ხედირას შემდეგ მორატა დაშავდა
"იუვენტუსის" ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ამიერიდან გუნდის 10-ნომრიან მაისურას პოლ პოგბა მოირგებს. პირველ რიგში, ეს ნათელი გზავნილია იმასთან დაკავშირებით, რომ 22 წლის ფრანგი ნახევარმცველი "იუვეში" რჩება და მინიმუმ მომდევნო სეზონს ტურინულ გრანდში გაატარებს.

თავად 10-ნომრიანი მაისურა ცალკე განხილვას იმსახურებს, რადგან "იუვეში" ეს თემა ყოველთვის აქტიურია. ამ ნომრით "ვეკია სენიორას" არაერთი ლეგენდა თამაშობდა, დაწყებული ჯამპიერო ბონიპერტით, გაგრძელებული მიშელ პლატინით, იგივე რობერტო ბაჯოთი და დასრულებული ალესანდრო დელ პიეროთი.

ბოლოს 10 ნომერი კარლოს ტევესს ეწერა ზურგზე და გემახსოვრებათ, თუ რა ამბავი ატყდა, როდესაც მას ეს პატივი ერგო წილად - "იუვეს" ულტრასებმა კლუბის მესვეურები კრიტიკის ქარ-ცეცხლში გაატარეს და არც თავად ფეხბურთელი დაინდეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ არგენტინელი არ იმსახურებდა იმ ნომერს, რომლითაც ლეგენდები ასპარეზობდნენ. თანაც, ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როდესაც დელ პიერო გაუშვეს გუნდიდან და ეს თემა გულშემატკივრებისთვის განსაკუთრებულად აქტუალური იყო.

სანამ 10 ნომერს პოგბას გადასცემდნენ, მანამდე მას პაულო დიბალას შეჰპირდნენ და აქაც დიდი ამბავი ატყდა - გულშემატკივართა დიდმა ნაწილმა ჩათვალა, რომ 21 წლის არგენტინელი არ იყო მზად, ასეთი პასუხისმგებლობა ეტვირთა. როგორც ჩანს, კლუბის მესვეურებმა და მათთან ერთად მწვრთნელმა, ყურად იღეს ქომაგთა პოზიცია და გადაწყვეტილება შეცვალეს - ამიერიდან, 10 ნომრით პოგბა ითამაშებს.

ამპლუის მიხედვით, 21 წლის ფრანგს არ მიესადაგება 10-იანი, მაგრამ ეს ნომერი, პირველ რიგში, ლიდერთან ასოცირდება, ასეთი კი, შესაძლოა, სწორედაც რომ პოგბა იყოს - ამ თემაზე კომენტარი "იუვეს" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ გააკეთა:

"მას შემდეგ, რაც გუნდი ანდრეა პირლომ, არტურო ვიდალმა და კარლოს ტევესმა დატოვეს, ვფიქრობ, რომ გუნდის ლიდერობა პოლ პოგბამ უნდა იტვირთოს. მართალია, ძალიან ახალგაზრდაა, მაგრამ ყველა თვისება აქვს საიმისოდ, რომ ეს პასუხისმგებლობა იტვირთოს. "იუვენტუსში" ყოველთვის იყვნენ ფეხბურთელები, რომლებსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა მარტოს შეეძლოთ და ასეთი იქნება პოგბა. დარწმუნებული ვარ, რომ პოლი მასზე გაცემულ ავანსებს სრულად გაამართლებს".

მორატა ერთ თვეს დაისვენებს

ამასობაში, ალვარო მორატა დაშავდა და გაცხადდა, რომ დაახლოებით ერთი თვე მოუწევს მკურნალობა. ეს იმას ნიშნავს, რომ ესპანელი ფორვარდი იტალიის სუპერთასის პაექრობას გამოტოვებს, რომელშიც "იუვენტუსი" "ლაციოს" დაუპირისპირდება. ისიც ვთქვათ, რომ აღნიშნული მატჩი 8 აგვისტოს შანხაიში გაიმართება.

მორატა მეორე ფეხბურთელია, რომელმაც საწვრთნელ შეკრებაზე მძიმე ტრავმა მიიღო. სულ რამდენიმე დღის წინ სამი ხედირა დაშავდა და ბოლო ინფორმაციით, ორი თვე მოუწევს ლაზარეთში ყოფნა. ბუნებრივია, იტალიის სუპერთასს ხედირაც გამოტოვებს. მოკლედ, მასიმილიანო ალეგრი სეზონის სტარტს საკადრო პრობლემებით ეგებება და ვნახოთ, რა გავლენას იქონიებს ეს შედეგებზე...

"იუვე" დრაქსლერს უტევს

"იუვენტუსის" მესვეურები იულიან დრაქსლერს არ ანებებენ თავს და კიდევ ერთი მცდელობა აქვთ, რომ 21 წლის გერმანელი შემტევი გადაიბირონ. ტურინელებმა გელზენკირხენის "შალკეს" 15 მილიონი ევრო შესთავაზეს, თავად ფეხბურთელს კი 5-წლიანი კონტრაქტი და 2.7 მილიონი ევრო სეზონში. ითქვა ისიც, რომ "შალკესთვის" გათვალისწინებულია ბონუსებიც, რომელიც 5-დან 7 მილიონ ევრომდე მერყეობს.

გერმანელებს დრაქსლერის გაყიდვა 25 მილიონ ევროდ სურდათ, მაგრამ ამხელა თანხას არც ერთი კლუბი არ იხდის და ამიტომ "იუვენტუსთან" შეთანხმების ალბათობა ერთობ მაღალია.

სამაგიეროდ, ტურინელებს მარიო გიოტცეს მიმართულებით უჭირთ მოლაპარაკების წარმოება და ისეთი პირი უჩანს, რომ გერმანიის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი მიუნხენის "ბაიერნში" დარჩება. გიოტცე პეპ გვარდიოლას ტაქტიკურ მონახაზში ჯდება, რაც "ბაიერნის" ამხანაგურ შეხვედრებში გამოჩნდა და ამ ფონზე, მისი ტურინში გაშვება ნაკლებად სავარაუდოა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

არ დაადგა საშველი - ლეაომ არაბებს უარი შეუთვალა და ევროპიდან ახალი მსურველი ჰყავს
კვარაცხელიას ყოფილი თანაგუნდელი "ატალანტაში" გაანათხოვრეს
"ინტერმა" "ლივერპულის" ნახევარმცველი შეიძინა
კვლავ პრემიერ ლიგაში - ნიკო გონსალესმა "სიტი" დატოვა
15-წლამდე გოგონათა ნაკრები უეფას განვითარების თასზე იასპარეზებს
"ნიუკასლის" მწვრთნელს მიაჩნია, რომ მსაჯმა "ლივერპულს" პენალტი აჩუქა
ჰიუგოს გმირი "კვარა" - რას მოიტანს კონკურენცია ხვიჩასა და გუნდისთვის
ფერან ტორესი: მთლად კმაყოფილი არ ვარ
"მანჩესტერ იუნაიტედი" ახალგაზრდა ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
"მანჩესტერ სიტი" როდრის შემცვლელს 100 მილიონ ევროდ შეიძენს
აქვსენტი გიორგაძე ქართულ რაგბს დაუბრუნდა
"ამაზე საუბარი გვჭირდება" - რა თქვა ფლიკმა ფორვარდის შესაძლო დამატებაზე?
"თუ გაკპოს ტრანსფერი არ გამოვა - მუდრიკი ნიდერლანდელის ალტერნატივად განიხილება
"ბოლომდე ბედნიერი არ ვარ" - ფერან ტორესი დუბლის შემდეგ
"უნდა გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან" - ლუის ენრიკეს გზავნილი კვარაცხელიას და დემბელეს
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - ზედიზედ მეორე მარცხისგან დუბლით დებიუტანტმა ტორესმა იხსნა
[VIDEO] საზონოვის პირველი 90 წუთი "ხეტაფეში" - მისმა გუნდმა გულიაშვილის "რასინგი" დაამარცხა
კვერნაძის "ფროზინონე" "იუვენტუსთან" დაძაბულ მატჩში დამარცხდა
"რენთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
გენერალური რეპეტიცია შედგა - საქართველოს ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა
[VIDEO] "ლივერპული" "ნიუკასლთან" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] ომი "მეტროპოლიტანოზე". მატჩის MVP მიქაუტაძემ მცველი გააგდებინა და ობლაკს გაუტანა - კაცნაკლულმა "ატლეტიკომ" ფრეს მიაღწია
ისრაელის ნაკრებსა და ქვეყნის კლუბებს საერთაშორისო შეჯიბრებიდან მოკვეთენ? - 48 სპორტსმენმა მოთხოვნას ხელი მოაწერა
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ოქროს ბურთი" ახლა თუ ვერ მოიგო, ამის შანსი აღარასდროს აღარ ექნება" - პოგბამ დემბელეზე ისაუბრა
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ფერადკანიან ბავშვებს ასწავლიან, რომ ბო*ივით მორჩილი მონები იყვნენ - იან რაიტმა ჯუდ ბელინგემი დაიცვა
პსჟ იულიან დრაქსლერს თავიდან იშორებს
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
კვლავ იტალიაში - მორატა სერია A-ს დაუბრუნდა
მორატას ისევ სერია A-ში უხმობენ - ალვარომ შესაძლოა, მესამე იტალიური გუნდის მაისური მოირგოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
გიოტცემ შეიძლება კარიერა "ატლეტიკოში" გააგრძელოს
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
"სიკვდილის მეშინოდა, ევრო 2024-ზე წასვლა არ მინდოდა" - მორატას გულახდილი საუბარი
დრაქსლერი ინგლისში? გერმანელით ერთ-ერთი გრანდი დაინტერესდა
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
გიოტცე: კვარაცხელიასა და ოსიმენთან თამაშისას სიფრთხილე გვმართებს
მარიო გიოტცე პსვ-ში გადადის
მარიო გიოტცე პსვ-ის ფეხბურთელი გახდა
პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
2 წელზე მეტი გავიდა - პოგბა მოედანზე დაბრუნებასთან ახლოსაა
[VIDEO] სინათლე გვირაბის ბოლოს - პოგბამ "მონაკოსთან" კონტრაქტის გაფორმებისას ემოციები ვერ შეიკავა
რიბერიმ გიოტცე და მანჯუკიჩი "ფიორენტინაში" გადაიპატიჟა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
დრაქსლერს "ბარსელონას" უკავშირებენ
იულიან დრაქსლერს იტალიურ კლუბში უნდა გადასვლა
"ასეთი გამოცდილი ფეხბურთელი, უფრო მომთმენი უნდა იყოს" - ფაბრეგასმა მორატა გააკრიტიკა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
უკვე მეორედ - მორატა ცოლს გაშორდა და მიზეზზე ისაუბრა
იურგენ კლოპი: ძველ გიოტცეს ისევ ვიხილავთ
დრაქსლერმა კატარულ გუნდში გადასვლა გადაწყვიტა