6 აგვისტოს ანშლაგით დასრულდა "პალიტრა მედია ჰოლდინგის" საზაფხულო სეზონის ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში
6 აგვისტოს ანშლაგით დასრულდა "პალიტრა მედია ჰოლდინგის" საზაფხულო სეზონის ჩემპიონატი მინი-ფეხბურთში. ფინალურ შეხვედრაში, რომელიც მოლოდინზე მეტად დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა, "კოლორმა" "ელვა.გე" ანგარიშით 6:4 დაამარცხა და ჩემპიონის ტიტული დაიბრუნა.

ფინალამდე მესამე ადგილისთვის მატჩში ერთმანეთს "ბიბლუსი წიგნები" და "ტელევიზია" დაუპირისპირდნენ. დაძაბულ ბრძოლაში გამარჯვება "ბიბლუსი წიგნებს" დარჩა - 5:4.

ტრადიციულმა ტურნირმა, რომელსაც პროფესიონალი მსაჯი ემსახურებოდა, სტარტი 11 ივლისს აიღო და მასში ჰოლდინგის სხვადასხვა სტრუქტურაში დაკომპლექტებულმა 12-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ტურნირი ტრაგიკულად დაღუპული "პალიტრა მედიის" თანამშრომლის, ცნობილი მსახიობის, კოტე თოლორდავას ხსოვნას მიეძღვნა, რომელიც წინა ტურნირში "პალიტრა TV"-ის გუნდის მეკარე იყო.

ტურნირის დასრულების შემდეგ I, II და III ადგილებზე გასულ გუნდებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ.

გამარჯვებულებს განსაკუთრებული პრიზი, "ბარსელონა-"სევილიის" უეფას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები გადაეცათ. სამახსოვრო პრიზები მიიღეს სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებმაც.

ტურნირის ბომბარდირი 16 გოლით ზურა კახიძე გახდა, საუკეთესო მეკარედ ჯონი პატარკაციშვილი (ინტერპრესნიუსი) დასახელდა, ხოლო საუკეთესო მოთამაშედ - ირაკლი კვიციანი ("კოლორი"). მათ საჩუქრად "ევრო პარკის" მოსაწვევები მიიღეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

ნანა ჩხაიძე

ჯორჯ ბესტი და დიდების მეორე მხარე
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"