სერია A. გადადებული მატჩი

მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის გამო სერია A-ს ორიდან ერთი გადადებული პაექრობა "ინტერმა" "ჩეზენასთან' გამართა და მეტოქე მინიმალური ანგარიშით დაამარცხა. ბევრისთვის მოულოდნელად, პირველობის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია მრისხანე მეტოქეს და ქულის აღებასთან ახლოსაც იყო. არადა, ისე დაიწყო შეხვედრა, რომ ვერავინ იფიქრებდა თუ ინტრიგა ბოლო წუთებამდე შენარჩუნდებოდა.

ანგარიში შესანიშნავ ფორმაში მყოფმა სამუელ ეტოომ გახსნა - მე-14 წუთი მიმდინარეობდა, როდესაც საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო ბურთი, მარჯვენა ფრთისკენ გაექცა მეურვეს და უზუსტესი დარტყმით მეკარისაგან შორეული კუთხე დალაშქრა. კიდევ უფრო ეფექტური გამოვიდა "ინტერის" მიერ გატანილი მეორე გოლი - მრავალსვლიანი კომბინაციის აღწერა ერთობ რთული საქმე გახლავთ და მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ იერიში არგენტინელმა ფორვარდმა, დიეგო მილიტომ დააგვირგვინა.

სულ მალე, მილიტომ ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მოედანზე ჯონათან ბიაბიანი გამოვიდა. ჯერჯერობით, არ გავრცელებულა ინფორმაცია იმის შესახებ თუ რამდენად სერიოზულია არგენტინელის ტრავმა, რომელიც ბოლო პაექრობებში საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა. მილიტოს გოლის შემდეგ, თითქოს გადაწყდა კიდეც მატჩის ბედი, თუმცა სტუმრები ასე არ ფიქრობდნენ. მათდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არ გატყდნენ და პირველივე ტაიმში გაათანაბრეს ანგარიში. სტუმართა ორივე გოლი მეტად ეფექტური გამოვიდა - ბოგდანმა მკერდზე მიიღო ბურთი და უზუსტესი დარტყმით კასტელაცი უშანსოდ დატოვა, საჯარიმოში შეჭრილმა ჯაკერინიმ კი შესანიშნავი პასის შემდეგ ბურთი მინდორზე დაუშვებლად გადაგზავნა მასპინძელთა კარის ჩარჩოში. აი, ასე გახდა ანგარიში 2:2 და მილანელებს ყველაფრის თავიდან დაწყება მოუხდათ. "ინტერის" გულშემატკივრებს დიდხანს არ მოუწიათ ლოდინმა: ტაიმის უკანასკნელ წუთზე კრისტიან კივუ წავიდა იერიშზე და თავური დარტყმით შეხვედრის საბოლოო რეზულტატი დააფიქსირა, 3:2.

მეორე ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, რაც ასევე მეტად მოულოდნელი გახლდათ. სტუმრებს არაერთხელ შეეძლოთ გოლის გატანა და ანგარიშის კიდევ ერთხელ გათანაბრება. რაც არ უნდა პარადოქსული იყოს, ორი მეტად სახიფათო მომენტი "ჩეზენამ" მაშინ შექმნა, როდესაც მოედანზე კაცნაკლული დარჩა. დიახ, სასტვენის შემდეგ კარში დარტყმის გამო, მატჩის არტბიტრმა ჯაკერინის მეორე ყვითელი ბარათი მისცა და მოედანი დაატოვებინა. არბიტრის გადაწყვეტილება იტალიურ სპორტულ პრესაში განსჯის საგანი გახდა - პრინციპში, განსახილველი არც არაფერია, "ჩეზენა" აგებდა, დრო ნამდვილად არ ჰქონდა გასაყვანი და მსაჯმა აშკარად არაადეკვატური გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად ამისა, სტუმრებმა მინი-შტურმიც კი მოუწყვეს მასპინძლებს და ცოტა რომ გამართლებოდათ, ქულასაც გამოკრავდნენ ხელს.

ნამატჩევს, ლაეონარდომ შეგირდებიც შეაქო და მეტოქე გუნდიც: "თამაში მაღალ დონეზე დავიწყეთ და ორი გოლი შესანიშნავ სტილში გავიტანეთ, თუმცა მეტოქე ხასიათი გამოავლინა და ანგარიში მალევე გაგვითანაბრა. "ჩეზენას" კომპლიმენტები მინდა მივუძღვნა, ასეთ შემოტრიალებას ნამდვილად არ მოველოდით. დაცვაში გარკვეული პრობლემები ნამდვილად გვქონდა, მაგრამ მთლიანობაში, შეგირდების გარჯით მაინც კმაყოფილი დავრჩი. მეორე ნახევარში ჭკვიანურად ვითამაშეთ და მეტოქეს აღარ მივეცით ანგარიშის კიდევ ერთხელ გათანაბრების საშუალება. რაც მთავარია, მორიგი სამი ქულა ჩავიწერეთ აქტივში და ლიდერთა მარაქაში გავერიეთ."

ინტერი-ჩეზენა 3:2

ინტერი (4-3-1-2): კასტელაცი - მაიკონი, მატერაცი, ლუსიო, კივუ - ძანეტი, კამბიასო, სტანკოვიჩი - პანდევი (85. კორდობა) - ეტოო, მილიტო (20. ბიაბიანი - 75. ობი)).

ჩეზენა (4-3-3): ანტონიოლი- ჩეკარელი, ბენალოუანე, ფონ ბერგენი, ლაურო (64. დელაფიორე) - პაროლო, კოლუჩი, სამარკო (69. კაზერტა) - ხიმენესი (78. ბუდანი), ბოგდანი, ჯაკერინი.

გოლები: 1:0 ეტოო (14), 2:0 მილიტო (15), 2:1 ბოგდანი (23), 2:2 ჯაკერინი (29), 3:2 კივუ (45).

გაძევება: ჯაკერინი (74).

გაფრთხილება: 1-1; კუთხური: 5-3; ჯარიმა: 10-9; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 15(6)-9(3); ბურთის ფლობა: 55%-45%.

მაყურებელი: 60 000

თ მ ფ წ ბ ქ

1. მილანი 20 12 5 3 35-18 41

2. ნაპოლი 20 11 4 5 30-20 37

3. ლაციო 20 11 4 5 26-18 37

4. ინტერი 19 10 5 4 32-19 35

5. რომა 20 10 5 5 28-24 35

6. იუვენტუსი 20 9 7 4 35-25 34

7. პალერმო 20 9 4 7 33-25 31

8. უდინეზე 20 9 3 8 31-27 30

9. კალიარი 20 7 5 8 24-19 26

10. სამპდორია 19 6 8 5 20-18 26

11. ფიორენტინა 19 6 6 7 20-20 24

12. კიევო 20 5 8 7 20-22 23

13. ჯენოა 19 6 5 8 15-19 23

14. პარმა 20 5 7 8 19-25 22

15. კატანია 20 5 7 8 18-25 22

16. ბოლონია 20 6 7 7 20-28 22

17. ჩეზენა 20 5 4 11 15-25 19

18. ლეჩე 20 5 4 11 19-37 19

19. ბრეშა 20 5 3 12 17-26 18

20. ბარი 20 4 5 11 13-30 14

ბოლონიას დაკლებული აქვს 3 ქულა

ბომბარდირები: 13 – დი ნატალე, კავანი (ნაპოლი); 12 - ეტოო (ინტერი); 11 - დი ვაიო (ბოლონია), იბრაჰიმოვიჩი (მილანი).

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა
"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის
RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს
მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ
დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე
"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა
"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა
[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია
[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა
მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში
ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...
ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში
"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი
შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში
დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა