ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

...მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს

...მაგრამ მარტო წვრთნა რას უზამს

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში თავი ბევრი ვერაფრით გამოიჩინა

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე სეზონის პირველ ნახევარში თავი ბევრი ვერაფრით გამოიჩინა, ბრემენის „ვერდერში“ ეჭვი ჯერჯერობით არავის ეპარება იმაში, რომ ზაფხულში ნაყიდი ავსტრიელი ფორვარდი მარკო არნაუტოვიჩი კარგი ფეხბურთელია. თუმცა თავდამსხმელის ხარისხი გოლების რაოდენობით იზომება, 21 წლის არნაუტოვიჩს კი ბუნდესლიგაში გოლი ძალიან დიდი ხანია, არ გაუტანია.

თვითონ განსაჯეთ: არნაუტოვიჩის უკანასკნელი გოლი 28 აგვისტოთი თარიღდება, როცა მარკომ გოლი „კიოლნთან“ შეხვედრაში გაიტანა. მას მერე ახალგაზრდა ავსტრიელმა ბუნდესლიგაში მოედანზე 827 წუთი დაჰყო და ერთხელაც არ უხეირია. ამდენი ხნის მანძილზე გოლი რომ არ გამიტანია, ცხადია, ამის გამო ნერვები მეშლებაო, აღიარებს ავსტრიელი „კიოლნთან“ უკვე მეორე წრის მატჩის წინ, რომელიც შაბათს უნდა გაიმართოს და იქვე დასძენს: „მაგრამ ფაქტია, რომ ვარჯიშებზე თავს არ ვზოგავ!“

არნაუტოვიჩი ამ შემთხვევაში სიმართლეს ამბობს - „ვერდერის“ მთავარი მწვრთნელი თომას შააფიც ადასტურებს, რომ მარკო მეორე წრეში გაცილებით უფრო კონცენტრირებულია, ვიდრე სეზონის პირველ ნახევარში იყო. პირველ თვეებში არნაუტოვიჩი ასი პროცენტით ამართლებდა იმ შეფასებებს, რასაც ჰოლანდიელი ან იტალიელი ჟურნალისტები „ტვენტეში“ ან „ინტერში“ თამაშის დროს უძღვნიდნენ: ყველაფერი ეზარებოდა, ბევრს ერთობოდა, ვარჯიშებზე ყოველთვის გამოუძინებელი იყო და ა.შ. ახლა კი შედარებით გამოსწორდა, რაც თუნდაც იმაზე ეტყობა, რომ ჟურნალისტებთან საუბრის დროს, „მეზე“ ხშირად „ჩვენს“ ხმარობს: „ცხადია, უფრო მეტი გოლები უნდა გამქონდეს და ქომაგები ჩემგან პირველ რიგში გოლებს ითხოვენ, მაგრამ კარგი იქნება, თანაგუნდელები უკეთეს პასებს რომ მაძლევდნენ. თუმცა ყველაზე მთავარი მაინც ისაა, რომ ჩვენ თამაშები მოვიგოთ, ჩემი გოლები ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანი იქნება.“

ბრემენული კლუბის შეფი კლაუს ალოფსი ადასტურებს, არნაუტოვიჩი გამოსწორდაო, რაც მას შააფის დამსახურებად მიაჩნია, რომელიც თურქეთში მოსამზადებელი შეკრების დროს „რთულად აღსაზრდელ“ ავსტრიელს საათობით ელაპარაკებოდა. ალოფსის თქმით, თომასის წვრთნამ შედეგი გამოიღო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. „არნაუტოვიჩმა უნდა გაითავისოს, რომ ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მიუდგება ვარჯიშებს, თამაშებს და საერთოდ ცხოვრებას. ჩვენ მის სანაცვლოდ ძალიან დიდი ფული გადავიხადეთ და ცხადია, საპასუხო შედეგებსაც ველით,“ - ამბობს ალოფსი.

გასულ უქმეებზე, „ჰოფენჰაიმთან“ მატჩში, რომელიც ბრემენელებმა 2:1 მოიგეს, შააფმა ისევ ორი თავდამსხმელით ითამაშა და წინა ხაზში არნაუტოვიჩი-პისაროს ტანდემი ჰყავდა გამწესებული.

პირველ წუთებში ავსტრიელი და გამოცდილი პერუელი ერთმანეთს ცუდად უგებდნენ, რადგან მარკო ხშირად ისევ ეგოისტურად იქცეოდა, მაგრამ მერე ყველაფერი დალაგდა და სხვათა შორის, პისარომ გოლი სწორედ მარკოს პასით გაიტანა.

იმედია, ყველაფერი ასე გაგრძელდებაო, აცხადებს არნაუტოვიჩი და სხვათა შორის, იგივეს იმედოვნებს პისაროც, რომელიც იანვრის დასაწყისში მარკოს მაგრად აკრიტიკებდა. „ის მხოლოდ ფეხბურთზე უნდა იყოს კონცენტრირებული და სხვა ყველაფერი უნდა დაივიწყოს. არნაუტოვიჩი ისეთ ასაკშია, რომ თუ ახლავე არ დასერიოზულდა, მერე აღარაფერი ეშველება!“ - ამბობდა პისარო ბელეკში ყოფნის დროს. დღეს კი კლაუდიოც აცხადებს, რომ არნაუტოვიჩი გაცილებით უკეთ გამოიყურება. როგორც ჩანს, ჭკუა მართლაც ისწავლა და ერთადერთი, რაც ახლა აკლია, გოლებია, თორემ აქამდე მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამი გოლი აქვს გატანილი - ორი „კიოლნთან“, აგვისტოს ბოლოს და ერთიც ჩემპიონთა ლიგაში, ყოფილი გუნდის, „ტვენტეს“ წინააღმდეგ.

40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს

ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი

"ლევანდოვსკი გასახდელში შემოვიდა თუ არა, ბარიოსმა მაშინვე სახეში დაარტყა" - "დორტმუნდის" ყოფილმა ნახევარმცველმა თანაგუნდელებს შორის მომხდარი კონფლიქტი გაიხსენა

"ლივერპულში" დარჩენის მოსურნე ალისონმა, დასვენების დრო წარმატებული თევზაობით შეავსო

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ლანსმა" ჩემპიონთა ლიგაზე 1:9 მარცხის შემდეგ, კიდევ ერთი შეხვედრა წააგო და მწვრთნელი ამის შემდეგ გაათავისუფლა

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" მაიკლ კერიკი გაათავისუფლა - "წითელ ეშმაკებს" პოჩეტინო ჩაიბარებს

"ეს წინასწარ დაგეგმილი თავდასხმა იყო" - ნინა დრამამ მერაბ დვალიშვილს მხარდაჭერა გამოუცხადა

"ამაზე ძალიან ვღელავთ" - სტეფ კარი ტრავმირებულია

"ნეტა მანდ ვყოფილიყავი" - ლაშა ბექაური მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

"რატომ დუმდით მაშინ, როცა მერაბმა დაღესტნელ მოჭიდავეს უმიზეზოდ დაარტყა?" - ისლამ მახაჩევმა უსმან ნურმაგომედოვი დაიცვა

"ჩამოიყვანეთ და "ფერარებით" "აკატავეთ", თავი სახლში აგრძნობინეთ" - რატი ანდრონიკაშვილი მერაბ დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა

"კვერნაძემ შეიძლება "ფროზინონე" ნაახალწლევს დატოვოს" - ჟურნალისტი მიზეზს განმარტავს