)

33. გალათასარაი (თურქეთი)- ოფკ (სერბეთი)/ტორპედო (ბელარუსი)

34. იაგელონია (პოლონეთი) - არისი (საბერძნეთი)

35. ტაურასი (ლიტვა)/აპოელი (კვიპროსი) - იაბლონეცი (ჩეხეთი)

ევროპის ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო რაუნდიდან გასულ 35 გამარჯვებულს ფლეი ოფში პირდაპირ დაშვებული 24 გუნდი და ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპიდან გამოთიშული 15 გუნდი დაემატება. ფლეი ოფის წილისყრაც 6 აგვისტოს გაიმართება.

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
დაბრუნება ნაცნობ ადგილას - ნკუნკუ კვლავ "ლაიფციგისთვის" შეუტევს
ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა
"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა
ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია
კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს
"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ
"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა
[VIDEO] მეტოქეს შესანიშნავად დაუტრიალდა და ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა - სალიამ ახალგაზრდული პრემიერ ლიგა ბრწყინვალედ დაიწყო
"საბოლოოდ გაგაჩუმებს" - დვალიშვილმა ოქტაგონზე რუსეთის დროშის გამოჩენაზე უკმაყოფილება გამოხატა და მას პასუხი მახაჩევმა გასცა
[VIDEO] მამარდაშვილის უნიკალური შემთხვევა ვარჯიშზე - რა გააკეთა და რა პირობებში იყო "ლივერპულის" ქართველი მეკარე
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
მუდრიკი სავარაუდოდ, კარიერას საფრანგეთის ჩემპიონატში განაგრძობს
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
საქართველო - უკრაინა | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ბუნდესლიგის დაწყების წინ ლოჩოშვილმა თასის მატჩში ტრავმა მიიღო