ნაგოიას ბაშოს მე-6 დღე ყველაზე უიღბლო გამოდგა ქართველი სუმოისტებისათვის - სამივემ წააგო.

ნაგოიას ბაშოს მე-6 დღე ყველაზე უიღბლო გამოდგა ქართველი სუმოისტებისათვის - სამივემ წააგო. ყველაზე ცუდად საქმე ქართველ კომუსუბის ტოჩინოშინს (ლევან გორგაძე) აქვს, რომელსაც 1-5 ბალანსი გაუხდა და ტიტულის დაკარგვის რეალური საფრთხის წინაშეა. დარჩენილი ცხრა ორთაბრძოლიდან ტოჩინოშინმა 7 მაინც უნდა მოიგოს, თუკი ისევ რიგითი მაეგაშირობა არ სურს. დაგვეთანხმებით, ურთულესი მისიაა, მით უფრო რომ ჩვენებური დოჰიოზე აშკარად არ ბრწყინავს. გუშინ კომუსუბიმ ესტონელ ბარუტოსთან კვლავ წააგო, ბალტიელი ოძეკი მისთვის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. ბარუტომ ცაციათი უვატენაგეს ილეთით დააგდო ქართველი ფალავანი. დღეს ორი კომუსუბის რკენაა, ქართველი ტოჩინოშინი მონღოლი ჰაკუბას წინააღმდეგ, ორივე პირველად ასპარეზობს ამ რანგში, ორივეს ცუდად აქვს სამე (თითო მოგება). წესით, ლევანმა უნდა იმარჯვოს, რადგან აქამდე ჰაკუბა ხუთი ცდიდან ხუთჯერ დაამარცხა.

კოკაი (ლევან ცაგურია) ლიდერთა შორის იყო, მაგრამ ორი ყოფილი კომუსუბის ორთაბრძოლა შიმოტორიმ მოიგო მავაშში ხელის ჩაჭიდებით. "შავი ზღვის" დღევანდელი მეტოქე გამოცდილი ვაკანოსატოა, რომელთანაც კოკაის დიდი დაპირისპირება აქვს, აქამდე ისინი 18-ჯერ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და მეტოქეებმა 9-9-ჯერ იმარჯვეს.

გაგამარუს (თეიმურაზ ჯუღელი) მეტოქე ტამაასუკა იყო, რომელსაც ნაგოაიაში გულშემატკივართა მხარდაჭერა გარანტირებული აქვს, ეს სუმოისტი ამ ქალაქიდანაა წარმოშობით. ქართველმა მძიმეწონოსანმა დოჰიოს კიდემდე მიიყვანა მეტოქე, მაგრამ, აგერ უკვე მერამდენედ, ბოლო მომენტში გვერდში დარტყმა გამოეპარა. გაგამარუს 2-4 ბალანსი აქვს. მართალია, უარყოფითი ბალანსის შემთხვევაშიც კი ქართველს დაქვეითება ნაკლებად დაემუქრება, მაგრამ დებიუტანტი მაინც ფრთხილად უნდა იყოს და მაქსიმალურად დააგროვოს მოგებები. გაგამარუს მეტოქე მე-9 მაეგაშირა კაკიძოეა, რომელსაც, ბუნებრივია, არასოდეს შეხვედრია.

ესეც 38 - დიდმა ჩემპიონმა ჰაკუჰომ ზედიზედ 38-ე ორთაბრძოლა მოიგო, მან ოშიდაშით თანამემამულე ჰაკუბა განდევნა დოჰიოდან. ასე უიღბლოდ დასრულდა ჰაკუბას პირველი დაპირისპირება იოკოძუნასთან. ბაშოს 4 რიკიში ლიდერობს 6-6 მოგებით, ჰაკუჰო, ბულგარელი ოძეკი კოტოოშუ და ორი რიგითი მაეგაშირა, კაკურიუ და ჰომაშო.

ივლისის ბაშო. 11-25 ივლისი. ნაგოია (იაპონია)

VI დღე: ჰაკუჰო-ჰაკუბა (ოშიდაში), არანი-ჰამურაფუჯი (ჰიკიოტოში), კოტოოშუ-კიოკუტენჰო (იორიკირი), კაიო-ამინიშიკი (ჰატაკიკომი), ბარუტო-ტოჩინოშინი (უვატენაგე), ტოჩიოძანი-კოტოშოგიკუ (ცუკიოტოში), კისენოსატო-ასასეკირიუ (იორიკირი), კაკიძოე-ტოკიტენკუ (იორიტაოში), ტოკუსეგავა-კიტატაიკი (იორიკირი), კაკურიუ-მოკონამი (შიტატენაგე), ვაკანოსატო-იოშიკაძე (იორიკირი), შიმოტორი-კოკაი (იორიკირი), ჰომაშო-ტოსაიუტაკა (იორიტაოში), ტაკამისაკარი-ჰოკუტორიკი (ოკურიდაში), ტაკეკაძე-ბუშუიამა (კატასუკაში), ტამაასუკა-გაგამარუ (ცუკიოტოში), კიმურაიამა-შოტენრო (ოშიდაში), საგაცუკასა-ტამავაში (ოშიდაში).

სატურნირო მდგომარეობა:

6-0: ჰაკუჰო (იოკოძუნა), კოტოოშუ (ოძეკი), კაკურიუ (მაეგაშირა 6), ჰომაშო (მ 13).

5-1: კაიო (ოძეკი), კისენოსატო (სეკივაკე)... 4-2: კოკაი (მ 12)... 2-4: გაგამარუ (მ 12)... 1-5: ტოჩინოშინი (კომუსუბი).

VII დღე

ქართველთა მეტოქეები: ტოჩინოშინი-ჰაკუბა, გაგამარუ-კაკიძოე, კოკაი-ვაკანოსატო.

ფოტოზე: ქართულ-ესტონური დუელი

"ბიჭების გამო მაინც დარჩი, შენთან ერთად ვარჯიში მათთვის დიდი გამოცდილებააო" - ტოჩინოშინის ინტერვიუ კვირის პალიტრასთან
ტოჩინოშინმა საიუბილეო, მე-100 ბაშო ნაადრევად შეწყვიტა
ტოჩინოშინმა ტაკარაფუჯი მარტივად დაამარცხა [VIDEO]
U21. გერმანიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლიპარტელიანი ოქროს ზედიზედ მეორედ შეუტევს! - ეთერი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] დომინანტურად - ეთერ ლიპარტელიანი მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია
შავი ლომი | ორი მოგება და დიდი გამოცდილება თბილისის თასზე
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თვაური და ვართანოვი ევროსეზონს თურქეთში გახსნიან
მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე საჭიდაო დღეს ტატამზე 3 ქართველი გამოვა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აღარ გვიკვირს - და-ძმა აბეები მსოფლიო ჩემპიონები არიან!
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
ლუის ენრიკე პსჟ-ში ერთ ცვლილებას ამზადებს
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
"ჩემთვის ეს პრობლემა მარტივად მოგვარებადია" - პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდოსთან კონფლიქტზე ისაუბრა
"ეს მატჩი ჩემს სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო" - სერ ალექს ფერგიუსონი
"პატარა გოგოს ჰგავს" - NBA-ის ყოფილმა კალათბურთელმა ლებრონ ჯეიმსი გააკრიტიკა
"ალეგრის იმდენად არ სურდა ჯარიმა რონალდოს დაერტყა, ასეთი რამ მოიფიქრა" - პიანიჩმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს